ვინ არის და როგორ მოხვდა ჰოლანდიურ გრანდში ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოში არ იცნობენ?
უცხოეთში მიმოფანტული ქართველების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობიდან გამომდინარე, ალბათ, კიდევ ბევრჯერ დავწერთ.

ამ თემას დღეს ერთ საინტერესო ფეხბურთელზე თხრობით განვაგრძობთ. როგორც შევიტყვეთ, 22 წლის ნიკა ნიკურაძე ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც სწორედ ის გახლავთ.

ვინ არის და როგორ მოხვდა ჰოლანდიურ გრანდში ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოში არ იცნობენ? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მკითხველს ჯერ თქვენი თავი გავაცნოთ...

- 22 წლის ვარ, დაცვის ორივე ფლანგზე ვთამაშობ. სიმაღლით 187 სანტიმეტრი გახლავართ. წლინახევრის ვიყავი, ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში რომ დასახლდა და იქ ვიზრდებოდი. 6 წლისა "ზეებურგიას" საფეხბურთო სკოლაში შემიყვანეს.

- "აიაქსის" რომელ გუნდში ხართ?

- დუბლებში, რომელიც მესამე გუნდად ითვლება და რანგით მესამე ლიგაში თამაშობს. ანუ აქ ასეთი ვითარებაა - კარგად ვინც ითამაშებს, აქვს შანსი, მეორე გუნდში დააწინაურონ ან ჰოლანდიის უკეთეს გუნდში მიიწვიონ. ეს საფეხბურთო ქვეყანაა და მონდომებული თუ ხარ, არ დაიკარგები.

- საქართველოში სად ვარჯიშობდით?

- მცირე ხნით ვიყავი ბოლნისის "სიონის" დუბლებში. პირველი შეხვედრა "ცხინვალთან" გვქონდა, რომელიც 3:1 მოვიგეთ, მე კი 2 გოლი გავიტანე. ცოტა ხანი "ცხინვალშიც" ვიყავი, მაგრამ ევროპაში მსურდა თამაში და რამდენიმე ქვეყანაში ვცადე კიდეც ბედი.

2011 წელს პორტუგალიაში, კერძოდ ფუნშალის "ნასიონალში" ვვარჯიშობდი, სადაც თავის დროზე ორი წელი კრიშტიანო რონალდო თამაშობდა... მაგრამ მენეჯერმა საქმე ვერ მოაგვარა და წამოსვლა მომიხდა.

2013 წელს საბერძნეთის მეორე ლიგის "იანიცაში" ვიყავი, ამ გუნდს დიდად არ ულხინდა და მალე დავტოვე. შემდეგი ერთი წელი ასევე საბერძნეთის, ოღონდ უკვე მესამე ლიგის "ლეფკადიაში" გავატარე. ჰოლანდიაში ამის მერე აღმოვჩნდი...

- ანუ, საქართველოში, ფაქტობრივად, არ გითამაშიათ...

- დიახ, ასეა. ისე, რომ იცოდეთ, "ზეებურგია" ამსტერდამში "აიაქსის" მერე ყველაზე ძლიერი გუნდი.

- ესე იგი, კარგ პირობებში იზრდებოდით...

- ეს მართლაც სხვა სამყაროა. ჰოლანდიელებმა ნიჭიერი ბავშვების გაზრდა იციან და შედეგებსაც ამიტომ აღწევენ. რომ გადახედოთ, რამდენი ვარსკვლავი ჰყავთ, თანაც ყველა ტოპლიგაში... ბუნებრივია, აქ ყოფნა მეც წამადგა.

- "აიაქსში" როგორღა მოხვდით?

- წლეულს, გაზაფხულზე, შერჩევები იყო და ჩემი მონაცემები გავგზავნე. მოულოდნელად, დადებითი პასუხი მოვიდა. არ ვტრაბახობ - პირველივე ვარჯიშზე თავი გამოვიჩინე და ამიყვანეს.

- რა ხნით გაგიფორმეს კონტრაქტი?

- პროფესიული კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია.

- აბა, გუნდში როგორ თამაშობთ?

- ჯერ სამოყვარულო კონტრაქტის საფუძველზე ვვარჯიშობ. "აიაქსის" მწვრთნელს ამ სეზონში უნდა დავანახვო, რომ აქ დარჩენას ვიმსახურებ.

- თქვენი აზრით, 22 წლის ასაკში მესამე გუნდიდან მთავარში მოხვედრის შანსი არსებობს?

- შანსი ყოველთვის არის, რადგან თამაშზე დიდი სახეები დადიან. ანუ ზუსტად ისე გვავარჯიშებენ და გვამზადებენ, როგორც ერედივიზიონის ფეხბურთელებს. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს ძლიერ გუნდში ან თავად "აიაქსში" შეიძლება გადავიდეთ და მომზადებულები უნდა ვიყოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
წარმატებები ვუსურვოთ ამ ბიჭს, მალე აიაქსის ძირითადში გვენახოს!
დათო
წარმატებებს გისურვებ!!!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
ნიკა ნიკურაძე: "აიაქსში" მწვრთნელებს მოვწონვარ და იმედია, დამაწინაურებენ
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება