მოთამაშეები უკმაყოფილონი დარჩნენ ნაკრებიდან სამი წამყვანი მოთამაშის გაშვებით
რუსულ კალათბურთში მორიგი სკანდალი აგორდა. ამ ქვეყნის ნაკრების კალათბურთელებმა უარი განაცხადეს 2015 წლის ევრობასკეტში მონაწილეობაზე, - წერს რუსული პრესა.

როგორც გაირკვა, მოთამაშეები უკმაყოფილონი დარჩნენ ნაკრებიდან სამი წამყვანი მოთამაშის გაშვებით.

ესენი არიან: კაპიტანი ანტონ პონკრაშოვი, იგორ ვიალცევი და ევგენი ვორონოვი. მათი დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ტრავმები დასახელდა.

ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა დმიტრი დომანიმ აღნიშნა, რომ ამ კალათბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს მათ, სრული დატვირთვით ივარჯიშონ და ითამაშონ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს, ხოლო კაპიტნის სამკლავურს ფორვარდ სერგეი მონიას გადასცემს.

არადა, ნაკრების სხვა მოთამაშეები ამტკიცებდნენ, რომ პონკრაშოვს, ვიალცევსა და ვორონოვს მართლაც ჰქონდათ მცირე დაზიანებები, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლიდა მათ თამაშში.

საბოლოოდ, პრობლემა მოგვიანებით მოგვარდა, როცა ტრიო ნაკრების შეკრებაზე დააბრუნეს.

"ეს თავად კალათბურთელების თხოვნაა. ისინი ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს დათანხმდნენ. გარკვეულ რისკზეც მიდიან, მაგრამ აგრძელებენ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის", - განაცხადა რუსეთის ნაკრების ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს ქვეყნის კალათბურთის ფედერაციაში არსებული პროცედურული დარღვევების გამო, თუმცა, მოგვიანებით, შეცვალა ეს გადაწყვეტილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
ვინ ჩამოვა რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველოში?
ფიბამ რუსეთი დაინდო - რუსეთის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე ითამაშებს