ბრაზილიურ სალვადორში წუხელ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა
ბრაზილიურ სალვადორში წუხელ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც ბოლო დღეებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოდიოდნენ.

ჩვენმა ნაკრებმა არცთუ წარმატებით იჭიდავა: შაბათს მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვა, წუხელ კი იმავე სინჯის მედლისთვის კიდევ ერთი იჭიდავებდა. მსოფლიოს პრიზიორი ტარზან მაისურაძე (74) გახდა, შანსს კი ავთანდილ კენჭაძე (66) ინარჩუნებდა.

მაისურაძე ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, წლეულს კი ბრინჯაო მოიპოვა. ბრაზილიაში მან პირველ შეხვედრაში ყაზახი იერკებულან ტილეუ 8:4 დაამარცხა, ბელორუს აბდულა ომაროვს კი 5:0 "აკმარა". ნახევარფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ ჰაჯი ნაბიევთან 1:3 წააგო, თუმცა ეს ფრიად საკამათო შეხვედრა იყო. დასრულებამდე 4 წამით ადრე ანგრიში 1:1 იყო, თუმცა ეს ხელს ჩვენებურს აძლევდა, მაგრამ ბოლო გდება რუსს ჩაუთვალეს. სანუგეშოში მაისურაძემ ლატვიელი ალბერტ იურჩენკო 5:2 დაჯაბნა.

ევროპის წლევანდელ პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა კენჭაძემაც, რომელმაც ახლაც მშვენიერი სტარტი აიღო - ირანელი ჯამალ ებადი მძიმე ბრძოლაში 7:6 დაამარცხა, ჰონდურასელ ლუის ბარიოსს კი ბევრად იოლად გაუსწორდა: ორჯერ ფეხში შესვლით ჩოქბჯენში გადაიყვანა, 4:0-ზე კი ბეჭებზეც დააწვინა. სამწუხაროდ, იაპონელთა მომავალ ფინალისტ იუჰი ფუჯიჰამისთან თვითონ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში, თუმცა აზიელი მანამდეც ჯობდა. იაპონელი ბევრად უფრო მობილიზებული გავიდა ლეიბზე და კენჭაძეს შეტევის განხორციელების საშუალება არ მისცა. პირველი ორი ქულა მან ჩვენებურის წრიდან გაყვანისთვის მიიღო, მერე კი ასევე ორჯერ კარგად შევიდა ფეხში და ანგარიში 0:6 გახადა. ბოლო გდებას მოჰყვა ბეჭებზე დაწვენაც.

სანუგეშოში კენჭაძემ დიდი ანგარიშით - 11:1 დაჯაბნა კანადელი ომარ აჰმედი, ბრინჯაოსთვის შეხვედრას კი რუს ზაურბეკ სიდაკოვთან გამართავდა.

გუშინ ტურნირში ედემ ბოლქვაძეც (55) კარგად ჩაერთო და ალჟირელ აბდელაკ კერბხეს 10:2 სძლია, თუმცა მონღოლ ზანდანბუგ ზანაბაზართან 1:12 წააგო. ანგარიში ჩვენებურმა გახსნა, როცა მისი შეტევისას მეტოქე გარეთ გავიდა. ბოლქვაძე თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა ამ ანგარიშს, თუმცა პერიოდის დასრულებამდე 30 წამით ადრე მონღოლმა ფეხში შესვლით გადაიყვანა და შესვენებაზეც დაწინაურებული გავიდა: 2:1. ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად მან გადაიბარა - ხან ფეხიდან აიყვანა, ხან წელში შევიდა წარმატებით და ბოლოს ჩოქბჯენში დატრიალებებით ანგარიში ჩვენთვის კატასტროფული გახადა.

უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის ასევე წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი ჩხარტიშვილი (96). თუმცა მან ის მედალი 84 კილოგრამში მოიპოვა, ახლა კი 96-ში გამოვიდა. სამწუხაროდ, ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ის პირველივე წრეში წმინდად დამარცხდა ბრაზილიელ ჟონას სილვასთან.

ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი რობერტ დინგაშვილი (50) მეორე წრეში წმინდად დამარცხდა ამერიკელთა მომავალ ჩემპიონ ლეე სპენგერთან, მანამდე კი 9:3 მოუგო თურქ ბეკირ შაჰინთან. დამამშვიდებელში ის უკრაინელ რომან გუცულიაკთან 2:5 დამარცხდა.

ჩვენი სხვა მოჭიდავეებიდან სანუგეშო წრეში მხოლოდ ირაკლი მწითური (84) გადავიდა, რაც ირანელ მოჯტაბა გოლეისთან წმინდად დამარცხდა პირველივე წრეში. იქაც პირველივე პაექრობა დათმო აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან - 1:13.

ბრაზილიაში გიორგი სულავა (60) და ბექა კანდელაკიც (120) გამოდიოდნენ, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
საქართველოს ახალგაზრდა "თავისუფლების" პირველობა: ამჯერად ყველა უძლიერესი
ქართველმა მოჭიდავეებმა სოფიაში მიმდინარე ტურნირზე ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს
ქართველმა "თავისუფლებმა" სოფიაში 23-წლამდელთა ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს
რობერტ დინგაშვილმა და ტარზან მაისურაძემ სოფიაში 2 ოქროს მედალი მოიპოვეს
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ "ᓗᓐᓕᓘᓡᓣᓤᓚᓔᓑᓛᓐ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓯᓐᓛᓨᓘ 5 ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]