ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მანჩესტერ იუნაიტედი": მემფისი და ბენეფისი [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედი": მემფისი და ბენეფისი [VIDEO]

"ოცნებების თეატრში" ყველაფერი ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად დამთავრდა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დასაბრუნებლად "ბრიუგეს" ბარიერი აქვს დასაძლევი.

"წითელმა ეშმაკებმა" ბელგიელებს "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლეს და "ოცნებების თეატრში" ყველაფერი ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად დამთავრდა.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები: "იუნაიტედის" მოგება და დეპაის დუბლი [VIDEO]

ბრიუგელები მალევე დაწინაურდნენ, რაც მაიკლ კერიკის უცნაურმა, მაგრამ ეფექტურმა ავტოგოლმა გამოიწვია. თუმცა ლუი ვან გაალის გუნდმა მდგომარეობა მალევე გამოასწორა და ეს შეხვედრა მემფის დეპაიმ საკუთარ ბენეფისად აქცია. პსვ-დან მოსული ახალგაზრდა ვარსკვლავის აფეთქებასა და პირველ შთამბეჭდავ შოუს ყველა ელოდა, მაგრამ თუ ის ასე გაიბრწყინებდა, ძნელი წარმოსადგენი გახლდათ. დეპაიმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მემფისის გოლები ერთიმეორეზე ლამაზი იყო. პირველი მას მერე შეაგდო, რაც მეტოქეს ბურთი თავზე გადაუგდო, ოსტატური პაუზა აიღო, კიდევ რამდენიმე გააბითურა და მშვენივრადაც დააგვირგვინა. მეორე კი დიდებული შორეული დარტყმით გაიტანა. მას მესამეს გატანაც შეეძლო, მაგალითად, უეინ რუნის საუცხოო პასის შემდეგ, მაგრამ ააცილა.

სამაგიეროდ, ჰოლანდიელმა ერთგვარი ჰეთ-თრიქი მაინც შეასრულა, როდესაც მატჩის ბოლო წამებზე საგოლე პასი გაუკეთა მარუან ფელაინის, ვინც მინდორზე ცოტა ხნის შესული იყო, ბურთს ჩვეულად ურქინა და თანამემამულეები დაამწუხრა.

ეს მესამე გოლი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ და მანჩესტერელებს უფრო მშვიდად შეეძლებათ ბელგიაში გამგზავრება. იქამდე კი, პრემიერლიგაში "ნიუკასლს" უნდა გაუმკლავდნენ.

"ჩვენ გაცილებით მეტი გვეკუთვნოდა, რადგან უამრავი შანსი შევქმენით. ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე - ეფექტური უნდა იყო და შანსები მაქსიმალურად გამოიყენო. ჩვენ მხოლოდ სამჯერ გავიტანეთ.

ბოლო გოლი ძალიან მახარებს, რადგან უკანასკნელ წამამდე ვიბრძოლეთ და მსგავს კომბინაციაზეც ვმუშაობდით - ფელაინის მეტოქის საჯარიმოში ვტოვებთ, რადგან მისი შესაძლებლობების შესახებ ვიცით. იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელი და ნებისმიერისთვის რთული მეტოქეა.

წინ საპასუხო მატჩია და ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ბოლოს გატანილი გოლი თავდაჯერებას გვმატებს", - აღნიშნა ვან გაალმა.

რაც შეეხება მის ფავორიტ დეპაის, რომლის მოყვანაც ძალიან უნდოდა და მასთან ჰოლანდიის ნაკრებში კარგად თანამშრომლობდა, თანამემამულის კარგმა თამაშმა მისტერ ლუი ისე აღაფრთოვანა, რომ სახალისო კომენტარიც კი გააკეთა...

"მინდა ამ ღამით ჩავკოცნო. როდესაც ორი ასეთი ბურთი გაგაქვს და საგოლე პასს აკეთებ, ნორმალურ სამყაროში გმირი ხარ. ძალიან მახარებს მემფისის წარმატება, რადგან ასეთი დამაჯერებელი თამაში სჭირდებოდა.

ვამბობდი, რომ დეპაის ათამაშება დროის საკითხი გახლდათ და იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. იგი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და პსვ-ს რიგებში მხოლოდ ორი სეზონი ჰქონდა ჩატარებული. მე მემფისის მჯერა", - დაამატა ვან გაალმა.

"ბრიუგეს" მთავარი მწვრთნელი მიშელ პრიუდომი: "საკუთარ კედლებში მცირე შანსი გვრჩება, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება სასურველი შედეგის მიღწევა. ფელაინის გოლმა საქმე მნიშვნელოვნად გაგვირთულა. მას კარგად ვიცნობ და ასეთ სიტუაციებში ძალიან სახიფათოა.

ვცადეთ საკუთარი ძლიერი მხარეების გამოყენება. თუმცა ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ცენტრალური მცველისა და კაპიტნის დაკარგვა "მანჩესტერის" დამარცხების რეალურ შანსს თითქმის აღარ გვიტოვებს".

"ძალიან კარგი გუნდური თამაში გამოგვივიდა და მიხარია, რომ მეგოლეთა რიგებს დავუბრუნდი", - წერს ფელაინი.

ეშლი იანგი: "გადამწყვეტი გოლი "დიდი კაცისგან". ყოჩაღ ფელაინის და ვულოცავ მემფისს - მშვენიერი სტილია "იუნაიტედში" პირველი გოლების გასატანად".

ადნან იანუზაი: "მშვენიერი შედეგი! ჩვენ გვჭირდებოდა ეს მოგება!".

ბასტიანისა და "იუნაიტედის" ახალი ეპოქა

"ბრწყინვალე გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც ფელაინიმ გაიტანა. საპასუხო მატჩის წინ კარგ სიტუაციაში ჩავიყენეთ თავი", - თქვა ბასტიან შვაინშტაიგერმა.

ვთქვათ ისიც, რომ გერმანელს "მანჩესტერის" ძირითადში ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს, მაგრამ შემართება არ აკლია და საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდეა დარწმუნებული. მისი ლუი ვან გაალსაც ძალიან ეიმედება, მაგრამ ჰოლანდიელი იმასაც ამბობს, რომ ბასტიანი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის.

"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერში" მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო გამაძლიერებს და გერმანიის ნაკრებისთვისაც უფრო სასარგებლო გავხდები.

მჯერა, "იუნაიტედში" ჩემი კარიერის ახალი ეპოქა დაიწყება და ახალ ერაში შევაბიჯებ, როგორც ეს "ბაიერნში" მოხდა ვან გაალის ხელმძღვანელობით. ეს პერსპექტივა ძალიან მხიბლავს.

გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "მანჩესტერი" "რეალის", "ბარსელონასა" და "ბაიერნის" დონეზე ავიყვანო, მაგრამ, ამავდროულად, გარანტიას ვერ გაძლევთ, რომ ჩემი სამწლიანი კონტრაქტის პერიოდში სამივეჯერ ინგლისის ჩემპიონები გავხდებით. პრემიერლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია", - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.

ამწუთას რუნის თავდაჯერება აკლია

"შრეკს" გოლი ისევ ვერ გააქვს და თითქოს საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილია, მაგრამ "ბრიუგესთან" არა უშავდა და მისი ერთი ბრწყინვალე პასიც ვახსენეთ, რომელიც მემფისს გაუკეთა.

თუმცა ცენტრფორვარდობა, ჯერჯერობით, შედეგიანად ნაკლებად გამოსდის და ამიტომაც მიიჩნევს ბევრი, რომ "მანჩესტერს" ერთი მაღალი კლასის კლასიკური ფორვარდი არ აწყენდა და შემდეგ რუნიც უფრო ეფექტური და სასარგებლი იქნება.

"იგი თავდაუზოგავად მუშაობს, როგორც ყოველთვის. რუნი სხვაგვარად წარმოუდგენელია. თუმცა მეტოქის საჯარიმოში თავდაჯერება ცოტათი დაკარგული აქვს და ამაზე უნდა იმუშაოს, გოლის ალღო და ინსტინქტი ბოლომდე უნდა აღიდგინოს.

ამწუთას მას თავდაჯერება აკლია და ხანდახან დანარჩენი გუნდისგან იზოლირებულიც კი არის.

"იუნაიტედს" პოტენციალი აქვს, მაგრამ წინ კარგი გოლეადორი სჭირდება. რუნიც მის უკან უკეთ იგრძნობდა თავს. ვან გაალი კი იმეორებს, რომ მას ოთხი თავდამსხმელი ჰყავს და მეტი არ სჭირდება, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მას ოთხი ათი ნომერი ჰყავს და არც ერთი ცხრა ნომერი", - განაცხადა ექსპერტმა კრის უოდლმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო

Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა

[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა

კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა

პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს

"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ

სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ

როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს

ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან

ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...

ეშლი იანგმა "ინტერში" გადასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართა

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

ეშლი იანგი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანია

"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა

"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა

რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ᓓᓘᓜᓐᓛᓝ VS ᓑᓠᓘᓣᓒᓔ - ᓡᓞᓐᓠᓘᓜᓒᓘ ᓫᓕᓔᓚ ᓜᓐᓪᓜᓝᓑᓗᓐᓜ

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

ჩისკო იანგს "უოტფორდში" ეპატიჟება

"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს

ამ გუნდს არაფერი დაეწუნება: წინ ქეცბაია, შუაში მიჩელი, დაცვაში დე ბური, კარში პრიუდომი

ეშლი იანგმა "ინტერში" დებიუტისას გააკეთა ის, რაც "მანჩესტერში" ნახევარი სეზონი არ გაუკეთებია

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა შესაძლოა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს