გუშინ, "ნიუ ჯერსი ნეტსის" მფლობელმა, რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია

გუშინ, "ნიუ ჯერსი ნეტსის" მფლობელმა, რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ მისი კლუბი აღარ აპირებს "დენვერ ნაგეტსიდან" ფორვარდ კარმელო ენტონის გადაბირებას. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ცნობა სამმხრივი გაცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც "ნიუ ჯერსი" სასტარტო ხუთეულის სამ მოთამაშეს (დევინ ჰარისი, დერიკ ფეივორსი, სტივენ გრემი) და დრაფტის პირველი რაუნდის რამდენიმე არჩევანს თმობდა კარმელო ენტონის სანაცვლოდ. მაგრამ 26 წლის კალათბურთელის განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კარმელოს "ნიუ იორკში" გადასვლა უნდა და "ნიუ ჯერსისთან" მოლაპარაკებები არ აინტერესებს.

"უკმაყოფილო ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, - განაცხადა პროხოროვმა. - პროცესი დროში ძალიან გაიწელა. ის ყველას თვალწინ მიმდინარეობდა და დარწმუნებული ვარ, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა ჩვენს კალათბურთელებზე. ვფიქრობ, სწორედ ასეთმა მდგომარეობამ წაგვაგებინა რამდენიმე მატჩი. კლუბის ხელმძღვანელობამ კარგი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ დადგა დრო, როცა რაღაცაზე ფასი უბრალოდ ძალიან გაიზარდა. ამიტომაც ვუბრძანე "ნეტსის" მენეჯერებს უარი ეთქვათ გარიგებაზე. ასე რომ, გაუქმდა დენვერში ჩვენს წარმომადგენლებსა და ენტონის შორის შეხვედრა, რომელიც დღეისთვის იყო დანიშნული".

შეიძლება იმის თქმა, რომ პროხოროვის გადაწყვეტილებით ყველა დაინტერესებული მხარე დაზარალდა. "ნიუ ჯერსიმ" მაინც ვერ მოახერხა სასურველი სუპერვარსკვლავის შეძენა. თავის მხრივ, "დენვერმა" შეიძლება გაიმეოროს "კლივლენდის" სავალალო მაგალითი, რომელმაც NBA-ის საუკეთესო ფორვარდი დაკარგა და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ასეთ სარფიან წინადადებას, როგორსაც "ნეტსი" სთავაზობდა, "ნაგეტსს" აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ კარმელოსთვის "ნიუ ჯერსი" თმობდა ახალგაზრდა და ნიჭიერ დერიკ ფეივორსს, დრაფტის რამდენიმე არჩევანსა და მილიონ დოლარს.

ერთადერთი, ვინც მოგებული დარჩა - "ნიუ იორკ ნიქსია". ამ გუნდს არასოდეს დაუმალავს კარმელოს გაფორმების სურვილი, მაგრამ ამის გაკეთების შანსი მხოლოდ 2011 წლის ზაფხულში ჰქონდა, როცა ენტონი თავისუფალი აგენტი გახდება. ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა