"შტუტგარტის" აწ უკვე ექსმცველმა ანტონიო რიუდგერმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება "რომაში".

13:04 დავიწყოთ ყველაზე მთავარი ამბით - სერხიო რამოსმა ოფიციალურად გააგრძელა კონტრაქტი "რეალთან". კლუბის ვებგვერდი იტყობინება 2020 წლამდე ხელშეკრულების შესახებ, მაგრამ დეტალებზე არ წერს.

13:17 რამოსის შემდეგ გადავდივართ დე ხეაზე, რომელსაც კვლავაც სურს "რეალში" გადასვლა. El confidencial-ის ინფორმაციით, თუ ტრანსფერი ჩაიშლება, მეკარე შეწყვეტს თანამშრომლობას თავის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან. ესპანელ მეკარეს ამ პიროვნებასთან სამი წლის წინათ გაუფორმებია კონტრაქტი და პირობაც წამოუყენებია - აუცილებელი ტრანსფერი "რეალში". თუ გადასვლა არ შედგება, დე ხეა 5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.

13:20 Mirror-ი კი წერს, რომ "რეალს" არ სურს დე ხეაში 40 მილიონის გადახდა. მადრიდელები მომავალ წლამდე მოიცდიან, როცა ესპანელს უფასოდ მიიღებენ.

14:08 Cadena Cope-ის ინფორმაციით, ნიკოლას ოტამენდის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას წინ არაფერი უდგას.

14:12 "იუვენტუსი" აგრძელებს ისკოს ტრანსფერზე მუშაობას. La Gazzetta dello sport-ი წერს, რომ ტურინელები გარიგებაში ალვარო მორატას ჩართავენ ან ისკოს იჯარას ეცდებიან.

14:16 სოფიან ფეგული პარასკევს თურქეთში ჩავა "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

14:20 როგორც ჩანს, კოვაჩიჩის ტრანსფერი "რეალში" რეალურად შედგება. "გავყიდით კოვაჩიჩს ფინანსური ფეარ პლეის გამო. ამავე მიზეზით გავუშვით შაჩირი. სამწუხაროა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის", - განაცხადა "ინტერის" დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ.

14:24 სხვათა შორის, მატეო კოვაჩიჩის ყიდვა გაზრდის ისკოს "იუვენტუსში" გადასვლის ალბათობას. თუმცა ხორვატი ჯერ არ არის ოფიციალურად "რეალის" ფეხბურთელი.

14:28 Niuewsblad-ი წერს, რომ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტის" ვეღარსად გაექცევა. თუმცა ინგლისურ კლუბს მოუწევს "ვოლფსბურგისთვის" 70 მილიონი ევროს გადახდა. ბელგიელი კი "სიტიში" კვირაში 320 ათას ევროს მიიღებს.

14:32 იგივე წყარო ამტკიცებს, რომ მბარკ ბუსუფა "ანდერლეხტში" დაბრუნდება. მაროკოელმა უკვე მოილაპარაკა ხელფასზე. ამ კვირას გაიმართება მოლაპარაკებები კლუბებს შორის - "ანდერლეხტი" 1.5 მილიონს იხდის, "ლოკომოტივს" 2 მილიონი უნდა.

14:36 "მარსელის" გარემარბი ფლორიან ტოვენი "ნიუკასლს" აინტერესებს. "კაჭკაჭები" მორიგი ფრანგისთვის 17 მილიონ ევროს გადაიხდიან და "მარსელს" იჯარით რამი კაბელას მისცემენ.

14:40 "ნაპოლის" აღარ უნდა კალიდუ კულიბალი, - იტყობინება Football Italia. მცველი, დიდი ალბათობით, "საუთჰემპტონში" გადავა, რომელმაც უკვე შესთავაზა იტალიელებს 12 მილიონი ევრო.

14:50 ასევე "ნაპოლი" უნდა დატოვოს ჯონათან დე გუზმანმა. ჰოლანდიელის აგენტმა განაცხადა, რომ მის შეგირდზე იმედებს აღარ ამყარებენ. დე გუზმანს "მარსელში" ელიან, რომელიც 4 მილიონს გამოდის.

14:55 "სამპდორიის" ახალწვეული ანტონიო კასანო თავის გუნდში ეძახის მარიო ბალოტელის. ფეხბურთელებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაცვალეს.

15:00 თუმცა ბალოტელის ტრანსფერსა და ხელფასზე "სამპდორიას" ფული არ ეყოფა. არის მხოლოდ იჯარის ვარიანტი.

15:12 "იუვენტუსი" აგრძელებს "შალკესთან" ვაჭრობას დრაქსლერის თაობაზე. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, რომ ტურინელებმა ნახევარმცველისთვის 18 მილიონი შესთავაზეს.

15:18 სხვათა შორის, "იუვენტუსი" ადრე უკვე მოელაპარაკა თავად დრაქსლერს. გერმანელი იტალიაში 2.7 მილიონს მიიღებს წელიწადში. კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება.

15:32 გიოქჰან ინლერი სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას "ლესტერში", - წერს ESPN.

16:01 "ჩელსის" ახალწვეული რაჰმან ბაბა ახალ კლუბში მე-17 ნომრით ითამაშებს, რომელიც ადრე ეკუთვნოდათ აზარს, სალაჰს, ბოსინგვასა და ფერერს.

16:07 ლიუკ დინი, ჯერჯერობით, ვერ მიდის "პარი სენ-ჟერმენიდან". "ის წავა მაშინ, როცა მის შემცვლელს ვიპოვით. ის ვერ მოხვდა "აიაჩოსთან" განაცხადში იმის გამო, რომ იტალიაში იმყოფებოდა", - განაცხადა ბლანმა, რომელსაც მხედველობაში აქვს "რომა". იტალიური კლუბი იჯარით აიყვანს ფრანგს და ერთი წლის შემდეგ 17 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

16:17 გაბრიელ პალეტა, შესაძლოა, "მილანიდან" "რომაში" გადავიდეს, - წერს Calciomercato. იანგა-მბივასა და ალესიო რომანიოლის გაყიდვის შემდეგ რომაელებმა ცენტრალური მცველის შეძენის აუცილებლობა იგრძნეს.

16:35 "კრისტალ პალასს" აინტერესებს პსვ-ს მეკარე იერუნ ცოეტი. De Telegraaf-ის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა, ამას წინათ, ჰოლანდიელებმა მეკარეს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს.

16:58 "პლზენმა" მთავარი მწვრთნელი შეცვალა. მიროსლავ კუბეკმა ჩააგდო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ამოცანა და მის ადგილს კარელ კრეიჩი დაიკავებს.

17:04 კრისტიან ერიქსენის აგენტმა კომენტარი გაუკეთა ჭორებს, რომლითაც დანიელი "იუვენტუსში" გადადის. "ჭორებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ისედაც ვიცი, რომ ტოპ-კლუბები თვალს ადევნებენ კრისტიანს 14 წლის ასაკიდან. მას ყველაფერი აწყობს "ტოტენჰემში", მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში", - განაცხადა აგენტმა Ekstra Bladet-ში.

17:08 ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემმა" უარი თქვა 21 მილიონ ევროდ ერიქსენის "იუვენტუსში" გაყიდვაზე.

17:13 ლორიკ კანა, შესაძლოა, "სანდერლენდში" დაბრუნდეს. ალბანელის კონტრაქტი "ლაციოსთან" ამოიწურა. ამიტომაც ინგლისელებს 32 წლის მცველი უფასოდ შეხვდებათ, - წერს Daily Mail-ი.

17:19 "ინტერს" ჯერ ისევ უნდა ფაბიო კოენტრაუ. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, "ნერაძური" "რეალს" 7 მილიონ ევროს შესთავაზებს, თუმცა მადრიდელებს 15 მილიონი უნდათ.

17:34 "სუონსიმ" გამოაცხადა "ფალკირკიდან" 19 წლის ბოტი ბიაბის ტრანსფერის შესახებ.

17:53 Telegraph-ის ცნობით, "ვესტ ბრომვიჩში", შესაძლოა, წმენდა დაიწყოს. გუნდი შეიძლება დატოვონ ბერაჰინომ, სესენიონმა, ლესკოტმა, იდეიემ და ანიჩებემ.

18:20 ბალაჟ ჯუჯაკი ოფიციალურად გახდა "ბურსას" ფეხბურთელი. უნგრელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

18:40 The Sun-ი ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ სიტი" დათანხმდა დე ბრუინთან დაკავშირებით "ვოლფსბურგის" პირობებს. "ქალაქელები" მზად არიან, 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.

19:07 ადნან იანუზაის აღარ უნდა იჯარით წასვლა. Sky Sports-ის ინფორმაციით, ბელგიელს იმპულსი შემატა "ასტონ ვილას" კარში გატანილმა გოლმა და ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა სურს.

19:13 ისკოს აგენტმა უარყო ფეხბურთელის "იუვენტუსში" გადასვლის ჭორები. "ამ ხმებს საფუძველი არ გააჩნია. ეს იმისთვისაა, რომ გაზეთებში რაიმე საკითხავი იყოს", - განაცხადა რაფაელ კომინომ.

19:19 "ბარსელონას" ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი უახლოეს პერიოდში დატოვებს კლუბს. 19 წლის ხორვატი, შესაძლოა, იჯარით ხიხონის "სპორტინგში" ან "ჰამბურგში" აღმოჩნდეს.

19:35 "რეალი" ამზადებს კოვაჩიჩის ტრანსფერს და მისთვის ადგილს ათავისუფლებს. Metro-ს ინფორმაციით, მადრიდს დატოვებს ასიერ ილიარამენდი, რომელიც "ლივერპულს" აინტერესებს. გარიგების თანხამ, შესაძლოა, 20 მილიონი ევრო შეადგინოს.

20:01 "შტუტგარტის" აწ უკვე ექსმცველმა ანტონიო რიუდგერმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება "რომაში".

20:12 როგორც ჩანს, "ნაპოლის" შემადგენლობას სერიოზული წმენდა ელოდება. კულიბალისა და დე გუზმანის გარდა, გუნდი შეიძლება დატოვონ - ენრიკემ, ელ კადურიმ, ანდუხარმა, რაფაელმა, დუმიტრუმ და სუნიგამ.

20:18 "გუანგჯოუ ევერგრანდმა" დაადასტურა დიამანტის ერთწლიანი იჯარა "უოტფორდში".

20:35 პსჟ-მ გაუზარდა ხელფასი მარკო ვერატის, რომელსაც აქტიურად ეპატიჟებიან "რეალი" და "ბარსელონა". იტალიელის მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

21:00 "ნიუკასლსა" და "ევერტონს" აინტერესებთ "ვერდერის" მცველი იანიკ ვესტერგაარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
James ᓑᓝᓜᓓᓘ ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓘᓓᓐᓜ - ᓧᓕეᓚᓐ სᓐᓘᓜᓢᓔᓠეᓡᓝ ᓤᓐᓥტᓘ ᓛᓣᓜᓓᓘაᓚᓘᓡ ᓑᓝᓛᓑᓐᓠᓓᓘᓠᓖᓔ
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ანტონიო რიუდიგერი: მბაპეს გავანადგურებ
"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა
"მთავარია, რუსეთი დავამარცხოთ" - ტრუბინი "რეალთან" მიღებული ტრავმის შემდეგ
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რიუდიგერმა "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
სერხიო რამოსი იამალის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას მოითხოვს
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია