ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ჯაბა კანკავას საფრანგეთში გადასვლის თაობაზე წერტილი დაესვა
ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ჯაბა კანკავას საფრანგეთში გადასვლის თაობაზე წერტილი დაესვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამ ქვეყნის ელიტარულ დივიზიონ ლიგა 1-ში ითამაშებს...

საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი საფრანგეთში 13 აგვისტოს ჩაფრინდა და ერთდღიანი მოლაპარაკების შემდეგ "სტად რეიმსთან" კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა. მერე სამედიცინო შემოწმება გაიარა, კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და 4-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

ჯაბა კანკავამ ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, მისი დებიუტი კი, სავარაუდოდ, მომდევნო ტურში შედგება, როცა 22 აგვისტოს "რეიმსი" "ნანტს" ესტუმრება. საგულისხმოა, რომ პირველ ტურში კანკავას ახალმა გუნდმა (რომელმაც წინა სეზონში მე-15 ადგილი დაიკავა) გასვლაზე თვით "ბორდოს" მოუგო - 2:1. გუშინ კი შინ კიდევ ერთი გრანდი - "მარსელი" მიიღო და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში - 1:0.

კანკავა მატჩს საპატიო სტუმართა ლოჟიდან, "რეიმსის" პრეზიდენტ ჟან-პიერ კეოსთან ერთად ადევნებდა თვალს. სხვათა შორის, კეოს ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ კანკავაში ფრანგებმა "დნიპროს" 1,1 მილიონი ევრო გადაუხადეს. "ტრანსფერმარკტი" ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - ეს ინტერნეტგამოცემა 1,5 მილიონ ევროს ასახელებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.

ისიც დაგაინტერესებთ, რომ მთლიანობაში "ტრანსფერმარკტი" კანკავას 4 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქართველი ფეხბურთელია ყაზანის "რუბინის" მცველ საბა კვირკველიასა და არნემის "ვიტესის" შემტევ ნახევარმცველ ვალერი ყაზაიშვილთან ერთად.

სხვათა შორის, ამ მონაცემით კანკავა ახალ კლუბშიც ერთ-ერთი ლიდერია. მასზე ძვირად ღირებული მოთამაშე "რეიმსს" არ ჰყავს, 4 მილიონად კი მხოლოდ ალჟირის ნაკრების მცველის, აისა მანდის ტრანსფერს აფასებენ.

კანკავა ფრანგულ კლუბში უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა. მანამდე კი თამაშობდა თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", კიევის "არსენალში", კრივოი როგის "კრივბასში" (იჯარით)... 2012 წელს ის "დნიპროს" დაუბრუნდა და მისი ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ბოლო საფეხბურთო სეზონში, ჯაბამ ამ გუნდთან ერთად ევროპალიგის ფინალში ითამაშა, სადაც "სევილიის" წინააღმდეგობა ვეღარ დაძლია - 2:3.

კანკავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული. მის აქტივში 4 გოლია.

"ევროპაში თამაში სულ მსურდა. ახლა ამის შანსი მომეცა და გამოვიყენე. რეიმსში პარასკევს ჩამოვედი. მწვრთნელი, ოლივიე გეგანი შემხვდა და კონტრაქტი გავაფორმეთ. ორშაბათს უკრაინაში დავბრუნდები, მერე ისევ "რეიმსს" შევუერთდები და ჩვეულებრივად ვივარჯიშებ", - ასეთი იყო კანკავას კომენტარი.

სხვათა შორის, "რეიმსი" ახლა ვეღარაა გრანდი, თორემ ომის შემდგომ პერიოდში ფრანგული ფეხბურთის ლიდერი იყო: 6-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ - ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ საფრანგეთის თასს დაეუფლა, 4-ჯერ კი - ქვეყნის სუპერთასს.

1956 და 1959 წლებში "რეიმსმა" თვით ჩემპიონთა თასის ფინალამდეც გააღწია, სადაც ორჯერვე მადრიდის "რეალთან" (რომელიც იმ წლებში 5-ჯერ დაეუფლა ძველი კონტინენტის უპირველეს საკლუბო ჯილდოს) დამარცხდა - 3:4, 0:2.

საინტერესოა, რომ ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი რობერ ჟონკე, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჟუსტ ფონტენი (1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდია) და მისტერ "მილიმეტრა" რაიმონ კოპა (კოპაჩევსკი), რომელიც 1958 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

ამ გუნდის ფორმით თამაშობდა შემდგომში ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი კარლოს ბიანკი... მაგრამ ეს ყველაფერი იყო გასულ საუკუნეში. ბოლოს მეტ-ნაკლებ წარმატებას კლუბმა 1977 წელს მიაღწია, როცა ქვეყნის თასის ფინალში გავიდა.

კანკავას ამბავი მხოლოდ იმიტომ არ გვახარებს, რომ ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოხვდა. ის იშვიათი ქართველია, უკრაინაში თამაში ტრამპლინად რომ მოიხდინა და უკეთეს ლიგაში წასვლა შეძლო.

არადა, რამდენი მაგალითი გვახსენდება, როცა ჩვენი მოთამაშეები რუსეთ-უკრაინიდან უკეთეს კლუბს კი არა, დაბალი ლიგების კლუბებს ეძებდნენ. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული პიროვნება და ნამდვილი პროფესიონალია.

hjuhju
წარმატებები და საქართველოში ჩაგეტანოს ის გამარჟვებები, სულ მალე საქართველოს ნაკრებშიც მომელოცს გამარჟვებები
დავით
ეგრე რა, ვერ ხედავთ რომ არაფერი გამოდის ამ უკრაინასა და რუსეთში? წადით ევროპაში მანდ მხოლოდ დაიღუპებით, ანანიძე რომ წასულიყო აქამდე ეხლა მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა უკვე, ეხლა კი დარჩება სოფლის გუნდის ფეხბურთელად
Bacho
რამდენი მაგალითი გვახსენდება, როცა ჩვენი მოთამაშეები რუსეთ-უკრაინიდან უკეთეს კლუბს კი არა, დაბალი ლიგების კლუბებს ეძებდნენ. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული პიროვნება და ნამდვილი პროფესიონალია.ბრავო ჯაბა.წარმატებები ძმაო.მიხარია შენი წარმატება ...
წარმატებები!
ამ კაცზე ალალია! ჯაბაც და რეიმსიც აუცილებლად იტყვიან წელს თავის სიტყვას!
Guro
Me reimsis clubchi vmuchaob da chemi tvalit vnaxe rogor daxvden jabas da rogor eimedebat misi mas 4 nomriani maisuri gadastes da 22 atasi gulchematkivris win kartulad miesalmes.jaba dzaan magari bichia da uechveli gaamartlebs did molodins
llsls
54 თამაში 6 გოლი , ეს მაინც დაწერეთ სწირად
ilia
ჯაბა არის ნამდვილი კაცი და ნამდვილი პროფესიოანალი, წარრმატებები!, დარწმუნებული ვარ ეს მისი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა