ლიგა ერთის მეორე ტური "ლუი მეორეზე" გაიმართება
ლიგა ერთის მეორე ტური "ლუი მეორეზე" გაიმართება. "ნიცასთან" ნაომარი "მონაკო", რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის ემზადება ("ვალენსიასთან" დუელი ელის), "ლილს" მასპინძლობს. ლილელებმა პირველ ტურში "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ კარგად და ბოლომდე იბრძოლეს და კინაღამ ქულასაც გამორჩნენ. ასე რომ, ეს შეხვედრა, წესით, ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

პსჟ ვახსენეთ და... "გაზელეკ აიაჩო" ჭეშმარიტ ლიგა ერთს "პარკ დე პრენსზე" შეიგრძნობს, სადაც ლორან ბლანის გუნდთან მოუწევს შებმა. პარიზელების ვერმოგება აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩანს, მით უმეტეს, რომ დედაქალაქელთა ამალას, შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ახალწვეული ანხელ დი მარია შეემატონ. იბრამ პირველი ტური ტრავმის გამო გამოტოვა და სპეკულაციები მის შესაძლო წასვლაზე გრძელდება. ხოლო დი მარიას გარკვეული დრო სჭირდება ადაპტაციისთვის და ამბობენ - არგენტინელს მიკროტრავმაც აწუხებსო. თუმცა ანხელს, ამის მიუხედავად, მაინც ელიან.

"ბორდომ" და "სენტ ეტიენმა" მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხი იწვნიეს. განსაკუთრებით სენსაციური ჟირონდელთა საშინაო წაგება იყო. ამიტომაც ახლა ქულები ორივეს ძალიან სჭირდება.

თუ რა ატმოსფერო დახვდება "ჟოფრუა გიშარზე" ვილი სანიოლს, ეს მან ჩვენზე კარგად იცის. მისი და "მწვანეების" მესაჭის, კრისტოფ გალტიეს ტაქტიკური ჭიდილიც დიდ ინტერესს იწვევს.

სტუმრად "ბორდოს" დამარცხებით ფრთაშეხმული "რეიმსი" "მარსელს" დაუხვდება, რომელსაც მარსელო ბილესა გაექცა. არგენტინელი "კაენთან" მარცხის მერე გადადგა, რისი მიზეზიც მარტო ეს წაგება არ ყოფილა - მან გუნდის უფროსობასთან საერთო ენა ვერაფრით გამონახა და სატრანსფერო პოლიტიკა ვერ შეათანხმა.

"ველოდრომის" ბინადრებს, დროებით, კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, 49 წლის ფრანკ პასი თავკაცობს. იგი 2012 წლის მერე სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად მუშაობდა.

"ლიონი" ბრეტანს სტუმრობს და "გენგამთან" შეეცდება 3 ქულის მოპოვებას. უბერ ფურნიეს გუნდმა სეზონი მძიმედ დაიწყო, სუპერთასი უშანსოდ წააგო და შინ "ლორიანს" ვერ აჯობა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ლიონელთა ერთ-ერთი მთავარი შენაძენია კლაუდიო ბოვიუ, რომელიც კლუბმა სწორედ "გენგამიდან" დაიმატა და ეს ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.

ლიგა 1. II ტური

14 აგვისტო

მონაკო-ლილი 22:30

15 აგვისტო

სტ. ეტიენი-ბორდო 19:00

ანჟერი-ნანტი 22:00

გენგამი-ლიონი 22:00

ტრუა-ნიცა 22:00

კაენი-ტულუზა 22:00

რენი-მონპელიე 22:00

16 აგვისტო

რეიმსი-მარსელი 16:00

ლორიანი-ბასტია 19:00

პსჟ-გაზ. აიაჩო 23:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს