20 წლის ანა ტატიშვილმა (156) პატი შნიდერს (56), რომელიც ზუსტად 100 ადგილით უსწრებს კლასიფიკაციაში, დიდი ბრძოლა გაუმართა

20 წლის ანა ტატიშვილმა (156) 12 წლით უფროს პატი შნიდერს (56), რომელიც ზუსტად 100 ადგილით უსწრებს კლასიფიკაციაში, დიდი ბრძოლა გაუმართა, საბოლოო გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა წარმატებამდე - 6:2, 2:6, 5:7. ანა პრაღის ღია პირველობას თავაწეული ემშვიდობება, მან კარიერაში პირველად ითამაშა ვტა-ს ტურნირის მეოთხედფინალში. შეგახსენებთ, რომ ჩეხური ტურნირის საპრიზო ფონდი 220 ათასი ამერიკული დოლარია, მაგრამ რომ მოეგო თანამედროვე ქართველ ჩოგბურთელთაგან პირველი იქნებოდა, ვინც ვტა-ს ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.

შვეიცარიელ პატი შნიდერს, რომელიც ადრე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იყო, ქართველი უშიშრად დაუდგა და თავიდან ბრწყინვალედ გაუმკლავდა კიდეც. სამწუხაროდ, საბოლოო გამარჯვებისთვის ორი სეტის მოგებაა საჭირო, მეორე სეტში კი თავი იჩინა ანას სისუსტემ მოწოდებებში. ყველაზე დაძაბული მესამე სეტი გამოდგა, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა "კოლოზეუმზე". ანამ 2:2-ზე წააგო საკუთარი მოწოდება, თუმცა ბოლოს შეძლო მეტოქის დაწევა. თამაშში გადამწყვეტი მე-3 სეტის მე-12 გეიმი გამოდგა - 5:6-ზე ანა აწოდებდა და 40:15-ს იგებდა კიდეც, მაგრამ ეს გადამწყვეტი გეიმი როგორღაც დათმო... ტატიშვილი აუცილებლად წაიწევს წინ რეიტინგში და საკუთარ მიღწევას (146-ე ადგილი მსოფლიო კლასიფიკაციაში) გააუმჯობესებს.

"მეტოქემ ძალიან კარგი თამაშით და ძლიერი დარტყმებით განმაცვიფრა. სიმართლე ითქვას, ცოტა გამიმართლდა, რომ მოვიგე საკმაოდ ნელი სტარტის შემდეგ", - განაცხადა პატი შნიდერმა.

ფოტოზე: ანა ტატიშვილი შნიდერთან მატჩისას

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"