2016 წელს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება
2016 წელს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

ტახტისთვის ტიტულის მფლობელი და გრან პრის ოთხი ეტაპის ჯამში გამარჯვებული შეხვდებიან ერთმანეთს.

ფიდემ 13 აგვისტოს გამოაქვეყნა გრან პრის 2015-16 წლების გათამაშების განრიგი. ეს ორთაბრძოლები გაიმართება: მონტე კარლოში (2015 წლის 2-16 ოქტომბერს), ირანულ კიშში (2016 წლის თებერვალში), თბილისსა (2016 წლის მაისში) და ჩინურ ჩენგდუში (2016 წლის ივლისში).

ტურნირში 16 დიდოსტატი ჩაებმება.

ათი მათგანის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (2671), ცზიუ ვენძიუნი (2542, ორივე - ჩინეთი), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (2528), ანა მუზიჩუკი (2549, ორივე - უკრაინა), ჰამპი კონერუ (2585), ჰარიკა დრონავალი (2509, ორივე - ინდოეთი), 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ნატალია პოგონინა (1460), ევროპის ორგზის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2531, ორივე - რუსეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი პია კრამლინგი (2512, შვედეთი) და ნანა ძაგნიძე (2573, საქართველო).

პირველი სათადარიგოა ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი). ტურნირის ოთხ მონაწილეს გრან პრის ეტაპების მასპინძელი ქვეყნები, ორს კი ფიდეს პრეზიდენტი დაასახელებს. კირსან ილუმჟინოვს მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონების - ალექსანდრა კოსტენიუკისა (2526) და ანტოანეტა სტეფანოვას (2500, ბულგარეთი) ნომინირება აქვს გადაწყვეტილი.

თითოეული მონაწილე ოთხიდან სამ ეტაპში ითამაშებს. მოჭადრაკეები თავად ირჩევენ მონაწილეობის ადგილს, მაგრამ ფიდეს კორექტივების შეტანა შეუძლია. მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიდე იმის უფლებასაც იტოვებს, ასპარეზობის ადგილი და თარიღი შეცვალოს; ამასთანავე, ეტაპების რიცხვი ექვსამდე, მოასპარეზეთა რაოდენობა კი 18-მდე გაზარდოს, თუკი შეჯიბრების დამატებითი სპონსორობა 2016 წლის აპრილის ბოლომდე დადასტურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
წყალბურთი: ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "თბილისმა" ანგარიში გაათანაბრა
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
წყალბურთი: "დინამომ" და "თბილისმა" მეტოქეები მარტივად დაამარცხეს
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის ფინალი: "დინამომ" პირველი შეხვედრა მოიგო
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტი თბილისის "ოლიმპია"
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია