პირველმა ოთხმა დღემ ხმაურიანი სენსაციის გარეშე ჩაიარა, თუმცა გუშინ რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დასრულდა. პირველმა ოთხმა დღემ ისე ჩაიარა, რომ ხმაურიანი სენსაცია არ ყოფილა, თუმცა გუშინ რამდენიმე საინტერესო და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

უიღბლო დღე ჰქონდათ არგენტინელ ვარსკვლავებს. დავიდ ნალბანდიანმა, რომელმაც ორი დღის წინ მარათონული მატჩი მოუგო ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს, გუშინ მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. მსოფლიოს რეიტინგის პირველი ასეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელმა, ლიტველმა რიჩარდას ბერანკისმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მაგრამ არგენტინელის მარცხის ძირითადი მიზეზი არა პროგრესის გზაზე მდგარი ბალტიისპირელის შესანიშნავი თამაში, არამედ ნალბანდიანის საშინელი ფიზიკური ფორმა იყო. დავიდი უბრალოდ მზად არ აღმოჩნდა მეორე წრის მატჩისთვის და მესამე სეტში ისედაც წაგებული მატჩი შეწყვიტა - 1:6, 0:6, 0:2.

"ლეიტონთან მატჩმა უდიდესი ენერგია მოითხოვა. დღეს მთლიანად გამოფიტული ვიყავი. რთული იყო კონცენტრაცია. კორტზე ექიმს ვუხმე და მან მითხრა, რომ სახიფათო იყო თამაშის გაგრძელება.

ამიტომაც შევწყვიტე მატჩი. როგორც აღმოჩნდა, ბერანკისი კარგი მოთამაშე ყოფილა. სამწუხაროდ, ვერ შევძელი მის წინააღმდეგ სრული ძალით თამაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მომავალში დიდ პროგრესს მიაღწევს", - განაცხადა არგენტინელმა.

გუშინდელი დღის პროგრამას ცენტრალური მატჩი ხურავდა - კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი არგენტინელი ხუან დელ პოტროს წინააღმდეგ. ორივე ჩოგბურთელი დღეს შორს არის ოპტიმალური სპორტული ფორმისგან. დელ პოტრო საერთოდ ახლა ბრუნდება ჩოგბურთში შარშანდელი გამოტოვებული სეზონის შემდეგ. გუშინდელ მატჩში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. აშკარა იყო, რომ ამერიკის ღია პირველობის 2009 წლის ჩემპიონს სათამაშო პრაქტიკაც აკლდა და ფიზიკური ფორმის მხრივაც მოიკოჭლებდა. ამ ფონზე ბაღდატისი უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა. მეორე სეტში არგენტინელს ბრეიკ-პოინტზე ჩოგანი ხელიდან გაუვარდა, რის შემდეგაც ექიმს მიმართა მაჯის არეში ტკივილის გამო. ბაღდატისმა მესამე სეტის წაგების შემდეგ ასევე ექიმი იხმო დასახმარებლად. თუმცა მცირე პრობლემას კვიპროსელისთვის გამარჯვების მოპოვებაში ხელი არ შეუშლია - 6:1, 6:3, 4:6, 6:3.

მამაკაცებს შორის ლიდერებმა დამაჯერებლად გაიარეს მეორე წრის ბარიერი. არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ რაფაელ ნადალს, ენდი მიურეისა და რობინ სიოდერლინგს. სხვათა შორის, სკანდინავიელი პირველად გავიდა ასე შორს ავსტრალიის ღია პირველობაზე.

შესამჩნევად შეთხელდა მეორე წრის შემდეგ რუსების წარმომადგენლობა ქალების ბადეში. ყველაზე მოულოდნელი იყო ალისა კლეიბანოვას წაგება 2008 წელს იუნორთა როლან გაროსის ჩემპიონ სიმონა ჰალეპთან. ეს ის გოგონაა, რომელმაც წარმატებული კარიერის გამო მკერდის დასაპატარავებელი ოპერაცია ჩაიტარა. რუმინელმა სწორი ტაქტიკა აირჩია - ინიციატივა მეტოქეს დაუთმო და მის შეცდომებს დაელოდა. შეცდომები კი კლეიბანოვამ ძალიან ბევრი დაუშვა. რუსმა მხოლოდ მეორე სეტის ბოლოს დაალაგა თამაში, როცა მატჩზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა რუმინელს, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ისევ უმატა შეცდომებს და შემოკლებული გეიმი 2:7 დათმო.

კლეიბანოვას გზას გაუდგა ანა ჩაკვეტაძე, რომელმაც ჩეხ პეტრა კვიტოვას ორი სეტი ჩააბარა - 3:6, 4:6. ბოლოს კი ბრძოლას გამოეთიშა მარია კირილენკო. პირველ წრეში რომინა ოპრანდისთან ურთულესი მატჩის მოგების შემდეგ, რუსს გაუჭირდა ჩეხი ივეტ ბენეშოვასთვის წინააღმდეგობის გაწევა, მით უმეტეს, რომ კირილენკოს მეტოქემ აგრესიული და რაც მთავარია, თითქმის უშეცდომო თამაში აჩვენა. თუ პირველ პარტიაში მარია ასე თუ ისე იბრძოდა, მეორეში მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო - 1:6, 3:6.

რაც შეეხებათ ლიდერებს, კიმ კლაისტერსი მშვიდად გავიდა 1/16 ფინალში, სამაგიეროდ, ელენა იანკოვიჩმა შეწყვიტა წინსვლა, თუმცა სერბის წარუმატებელი თამაში უკვე აღარავის უკვირს. არადა, ელენასთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - პირველ სეტში 5:2 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად ჩინელი შუაი პენგის მხარეს გადავიდა. ჩინეთის ყოფილ პირველ ნომერს ორი სეტი ეყო მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის დასამარცხებლად.

"ვიგებდი და ყველაფერი ჩემს კონტროლქვეშ იყო. ძალიან კარგად ვთამაშობდი. მაგრამ შემდეგ რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მეტოქემ კი პირიქით, თამაშს მოუმატა. ამას მოჰყვა ტაი-ბრეიკზე ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში შეცდომები. ჩემთვის ეს ცუდი დღე იყო, მაგრამ კარგია, რომ ჯანმრთელი ვარ. ეს დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რეალურად შემიძლია კონკურენციის გაწევა. უნდა გავაგრძელო მუშაობა ძველი ფორმის დასაბრუნებლად", - ასეთი კომენტარი გააკეთა იანკოვიჩმა.

II წრე

კაცები

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:2, 6:1, 6:1; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 31) 7:6(4), 7:6(3), 6:3; ჯონ ისნერი (აშშ, 20)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 4:6, 6:4, 6:2, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 15)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 7:6(1), 6:1; მიხაილ იუჟნი (რუს, 10)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 6:1, 5:7, 4:6, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან)-მიკაელ ლოდრა (საფ, 22) 7:6(3), 6:3, 7:6(4); რიჩარდ ბერანკისი (ლიტ)-დავიდ ნალბანდიანი (არგ, 27) 6:1, 6:0, 2:0 უარი; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:0, 6:1, 7:5; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:3, 7:6(1), 6:1; იან ჰერნიხი (ჩეხ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30) 6:2, 6:7(11), 6:4, 6:7(3), 8:6; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:3, 6:0, 3:6, 7:6(3); ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ანდრეას სეპი (იტა) 6:3, 7:6(1), 7:6(5); იურგენ მელცერი (ავსტრია, 11)-პერე რიბა (ესპ) 6:2, 6:4, 6:2; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 21)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:1, 6:3, 4:6, 6:3; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 32)-ედუარდო შვანკი (არგ) 6:4, 7:6(8), 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 5)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:1, 6:3, 6:3.

ქალები

შუაი პენგი (ჩინ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 7) 7:6(3), 6:3; აიუმი მორიტა (იაპ)-კაროლინ გარსია (საფ) 6:4, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ალისა კლეიბანოვა (რუს, 24) 6:4, 7:6(2); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:3, 6:4; ნადია პეტროვა (რუს, 13)-ალისია მოლიკი (ავსტრა) 6:4, 6:1; ეკატერნა მაკაროვა (რუს)-ლესია ცურენკო (უკრ) 7:6(6), 6:1; ალიზ კორნე (საფ)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 26) 7:5, 6:1; კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:1, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ვერა დუშევინა (რუს) 6:3, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 25)-ანა ჩაკვეტაძე (რუს) 6:3, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 22)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:2, 6:2; შაარ პეერი (ისრ, 10)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:3, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:2, 6:2; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-მარია კირილენკო (რუს, 18) 6:3, 6:1; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 31)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 6:7(2), 7:5; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 2:6, 6:3, 6:1.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"