ინტერვიუ "ბარსელონას" ხორვატ ნახევარმცველთან თბილისში გამომგზავრების წინ
თბილისში გასამართი ევროპის სუპერთასი განსაკუთრებულია "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველისთვის, ივან რაკიტიჩისათვის. რაკიტიჩი თავის ყოფილ კლუბს, "სევილიას" დაუპირისპირდება.

იყო დრო, ბალკანელი "სევილიის" ლიდერი გახლდათ და უკანასკნელი კაცი არც "ბარსელონაშია" - ამაზე თუნდაც მის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი მეტყველებს.

- თქვენ შარშანდელი სუპერთასი გააცდინეთ. სწორედ მაშინ გადახვედით "სევილიიდან" "ბარსელონაში". ალბათ, განსაკუთრებული მოლოდინი გაქვთ კარსმომდგარი სუპერთასისა...

- რა თქმა უნდა, მოლოდინი არის. მიმაჩნია, რომ ახლა მექნება შანსი, რომელიც არ მქონია გასულ წელს. დიდი იმედი მაქვს, რომ მივიღებ მონაწილეობას თბილისში გასამართ შეხვედრაში. კარგია, როცა სეზონს ტიტულით იწყებ. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს ტიტული მოვიგოთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაშია - დაპირისპირება ხომ იმ "სევილიასთან" მომიწევს, რომელმაც ბევრი რამ მომცა, როგორც ფეხბურთელს.

- საინტერესოა, რას ნიშნავს თქვენთვის "სევილია"?

- გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ყველაფერს. როცა მე ჩემს სახლში მივდივარ, სევილიაში, ვამბობ, რომ მივდივარ შინ. იქ არის ჩემი მეუღლე, იქ დაიბადა ჩემი გოგონა. "სევილიასთან" ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს. ეს ძალზე სპეციფიკური მომენტია.

ჩემთვის ძვირფასია არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბი "სევილია", არამედ ეს ქალაქი და ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს. ყოველივე ეს ახლობელია ჩემთვის. მე სევილიას მშობლიურ ქალაქად მივიჩნევ.

- თქვენ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ. როგორი შეგრძნებაა?

- ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. თანაც, ამ ტიტულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი გუნდისათვის, რადგან წინა სეზონში ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჯილდოს მოგება.

დღემდე არ მავიწყდება, როგორ აღნიშნა "ბარსელონას" გულშემატკივარმა ეს ტიტული. რა გახარებული იყო ხალხი... საერთოდ, შესანიშნავი გრძნობაა, როცა ადამიანებს სიხარულს ანიჭებ. ჩვენ ეს შევძელით და ყველანი ბედნიერები ვართ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტიტულების მოგება მოგვწყინდა. პირიქით, თითოეული ბარსელონელი იწვის ამის სურვილით. როცა სეზონს კარგი განწყობით იწყებ, მერე ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვება ხოლმე. ეს კიდევ უფრო ზრდის სუპერთასის მნიშვნელობას.

- თქვენი მეტოქე "სევილიაა"...

- ძალიან თავისებური თამაში გამოვა. "სევილია" ერთობ კარგი გუნდია. ჩვენ ეს ვნახეთ შარშან როგორც პრიმერადივიზიონში, ისევე ევროპალიგაზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს და ეს არ არის მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამი სიტყვები. ჩვენ ვართ "ბარსელონა", ჩვენგან ყველა გამარჯვებას ითხოვს და ჩვენ მზად ვართ, გავიმარჯვოთ. საამისოდ დიდი ბრძოლა მოგველის, მაგრამ ამ ბრძოლაში არაფრის დათმობას ვაპირებთ და გვაქვს კიდეც ამის რესურსი.

- როგორ ფიქრობთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია?

- გეთანხმებით - ეს ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მომენტი იყო. თანაც, გავითვალისწინოთ, როგორ კომბინაციას მოჰყვა ეს გოლი. სუფთა ბარსელონური ბურთი იყო. ეს იყო გუნდურობის ნიმუში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს, ასე მოკლე დროში სასურველ პოზიციაზე რომ გამიყვანეს. რომ არა მათი ძალისხმევა, მე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. საერთოდ, მე ძალიან მიყვარს გუნდური ფეხბურთი.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა "ბარსელონას" გამარჯვება ბერლინში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

- ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რამაც განაპირობა ჩვენი წარმატება, იყო ის, რომ "ბარსელონას" არასოდეს გადაუხვევია თავისი არჩეული გზისათვის. ჩემი აზრით, სწორედ ამან განაპირობა "ბარსელონას" ტრიუმფი. ჩვენ არასოდეს ვნებდებით. იშვიათად ვკარგავთ ბურთს. გვაქვს ყველასაგან გამორჩეული ხელწერა. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ "ბარსა" საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. შემთხვევითობა არ არის ჩვენს წარმატებაში.

- წლეულს ისევ იფიქრებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე...

- რა თქმა უნდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენ ვებმებით ბრძოლაში, რომელშიც ევროპის ყველა საუკეთესო გუნდი მონაწილეობს და ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებული მოტივაციაა.

ვეთანხმები გავრცელებულ აზრს იმის თაობაზე, რომ ზოგადად, ტიტულის მოპოვებაზე რთული მისი შენარჩუნებაა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს.

"ბარსელონას" ეს არ აშინებს. გუნდი მომართულია დიდი გამარჯვებების მოსაპოვებლად. ჩვენ შეგვიძლია ზედიზედ მეორედ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა და ამით შევიდეთ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში.

- სტატისტიკას ყოველთვის აკვირდებით?

- ყოველთვის არა, მაგრამ ვცდილობ, მნიშვნელოვანი ნიუანსები არ გამომრჩეს მხედველობიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
წარმოუდგენელი კადრები - როგორ დახვდნენ გატუზოს "ჰაიდუკში" გადასულ ივან რაკიტიჩს ხორვატი ფანები [VIDEO]
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რაკიტიჩი საუდის არაბეთიდან კარიერას სამშობლოში გააგრძელებს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
რაკიტიჩი საუდის არაბეთის კლუბში გადავიდა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ქართველები და აფხაზები ენგურის ხიდზე უეფამ გააერთიანა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, პრიმერა დივიზიონს, ევროპის ლიგასა და ევროპის ჩემპიონატს - რაკიტიჩის პროგნოზები
გატუზო რაკიტიჩს "ჰაიდუკში" უხმობს
ნეიმარმა ყბაყურა მოირჩინა და ვარჯიშობს, მაგრამ "ბარსელონას" ჯერ ვერ დაეხმარება
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
დღეს გაირკვევა, როდიდან გაიყიდება სუპერთასზე დასასწრები ბილეთები