სიუზი ვოლფი: "რატომ უნდა უარვყო საკუთარი ქალურობა იმის გამო, რომ შევესაბამებოდე სარბოლო სამყაროს მოლოდინს?"
კიდევ როდის გამოჩნდება ფორმულა 1-ში ქალი პილოტი? თამამი შეკითხვაა AUTOSPORT-ის ახალი ნომრის გარეკანისთვის, ხოლო რედაქტორმა ედ სტრომ თამამი სვლა გააკეთა, როცა ქალ პილოტებს ცალკე გამოშვება დაუთმო.

ეს დიდი პატივია, - ასე დაიწყო თავისი მონოლოგი "უილიამსის" ტესტპილოტმა სიუზი ვოლფმა.

ჩვენს სახეობას, ქალების მონაწილეობის მხრივ, ისტორიის მხოლოდ რამდენიმე ფურცელი გააჩნია. დღეისთვის, ქალთა სპორტმა კარგი იმპულსი მიიღო - უბრალოდ, შეხედეთ ქალთა ფეხბურთში ამასწინანდელ მსოფლიოს თასს, რომელიც კანადაში გაიმართა. ეჭვგარეშეა, რომ დროება შეიცვლება ავტოსპორტშიც.

ადრე ჩვენ ვხედავდით პიონერებს - დივინ გალიკისა და ლელა ლომბარდის. სწორედ მათ გაიკვლიეს გზა ქალებისთვის ფორმულა 1-ში. "უილიამსის" ტესტპილოტის როლში გარკვეულ სირთულეებს ვაწყდები წინსვლის მხრივ. მაგრამ სტაბილური პროგრესის მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ქალების მონაწილეობასა და გამარჯვებებში უჩვეულო არაფერი იქნება.

საბოლოოდ, ყველაფერი დადის იქამდე, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა - დაბალ სარბოლო სერიებში მეტი შანსი მიეცეთ ნიჭიერ გოგონებს. ეჭვგარეშეა, რომ საწყის ეტაპებზე ქალებს უფრო მეტი მუშაობა სჭირდებათ ნდობის მოსაპოვებლად, რადგან არსებობს დიდი ეჭვი ჩვენს შესაძლებლობებზე.

თუ გადავხედავთ ჩემი კარიერის განვითარებას, ყოველ ეტაპზე მიწევდა პირველი ნაბიჯის გადადგმა და ორივე ხელით შანსისთვის ჩაბღაუჭება. DTM-ში ჩემი მონაწილეობა დაიწყო "მერსედესის" მანქანით ტესტებში გამოსვლით. ამის შემდეგ გუნდში ადგილი მივიღე, გერმანული ენა ვისწავლე და პროგრამაში ჩავერთე. იმ მანქანით, რომელიც ჩემს განკარგულებაში იყო, უდიდესი სამუშაო გავწიე.

იგივე იყო "უილიამსში": იქაც ტესტების ჩატარების შანსი მომცეს და ჩემი გამოსვლით დავამტკიცე, რომ ვიმსახურებ თანამშრომლობის გაგრძელებას.

არასოდეს დამავიწყდება 2013 წელს, სილვერსტოუნში, ახალგაზრდულ ტესტებში მონაწილეობა, როცა ინჟინრები ვერ ჩამოყალიბდნენ მუშაობის საბოლოო გეგმაზე, რადგან, უბრალოდ, არ იცოდნენ, რამდენი წრე უნდა გამევლო. მაგრამ კარგად მოვემზადე, ბევრს ვვარჯიშობდი და სრულფასოვანი დღე ჩავატარე.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განსახილველი თემაა ფიზიოლოგიური ასპექტი, რადგან ქალის კუნთის მასა, 30 პროცენტით ნაკლებია მამაკაცისაზე. მაგრამ, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტებისას, სრულფასოვანი სარბოლო დისტანცია გავიარე და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინე.

ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ფორმულა 1-ში ქალების მონაწილეობისთვის ფიზიკური წინაღობები არ არსებობს.

სინანულის გრძნობა არასოდეს მქონდა იმის გამო, რომ კარიერის მსვლელობისას, საკუთარ გენდერულ კუთვნილებას ვიყენებდი. რატომ უნდა უარვყო საკუთარი ქალურობა იმის გამო, რომ შევესაბამებოდე სარბოლო სამყაროს მოლოდინს? მე ქალი ვარ, ვმართავ სარბოლო მანქანას და თუ სპონსორობისა და მხარდაჭერის მხრივ, ეს გარკვეულ უპირატესობას მაძლევს, მას მაქსიმალურად ვიყენებ.

ასეთია რბოლები: თქვენ ეძებთ უპირატესობას მეტოქეებზე და იყენებთ მას. ამან, შეიძლება გახსნას ახალი კარი ჩემთვის და სხვა ქალი მრბოლელებისთვის, რაც მართლაც შესანიშნავია.

რეალურად ვაფასებ ამჟამინდელ საკუთარ მდგომარეობას. თუ წესები არ შეიცვლება და ტესტებსა და რბოლებში შანსს მხოლოდ გამოცდილების მქონე პილოტები მიიღებენ, რთული იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა.

როცა რბოლებში კარიერას ვიწყებდი, არ მომწონდა იდეა - ვყოფილიყავ მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის, რადგან ბევრი რამ მქონდა დასამტკიცებელი. ახლა, სოციალურ მედიას დადებით მაგალითად მოვყავარ, და ეს შესანიშნავია. ბევრი გოგონა ოცნებობს, მოხვდეს ფორმულა 1-ში, როგორც ეს სიუზი ვოლფმა გააკეთა.

ვგრძნობ, რომ უნდა გამოვიყენო მიღებული გამოცდილება, დავეხმარო დამწყებ გოგონებს, რათა მათ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი შეცდომები, გადავცე აღმაფრენა და ოცნებისკენ სწრაფვა.

ქალების მონაწილეობა ფორმულა 1-ში დადებითისკენ შეცვლის აზროვნებას. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გოგონა დაკავდება რბოლებით, მით მეტი იქნება უმაღლეს დონეზე გამოსვლის შანსი.

ისე უნდა გაკეთდეს, რომ გოგონებმა იცოდნენ - მათ აქვთ შანსი ავტოსპორტში. როცა ვიგრძნობ, რომ ამისთვის დრო მოვიდა, მთელ ძალას მოვახმარ სპორტში ქალების მოზიდვის პროექტს და დავეხმარები მათ. მაგრამ, ჯერჯერობით, მაინც ადრეა.

აუცილებელია ჩვენს სპორტზე ზრუნვა, რომელმაც ბევრი რამ მოგვცა. და ჩვენც რაღაც უნდა მივცეთ საპასუხოდ, დავეხმაროთ მას განვითარებაში. შორეულ პერსპექტივაში, უფრო მრავალფეროვანი სპორტი კიდევ უფრო მდიდარი გახდება, ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი, ვიდრე დღესაა.

უნდა წავახალისოთ მონაწილეობა და მივცეთ შანსი ახალგაზრდა პილოტებსა და ინჟინრებს, რადგან მათია მომავალი ავტოსპორტში. ეს ეხებათ ქალებსაც, რომლებიც მოსახლეობის 50 პროცენტს შეადგენენ.

შესანიშნავია, რომ AUTOSPORT-იც აღიარებს ამის აუცილებლობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Temuri
რა არ უნდა? ასეთი ქალები ასე მდიდრდებიან სწორედ,ახლა რეკლამას გაუწევენ როგორც "ფორმულა 1-ის" ქალი და მერე ცნობილი გახდება,ცნობილობიდან სიმდიდრემდე კი 1 ნაბიჯიც არაა,ისე კი ჩვეულებრივი მოდელი იქნებოდა.
f1
პოდიუმზე სიარული რომ უნდოდეს არა მგონია რამეს შეეშალა ხელი,მშვენიერი გარეგნობა აქვს :)
Temuri
ხოდა ქალო 30 პროცენტით თუ ქალის კუნთის მასა კაცისაზე ნაკლებია რაღა თანაბრობაზე ლაპარაკობ,წადი პოდიუმზე გამოდი მემგონი ისედაც ეს უნდა ამ ქალს.
f1
მაგარი გოგო ხარ სუზი,მჯერა ერთხელაც ჩაატარებ რბოლას ფორმულა1-ში
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია