ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პელეგრინის ტრიუმფი და მოურინიოს ვნებანი - "სიტი"-"ჩელსის" გამოხმაურება

პელეგრინის ტრიუმფი და მოურინიოს ვნებანი - "სიტი"-"ჩელსის" გამოხმაურება

პრემიერლიგის მეორე ტურში სეზონის პირველი სუპერმატჩი შედგა - ვიცე-ჩემპიონმა მოქმედი ჩემპიონი ჩაყლაპა
პრემიერლიგის მეორე ტურში სეზონის პირველი სუპერმატჩი შედგა - ვიცე-ჩემპიონმა "სიტიმ" მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" ჩაყლაპა.

პრემიერლიგა. II ტური: ქალაქელებმა დედაქალაქელები დაჩაგრეს [VIDEO]

"ქალაქელებმა" მეტოქეს ძალიან აჯობეს და უკვე 5-ქულიანი უპირატესობა აქვთ მასთან. "ჩელსი" კი ძალიან მძიმედ გამოიყურება. "ლურჯებმა" მეტოქეს პირველად ზუსტად 70-ე წუთზე დაურტყეს და 1998-99 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა, რომ დედაქალაქელები საწყისი ორი ტურის შემდეგ მოუგებლები არიან.

მწვრთნელები

ჟოზე მოურინიო გრანდებთან და უშუალო კონკურენტებთან იშვიათად აგებს და ეს 0:3 ძალიან მწარე მარცხია. მიუხედავად ამისა, მან მატჩის შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოართვა ხელი მანუელ პელეგრინის, წარსულში გაცვლილი რამდენიმე მწარე კომენტარისა და "სიტყვების ომის" მიუხედავად, რომელშიც ჩილელი პორტუგალიელს ბოლომდე არ აჰყვა, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც შეეპასუხა.

პელეგრინი აბსოლუტურად საფუძვლიანად იყო აღფრთოვანებული თავისი ბიჭების თამაშით და ხოტბას ასხამდა მათ. ხოლო მოურინიო შეშფოთებულ-დაბნეული გახლდათ და ცოტათი არაადეკვატურ-სუბიექტური კომენტარებიც გააკეთა.

მისი გუნდი არა მხოლოდ იშვიათად აგებს, არამედ უშუალოდ მანჩესტერული გუნდებისგან არ უშვებს ბევრ გოლს. მაგალითად, სამი ბურთი პირველად მიიღო. სტუმრად მანჩესტერულ კლუბებთან მოურინიოს "ჩელსის" ერთზე მეტიც კი არ გაეშვა.

მანუელ პელეგრინი: "ჩელსის" მსგავსი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან ძნელია. ლონდონელები ბევრი ფეხბურთელით იცავენ თავს და კონტრიერიშებისას უაღრესად სახიფათონი არიან. მათ კონტრშეტევის ორგანიზება ძალიან სწრაფად შეუძლიათ. თუმცა ჩვენ, ფაქტობრივად, სრულყოფილად ვითამაშეთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამი გოლი გავიტანეთ. გაიხსენეთ პირველი ტაიმი, როდესაც კიდევ ერთი ამდენის გატანა შეგვეძლო. მხოლოდ ასმირ ბეგოვიჩის შესანიშნავი თამაშია იმის მიზეზი, რომ მეტი ვერ გავიტანეთ.

ფაქტობრივად, შეუძლებელია დომინირებდე "ჩელსის" წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მეტოქეს მხოლოდ ერთი საგოლე შანსი მივეცით. ვთამაშობდით იმ სტილში, რომელიც მიყვარს და მომწონს. ყოველთვის მინდა, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ".

ჟოზე მოურინიო: "მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. იმას ვაკეთებდით, რასაც მეტოქე პირველში - ვდომინირებდით. როდესაც "სიტიმ" იგრძნო, რომ პრობლემები ექმნებოდა, უმალვე აგუერო და სტერლინგი შეცვალა, რათა მდგომარეობა გაეკონტროლებინა. ამ დროს მეტოქემ სტანდარტულიდან გატანა მოახერხა და ამან ბევრი რამ შეცვალა. მეორე ნახევარში "სიტი" მხოლოდ გრძელი გადაცემებით თამაშობდა, პრობლემა არ გვექმნებოდა, მაგრამ მანჩესტერელთა მეკარე კარგად თამაშობდა და გატანა ვერ შევძელით".

ცალკე საუბრის თემაა ის სიმშვიდე და დამაჯერებლობა, რომლითაც "სიტი" პირველ ორ ტურში გამოირჩა. აქამდეც გვითქვამს - მანჩესტერელები თითქოს გაბრაზდნენ წინა სეზონის წარუმატებლობაზე, გაიაზრეს საკუთარი პოტენციალი და ძალიან შემართულები არიან. ჩილელმა სპეციალისტმაც სწორედ ამაზე ისაუბრა და თავისი სიტყვებით ჩვენი ვარაუდი გაამართლა.

"ის, რაც წინა სეზონში მოხდა, კარგი გაკვეთილი იყო და ფეხბურთელები უფრო მშივრები და გაბრაზებულები არიან. ახლა მათ ყველა შეხვედრის მოგება უნდათ", - განაცხადა პელეგრინიმ.

ტერის შეცვლა

"სიტისა" და "ჩელსის" მატჩი გამორჩეული იმითაც გახლდათ, რომ ჟოზე მოურინიომ ჯონ ტერი შეცვალა, რაც აქამდე არასოდეს გაეკეთებინა. მის ხელში ლონდონელთა კაპიტანს 176 მატჩი შეუცვლელად ჰქონდა ჩატარებული.

მანჩესტერელებთან მატჩის შესვენებაზე კი ტერის მოქმედებით უკმაყოფილო პორტუგალიელმა იგი კურტ ზუმათი ჩაანაცვლა. ზოგადად კი, ჯონი 2013 წლის მაისის მერე არ შეეცვალათ. ზედმეტმა კითხვებმა ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ მოუ გააღიზიანა.

"იმ მომენტში ჩემთვის ნათელი იყო, რომ ზუმას უნდა ეთამაშა. უსვამდით თუ არა იმავე კითხვებს რაფა ბენიტესს, ანდრე ვილაშ-ბოაშს, რობერტო დი მატეოს? მწვრთნელებს, რომლებიც მას არ ათამაშებდნენ ხოლმე? მე ამ საკითხზე არ უნდა მელაპარაკებოდეთ, რადგან სწორედ მე ვათამაშებ ჯონს ყველა შეხვედრაში, მე გავხადე ჯონი კაპიტანი და სხვა მწვრთნელებთან გადატანილი რთული პერიოდების შემდეგ მე დავეხმარე მდგომარეობიდან გამოსვლაში.

ჩემი კაპიტანი შევცვალე, მაგრამ ის სათადარიგოთა სკამზეც კაპიტნად დარჩა, სამკლავური უბრალო ფორმალობაა.

რა რეაქცია ჰქონდა მას? გასახდელში სიხარულისგან არ ცეკვავდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნორმალურად მიიღო", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

მოურინიოს ახალი ფეხბურთელები სჭირდება

პრინციპული მატჩის ასეთი ანგარიშით წაგება გვერდზე გადავდოთ. უფრო შემაშფოთებელი ლონდონელთა თამაშის ხარისხია. უფანტაზიო, პრიმიტიული იერიშები და დაცვის შეცდომები. აქცენტი, პირველ რიგში, შეტევაზე გავაკეთოთ, სადაც მოურინიოს ჰყავს დიეგო კოშტა, რადამელ ფალკაო და ლოიკ რემი, მაგრამ...

ჯერ ერთი, იქამდე ბურთს მიტანა უნდა და მხოლოდ ედენ აზარის მცდელობები ყოველთვის საკმარისი არ არის; თანაც ბელგიელს ძალიან მჭიდროდ მეურვეობენ ხოლმე. ოსკარი დაშავდა და ოპტიმალურ ფორმაში ვერ ჩადგა. ვილიანიც ვერ ბრწყინავს, მონდომების მიუხედავად. ხუან კუადრადო ჯერჯერობით გუნდშია და შეცვლაზეც შემოვიდა, მაგრამ კოლუმბიელი ვერაფერს გამორჩა, ის პრემიერლიგას ვერ მოერგო, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ახლა მეორე: დიეგო კოშტა ისეთი ეფექტური ვეღარ არის, როგორიც წინა სეზონში გახლდათ და უკმაყოფილება აგრესიულობაში გადასდის. ფალკაო ჯერ ბოლომდე მზად არ გახლავთ, მაგრამ შეცვლაზე შემოსულს გატანა შეეძლო, რაც "ბოროტმა" ჯო ჰარტმა არ დაანება. რემის კი შანსი არ მისცემია.

მოურინიო კი ჯერ კიდევ წინა ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში საუბრობდა - გაძლიერება გვჭირდებაო და, ალბათ, ახლაც ასე ფიქრობს. ჩანს კიდეც, რომ ასეა. თუმცა პორტუგალიელს, ალბათ, ტრანსფერებზე ლაპარაკი და წუწუნი "აუკრძალეს", რის გამოც ის მომენტს არ უშვებს ხელიდან და კონკურენტების მიერ დახარჯულ თანხებსა და მათ გაძლიერებაზე საუბრობს, რითაც მიგვანიშნებს, რომ "ჩელსი" არ გადახალისებულა და შესაბამისად, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც.

ვინ იცის, მოურინიომ რომან აბრამოვიჩს შეაგნებინა, რომ დიდი ფულის დახარჯვა ამ სატრანსფერო ფანჯრის დროსაც არის საჭირო და აუცილებელი, რადგან ბოლო დროს ისევ დაიწყო საუბრები "ჩელსის" ინტერესზე ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ. ყურადღების ცენტრში ანტუან გრიზმანია, რომლის "ატლეტიკოდან" წამოყვანასაც "ლურჯები" ადრეც ცდილობდნენ.

გარდა ამისა, დაცვაში "ჩელსის" მთავარი სამიზნე ჯონ სტოუნსი რომ არის, ალბათ, ესეც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ახალგაზრდა ინგლისელის თაობაზე "ევერტონთან" მოლაპარაკება წინ ვერ მიდის. ლონდონელები "გალათასარაის" უკანახაზელს, ალექს ტელესსაც უტრიალებენ და თურმე სტამბოლელებს 5 მილიონი ფუნტიც შესთავაზეს, რაც "გალას" ეცოტავა.

სტერლინგი

"სიტიმ" მძლავრად, თავბრუდამხვევად, ლამაზად, ენერგიულად და შედეგიანად დაიწყო და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, რაჰიმ სტერლინგის გარეშე ხდება.

ყველაზე ძვირად ღირებულ ინგლისელ ფეხბურთელს პირველ ორ ტურში 49 მილიონი ფუნტისა კი არა, პენის ღირებული საქმე არ გაუკეთებია. მომენტებში კლასსა და პოტენციალს ავლენს ხოლმე, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტზე რა მოგახსენოთ.

სტერლინგს დრო სჭირდება, რომ ახალ გუნდსა და მის სათამაშო სტილს შეეგუოს და "ქალაქელებსაც" დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ რაჰიმი ბოლომდე შეიგუონ და მიიღონ. ექსლივერპულელმა დაინახა, რომ ვარსკვლავური იმიჯი და ფრაზები მის ტალანტზე საკმარისი არ არის.

მან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ "სიტიში" შესამჩნევი გახდეს, რადგან იქ ნიჭიერები, ვარსკვლავები და "ძვირფასები" მის გარეშეც მრავლად იყვნენ და არიან.

ფერნანდინიო და სიტის სხვა კოზირები

დავიდ სილვამ და განსაკუთრებით, იაია ტურემ, სეზონი უაღრესად შთამბეჭდავად დაიწყეს და პირველ ტურში ძალიან პროდუქტიულები იყვნენ. ცდა არც მეორეში დააკლეს, მაგრამ "ჩელსისთან" შეხვედრაში, უპირველეს ყოვლისა, მაინც ფერნანდინიო გამოირჩეოდა, რომელიც დამსახურებულად უნდა დავასახელოთ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

ბრაზილიელმა ძალიან ბევრი იმუშავა, ცენტრშიც კარგი იყო, დაცვასაც დაეხმარა, შეტევასაც, დიეგო კოშტაც გააბრაზა და ბოლოს, ლამაზი გოლითაც დააგვირგვინა ყველაფერი.

შეუძლებელია თვალი დახუჭო იმაზე, თუ რა შემართულია ვენსან კომპანი. ბელგიელ მცველს უკვე ორი გოლი აქვს და ისედაც ქებას იმსახურებს. 2013 წლის დეკემბრის მერე მას ზედიზედ ორი ბურთი არ გაეტანა.

ტრადიციულად, მეტოქის კარზე დაგეშილი და შეუჩერებელი იყო სერხიო აგუერო. ბეგოვიჩი რომ არა, კუნს, წესით, მეტიც უნდა გაეტანა. იგი ისევ 20 და მეტი გოლის განწყობაზეა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თავის შანსს ელოდება უილფრიდ ბონიც, რომელიც ამჯერად შეცვლაზე შემოვიდა. პელეგრინის მისი სახით ძალიან საიმედო, უმაღლესი კლასის ფორვარდი ჰყავს, რომელმაც, როგორც ჩანს, ადაპტაციის პერიოდი საბოლოოდ და წარმატებით გაიარა და უკვე მთელი მისი ბრწყინვალებითაა "სიტის" განკარგულებაში.

გამოვარჩიოთ ფლანგებიც. მარჯვნიდან ხესუს ნავასი იყო რეაქტიული. იგი ამ დიდი კონკურენციის ფონზე ცდილობს ძირითადში ადგილის დამკვიდრებას, ხოლო მთელ მარცხენა ფლანგს ალექსანდრ კოლაროვი აკონტროლებს შეტევაში თავისი გაუთავებელი ჩართვებით, სახიფათო სტანდარტულებითა და გამჭოლი გადაცემებით. სერბი სეზონს კარგ ფორმაში ხვდება და მწვრთნელიც ხედავს ამას - ამიტომაც აყენებს ძირითადში.

ფეხბურთელების და ექსპერტების კომენტარები

"ამ ტემპში, ასეთი შემართებითა და თავდაჯერებით თამაში ყველაფერს შესაძლებელს ხდის. ძალიან გვიხარია, რომ ფანები ასე გავაბედნიერეთ. მიდი, "სიტი"! - დაწერა სოციალურ ქსელში აგუერომ.

ვენსან კომპანი: "55 ათასი ფანი, მათი საოცარი გულშემატკივრობა და ჩვენი ბრწყინვალე თამაში. ეს კარგი დღე იყო".

"ძალიან შთამბეჭდავი თამაში "სიტისგან". გუნდი თავიდანვე დამსახურებულად ჩაუდგა ცხრილს სათავეში", - გარი ლინეკერი.

ალან შირერი: "მოქმედი ჩემპიონები აბსოლუტურად ყველა კომპონენტში აშკარად დაიჩაგრნენ. ყოჩაღ "სიტი".

"უკვე მეორე მატჩია, "ჩელსი" ძალიან მძიმედ გამოიყურება. ჟოზეს მთელი გენიის გამოყენება მოუწევს, რომ ამ სეზონში ტიტული შეინარჩუნოს", - განაცხადა რიო ფერდინანდმა.

მომავალი მატჩები

როგორც "სიტის", ასევე "ჩელსის" საგარეო თამაშები ელოდებათ და ადვილი შეხვედრა არც ერთი იქნება. "ქალაქელები" "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" ესტუმრებიან. "ლურჯებს" კი "ვესტ ბრომვიჩთან" აქვთ ვიზიტი. მათი ბოლო სტუმრობა "ალბიონთან" ძალიან ცუდად დამთავრდა - 0:3. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "ვესტ ბრომს" ჯერ არ მოუგია და ტონი პულისი გაბრაზებულია...

ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს ორი გამორჩეული ტაქტიკოსის დუელი იქნება - შარშანწინდელ სეზონში საუკეთესოდ დასახელებული პულისის და შარშანდელის საუკეთესოდ აღიარებული მოურინიოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?

[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა

"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო

"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა

აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა

"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს

კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

გვარდიოლა: ბევრი გოლი ტურნირისა და მოწინააღმდეგის პატივსაცემად გაგვაქვს

"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი

"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

კომპანი: პენალტების სერიაში დარტყმას არავის დავაძალებთ

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ

"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ

"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო

"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი

დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა

ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს

"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა

"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს

"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს

"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი

ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია

"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა

"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა

"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს

აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა

ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია

"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს

"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი