ხვალ, 22 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-19 ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ხვალ, 22 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის მე-19 ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი მხოლოდ ერთია - მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა. ფედერაციაში დღეს გამართული აღმასკომის სხდომა სწორედ ყრილობისა და არჩევნების, ასევე სხვა საკითხებს მოიცავდა.

არჩევნებზე ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ზვიად სიჭინავა დაამტკიცა. აღმასკომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ ხმის მიცემა ფარული იქნება და ფარული კენჭისყრის ბიულეტენიც დამტკიცდა.

აღმასკომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი და პირველი ლიგების, დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის დებულებები და მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის კალენდარი.

საფეხბურთო კლუბ გორის "გორს", რომელიც პირველ ლიგაში ასპარეზობს, კლუბის მესვეურთა თხოვნით ძველი სახელი, "დილა" დაუბრუნდა და ეს გუნდი სეზონს სწორედ ამ სახელით გააგრძელებს.

ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებები შევიდა და აღმასკომმა ესეც დაამტკიცა. რაც შეეხება ცვლილებებს, ორი მუხლი გაუქმდა:

პირველი, უმაღლეს და პირველი ლიგებში შიდა ტრანსფერისას კლუბი 100 ლარს იხდიდა და ამიერიდან შიდა ტრანსფერზე გადასახადი აღარ იქნება. მეორე, ჭაბუკთა ლიგის რეგლამენტში გუნდს განაცხადში 30 ფეხბურთელზე მეტის შეყვანის უფლება არ ჰქონდა. ეს ლიმიტი უკვე გაუქმებულია.

გაუქმების გარდა, ჩემპიონატის რეგლამენტში ერთი მუხლი შეიცვალა. კერძოდ, გუნდის განაცხადში 30-ს ზემოთ თითო ფეხბურთელის შეყვანაზე კლუბს 100 ლარის გადახდა უწევდა. ამიერიდან სხვა ტარიფები იმოქმედებს. უმაღლეს ლიგაში განაცხადში 30-ს ზემოთ შეყვანილ თითო მოთამაშეზე უმაღლესი ლიგის კლუბი 500 ლარს გადაიხდის, პირველი ლიგისა 300-ს, ხოლო დუბლების

ჩემპიონატში 100 ლარი იქნება გადასახდელი.

"აღმასკომის მორიგი სამუშაო სხდომა იყო. გავითვალისწინეთ უმაღლესი და ქვედა ლიგების კლუბების პოზიცია და ჭაბუკთა ლიგის გუნდებს განაცხადში ფეხბურთელების შეყვანის ლიმიტი მოვუხსენით. თუმცა უმაღლესი და პირველი ლიგების, ასევე დუბლების ჩემპიონატში კლუბებს 30 ლიმიტირებულ ფეხბურთელს ზემოთ სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდა დასჭირდებათ. სანაცვლოდ, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს შიდა ტრანსფერებზე გადასახადი აღარ ექნებათ.

გარდა ამისა, აღმასკომმა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ზვიად სიჭინავა დაამტკიცა. ხვალ არჩევნებია და ყველა დელეგატს დაურიგდება ის გეგმა, რომლის განხორციელებაზე მუშაობასაც ზვიად სიჭინავა მომდევნო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გეგმავს", - გვითხრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებმა უკვე წარადგინეს ხმის უფლემის მქონე 33 დელეგატის კანდიდატურა, რომელიც აღმასკომმა დაამტკიცა.

რაც შეეხება არჩევნების პროცედურას - 33 დელეგატი ფარული წილისყრით გააკეთებს არჩევანს. არევნებში პირველივე ტურში გამარჯვებისთვის 50% პლუს 1 ხმა, ანუ ჯამში, 17 ხმაა საჭირო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზვიად სიჭინავას კანდიდატრა ერთბაშად 20-მა სუბიექტმა წარადგინა, უკვე შეგვიძლია ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს ახალი 4-წლიანი ვადით არჩევა

მივულოცოთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-19 ყრილობა და არჩევნები სასტუმრო holliday inn-ში (ყოფილი "აჭარა) 11 საათზე დაიწყება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...