"მანჩესტერ სიტი" არ ეშვება დე ბრუინზე ფიქრს
12:52 Guardian-ი წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დახურა ამ ზაფხულს ჰარი კეინის თემა. "ტოტენჰემი" ძალიან ბევრს ითხოვს.

12:56 ინგლისური პრესის ცნობით, ჯოი ბარტონის გადასვლა "ქუინზ პარკიდან" "ვესტ ჰემში" - სპეკულაციაა.

13:05 "არსენალი" დაინტერესებულია "სევილიის" ნახევარმცველით, გჟეგოჟ კრიხოვიაკით. ინტერესის ფასია 22 მილიონი გირვანქა, - წერს Daily Telegraph-ი.

13:13 კლინტონ ნ'ჯიე, როგორც ჩანს, მაინც გაემგზავრება ინგლისში. "ტოტენჰემმა" 17 მილიონი შესთავაზა "ლიონს" და ფრანგებმა მიიღეს ეს წინადადება. L"Equipe-ი წერს, რომ ფეხბურთელი ამ კვირას ჩავა ლონდონში მოსალაპარაკებლად.

13:44 "ჩელსიში" რაჰმან ბაბას ტრანსფერის ნაწილი შეიძლება გახდეს მარკო მარინი. ეს ფეხბურთელი ლონდონელებს არ გამოადგათ და იჯარით რამდენიმე კლუბში ითამაშა. ახლა კი "აუგსბურგს" დასჭირდა პიოტრ ტროხოვსკის ტრავმის გამო.

14:12 Calciomercato წერს, რომ "რომას" სჭირდება დაცვის გაძლიერება და უკვე იპოვა შესაფერისი ვარიანტები. "მილანში" გადასული რომანიოლი შეიძლება შეცვალოს სამუელ უმტიტიმ "ლიონიდან" ან მამადუ საკომ "ლვერპულიდან".

14:17 მატია დესტრო ვერაფრით ახერხებს "ბოლონიაში" გადასვლას, სადაც მას წელიწადში 1.5 მილიონს სთავაზობენ, თავად ფორვარდს კი 1.8 მილიონი სურს.

14:24 Ruhr Nachrichten-ის ინფორმაციით, ფელიპე სანტანა "ტრაბზონში" გადადის. თურქებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები "შალკესთან".

14:36 შემდგარი ტრანსფერი: "აინტრახტმა" გამოაცხადა 20 წლის სერბის, მიჰათ გაჩინოვიჩის ტრანსფერის შესახებ. კონტრაქტის ხანგრძლივობა ოთხი წელია. ფეხბურთელი "ვოივოდინაში" თამაშობდა.

14:41 "იუვენტუსი" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს იულიან დრაქსლერით და რამირესით. ტურინელები შესაბამისი კლუბებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს ამზადებენ.

14:45 "მარსელი" ისევ მწვრთნელის ძიებაშია და ხორხე სამპაოლის მიწვევა სურს, მაგრამ ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია 11 მილიონ ევროს ითხოვს.

15:22 "მანჩესტერ სიტი" არ ეშვება დე ბრუინზე ფიქრს და გარდა იმისა, რომ 46 მილიონ გირვანქას იხდის, თავად ფეხბურთელს მიმართა, რომ "ვოლფსბურგის" შეფობა დაიყოლიოს ტრანსფერზე.

15:29 Manchester Evening News-ი იტყობინება, რომ ვიქტორ ვალდესი ვერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" საჩემპიონთალიგო განაცხადში.

15:32 ჩიჩარიტოსთვის ბრძოლაში ჩაება "ტორინოც", მაგრამ გუნდს მექსიკელის გადაბირების მცირე შანსი აქვს.

15:34 უნგრელ ბალაჟ ჯუჯაკს "ჰერტაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ფეხბურთელი სტამბოლში აღმოჩნდა და მალე "ბურსასთან" გააფორმებს კონტრაქტს.

15:38 A Bola წერს, რომ ნიკოლას გაიტანის გადასვლა "ბენფიკადან" "მანჩესტერ იუნატედში" სულ მალე შედგება. ინგლისური კლუბი 28 მილიონს იხდის.

16:08 Evening Standard-ი წერს, რომ მოურინიო არ აპირებს რამირესის "იუვენტუსში" გაშვებას.

16:20 "შალკე" კი იტყობინება იმის შესახებ, რომ მხოლოდ "ასტრონომიულ ფასად" გაყიდის დრაქსლერს.

16:41 Liverpool Echo წერს, რომ ფაბიო ბორინი დათანხმდა "ლივერპულის" დატოვებას და იტალიაში ბრუნდება. თავდაპირველად, ფეხბურთელით "ფიორენტინა" იყო დაინტერესებული, მაგრამ ახლა ჭორებში "ინტერს" იხსენიებენ.

16:45 Nieuwsblad-მა გამოაქვეყნა დე ბრუინის "მანჩესტერ სიტიში" სავარაუდო ხელფასის მონაცემები - 320 ათასი ევრო კვირაში. უფრო ზუსტად, 16.6 მილიონი წელიწადში!

17:08 შემდგარი ტრანსფერი: "სუონსიმ" ორი წლით გაიფორმა "არსენალის" ყოფილი მეკარე ჯოშ ვიკერსი. ეს ბიჭი 19 წლისაა და წინ სერიოზული კონკურენცია ელოდება.

17:11 ESPN წერს, რომ "ვესტ ჰემი" დაინტერესებულია "ლივერპულის" ნახევარმცველით, ლუკაშ ლეივათი.

17:23 Daily Mail-ი წერს, რომ "ასტონ ვილა" დათანხმდა "ბარსელონას" მოთხოვნებს ადამ ტრაორეს ტრანსფერთან დაკავშირებით. 19 წლის ბიჭში 12 მილიონ გირვანქას იხდიან.

17:27 The Telegraph-ი კი "ასტონ ვილაზე" ცუდს წერს. არ შედგება"ტოტენჰემიდან" ადებაიორისა და თაუნსენდის ტრანსფერები. "სპურსი" ძალიან ბევრს ითხოვს, ბირმინგემელებს კი ზედმეტი მილიონები არ აქვთ.

17:28 "ქუინზ პარკი" ვერ ახერხებს ჩარლი ოსტინის 15 მილიონ გირვანქად გაყიდვას. ამიტომაც ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ფიქრობს.

17:33 "პორტუს" მწვრთნელმა ლოპეტეგიმ კლუბის დატოვების ნება დართო ფორვარდ ადრიან ლოპესს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ეს ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოდან" პორტუგალიაში 11 მილიონ ევროდ გადავიდა.

17:43 Daily Mail-ის ცნობით, "არსენალის" ერთ-ერთი მეკარე ემილიანო მარტინესი "ვოლფსბურგში" გადავა. გერმანიაში ის იჯარით ითამაშებს.

19:28 შემდგარი ტრანსფერი: "ბეტისმა" გაიფორმა ხუან მანუელ ვარგასი. "ფიორენტინას" ყოფილი ფეხბურთელი ესპანელებს უფასოდ ერგოთ.

19:29 შემდგარი ტრანსფერი: ორიოლ რომეუ 4 მილიონ გირვანქად გადავიდა "ჩელსიდან" "საუთჰემპტონში". ესპანელი გასულ სეზონში იჯარით "შტუტგარტში" თამაშობდა.

19:30 "ტოტენჰემი" უარს ამბობს მიიღოს ნებისმიერი წინადადება მუსა დემბელესთან დაკავშირებით, მაგრამ "სანდერლენდი" არ წყნარდება და 15 მილიონ გირვანქას იხდის.

19:38 "საუთჰემპტონს" ისევ უნდა ვირჯილ ვან დეიკი და კვლავაც ვაჭრობს. "სელტიკი" 10 მილიონ გირვანქას ითხოვს, მაგრამ ინგლისური კლუბი შვიდ მილიონს სთავაზობს.

19:59 Metro წერს, რომ "ჩელსი" უარს არ იტყოდა იგუაინით გაძლიერებაზე, მაგრამ "ნაპოლი" ითხოვს 66 მილიონ გირვანქას.

20:08 შემდგარი ტრანსფერი: ედინ ჯეკო უკვე "რომშია". იჯარა კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვით, რომლის თანხაც ჯერ არ დასახელებულა.

20:46 "სოშომ" "ნიორიდან" გადაიბირა ფლორიან მარტინი. კონტრაქტი სამწლიანია.

20:54 Sky Sports-ი წერს, რომ "რეინჯერსმა" შეათანხმა "ტოტენჰემთან" ნათან ოდუვასა და დომენინ ბოლის იჯარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები