„ვილა პარკზე“ პირისპირ წარსდგებიან გუნდები, რომელთაც ბოლო ხანს, თავდასხმის გაძლიერებისთვის 50 მლნ-მდე ფუნტი გაიღეს

დღეს პრემიერლიგის მოყვარულებს ერთი დიდი სეირი ელით: ბირმინგემის „ვილა პარკზე“ ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან გუნდები, რომელთაც ბოლო ხანს, ჯამში თუ ვუანგარიშებთ, დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გაიღეს, რათა თავდასხმა გაეძლიერებინათ. ამ გუნდებს მიმდინარე სეზონში სულ სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ამოცანა ერთნაირი აქვთ: გამარჯვება. სხვა საქმეა, რომ ორივე ვერ მოიგებს და ამიტომ ერთ-ერთს გული აუცილებლად დაწყდება:

ან „მანჩესტერ სიტი“ შეფერხდება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ან „ასტონ ვილა“ ჩარჩება ისეთ ადგილას, სადაც ერთი უშნო გადასახედია და იქიდან ქვედა ლიგა - „ჩემპიონშიპი“ მოსჩანს.

დიახ, „ვილა“ გასავარდნ სამეულზე მაღლა მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი ბალანსის გამოა, თორემ ქულებით იქვეა - „უიგანის“ ტოლად და „ვულვზზე“ ერთით მაღლა. და აი, დღეს, ეს გუნდი კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდნისგან უნდა იხსნას თავდამსხმელმა, რომელმაც წინა ტური „სანდერლენდის“ შემადგენლობაში ჩაატარა, მერე კი 24 მილიონ ფუნტად „ასტონ ვილაში“ „გაიქცა“ და ამ ნაბიჯით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - დარენ ბენტზე მოგახსენებთ, რომლის შესახებაც ამ დღეებში იმდენს გიამბობთ, რომ ამ წერილში მასზე დიდხანს აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას გავიმეორებთ რაც პრეზენტაციაზე მის შესახებ „ვილას“ ფრანგმა თავკაცმა ჟერარ ულიემ თქვა:

„ერთადერთი, რაც მისი დებიუტის შესახებ შემიძლია მოგახსენოთ ის არის, რომ როდესაც ბენტი ამა თუ იმ გუნდში პირველად თამაშობს, მას გოლი გააქვს. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს, ამ სიტყვებით მეტოქეზე და მის მწვრთნელ რობერტო მანჩინიზე ზემოქმედებას ვცდილობდე, მაგრამ იმედი, რომ ამჯერადაც ასე მოხდება და ბენტი „მანჩესტერ სიტის“ გოლს გაუტანს, ნამდვილად მაქვს.“

ჩავხედოთ სტატისტიკას: როდესაც „ტოტენჰემში“ გატარებული არცთუ წარმატებული პერიოდის შემდეგ დარენ ბენტი „სანდერლენდში“ გადავიდა, მართლაც პირველივე შეხვედრაში შეაგდო, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთის გუნდის მაისურით 52 შეხვედრაში 32 გოლი შეაგდო.

„მინდა „ასტონ ვილას“ ქულების მიმატებაში დავეხმარო - თქვა ბენტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე - ეს გუნდი არასახარბიელო პოზიციაზეა. ბირმინგემელები აქ ყოფნას არ იმსახურებენ. მე ძალიან ვამაყობ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამომიცხადა და მინდა მადლობა საქმით გადავუხადო.“

ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“, მოგეხსენებათ, „ვოლფსბურგიდან“ ედინ ჯეკო გადაიყვანა და მართალია, წინა ტურში უკვე ათამაშა, ბოსნიელისგან თანდათან მეტს და მეტს ელის. საერთოდაც, ბოლო რამდენიმე ტურია, რაც ისტლენდელებმა თავი ტიტულის ნამდვილ კანდიდატებად წარმოაჩინეს. ამ გუნდს ოთხეულისთვის მებრძოლად ადრეც აღიქვამდნენ, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი ინგლისის ჩემპიონობაზე ჩამოვარდებოდა, მეტწილად ირონიული შენიშვნებით შემოიფარგლებოდნენ, ხოლმე. დღეს უკვე სხვა სურათია: „სიტი“ გულშემატკივარს კარგი თამაშით, მოგებებით და ბევრი გოლით ახარებს. განსაკუთრებით კარგ ფორმაშია არგენტინელი კარლოს ტევესი, რომელმაც ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. ახლა მას ჯეკო შეუწყვილდება და თუ შეთამაშდნენ...

„სიტის“ ვეტერანი, ფრანგი პატრიკ ვიეირა: „მე თუ მკითხავთ, ბევრი განსხვავების მიუხედავად კარლოსი ისეთივე დონის თავდამსხმელია, ტიერი ანრი რომ იყო. როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძვი, გუნდში აუცილებლად უნდა გყავდეს ფორვარდი, რომელიც სეზონის განმავლობაში 20-25 ან კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანს.“

პრემიერლიგის დაუმარცხებელი ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღესვე მასპინძლობს „ბირმინგემ სიტის“. მეტიც, „იუნაიტედის“ თამაში უფრო ადრეა, ასე რომ, „სიტის“ მოედანზე გასვლის წინ უკვე ეცოდინება, რა ქნა თანაქალაქელმა კონკურენტმა. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად იწყება „არსენალისა“ და „უიგან ატლეტიკის“ თამაშიც. მასპინძელი „არსენალია“ და შესაბამისად, მოგების დიდი შანსი აქვს. სხვა სიტყვებით, ისტლენდელებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება „მეთოფეებსაც“ შეუძლიათ.

„იუნაიტედმა“ წინა ტურში „უაით ჰართ ლეინზე“ „ტოტენჰემთან“ 0:0 ითამაშა - ეს გახლდათ სტუმრად, ლიდერის მერვე ფრე მიმდინარე სეზონში. მანჩესტერელთა ვებსაიტზე ნახევარმცველმა მაიკლ ქერიკმა დაწერა:

„თუკი ჩემპიონატის ბოლოს პირველ ადგილზე აღმოჩნდები, უკან გამოიხედავ, განვლილ გზას თვალს გადაავლებ და იტყვი, რომ რომელიღაცა პერიოდში საუკეთესო ფორმაში არ იყავი, მაგრამ საბოლოოდ მთავარი მაინც ერთი რამ არის - გახდი თუ არა ჩემპიონი. იგებ თუ ფრეებს თამაშობ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩემპიონობისკენ სავალი გზა იპოვნო.“

„ტოტენჰემი, რომლის მიზანი, ალბათ, ოთხეულში მოხვედრაზე მეტი არ უნდა იყოს, ნიუკასლში მიდის. გამარჯვების შემთხვევაში ჰარი რედნაპის ბიჭები „ჩელსის“ გადაასწრებენ და ოთხეულში შევლენ - „ლურჯები“ ხომ ორშაბათამდე არ თამაშობენ. ორშაბათს „ჩელსი“ „ბოლტონს“ ესტუმრება. ამბობდნენ, რომ შეხვედრაში შეიძლება ვარჯიშზე დაშავებულ ფრენკ ლემპარდს ვერ ეთამაშა, მაგრამ ბოლო ტესტები იმედისმომცემი გამოდგა.

დღეს

ვულვერჰემპტონი-ლივერპული 16:45

დისკვალიფიკაცია: ელოკობი - ჯერარდი

ტრავმა: მენსიენი, ედუარდსი, კიგთლი გუედიოურა, დევისი - კარაგერი

არსენალი-უიგანი 19:00

დისკვალიფიკაცია: სანია (არსენალი)

ტრავმა: დიაბი, ალმუნია, ვერმაელენი, ფრიმპონგი, გიბსი, ფაბიანსკი, სკილაჩი - კლივერი, კირკლენდი, მაკკარტი, დი სანტო, მოზესი

ბლექპული-სანდერლენდი 19:00

ტრავმა: გრენდინი, ჰერევუდი, ბეშემი, გილკსი, ელმონდი, კლარკი - მეილერი, კეტერმოლი, ტერნერი, კემპბელი, მენსა

ევერტონი-ვესტ ჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: ობინა (ვესტ ჰემი)

ტრავმა: ჯეგიელკა, ჰეიტინგა, ბარკლი - დაიერი, მაკკარტი, ილუნგა, ედგარი, და კოსტა, ჰიცშპერგერი, კოლისონი, კურუჟი

ფულჰემი-სტოკი 19:00

ტრავმა: ბრიგსი, ჰელიჩი, სტორი, ზამორა, სენდეროსი - სიდიბე

მანჩესტერ იუნაიტედი-ბირმინგემი 19:00

ტრავმა: ო’ში, ჰარგრივზი, ვალენსია – მაკფადენი, დანი

ნიუკასლი-ტოტენჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: ქაბული, დეფი (ორივე ტოტენჰემი)

ტრავმა: ქეროლი, კემპბელი, ტიოტე, ბენ არფა, რ. ტეილორი - კრანჩარი, კინგი, ჰადლსტოუნი, ო’ჰარა, ვუდგეიტი

ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი 21:30

დისკვალიფიკაცია: ე. იანგი, ჰესკი (ორივე ასტონ ვილა)

ტრავმა: ლ. იანგი, დელფი - რიჩარდსი, ბალოტელი

ხვალ

ბლექბერნი-ვესტ ბრომვიჩი 20:00

დისკვალიფიკაცია: ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი)

ტრავმა: ჯონსი, გრელა, ენდრიუსი, რობერტსი – რიდი, მეტოკი

ზეგ

ბოლტონი-ჩელსი 24:00

1. მანჩესტერი 21 12 9 0 43:19 45

2. სიტი 23 13 6 4 37:19 45

3. არსენალი 22 13 4 5 45:22 43

4. ჩელსი 22 11 5 6 38:19 38

5. ტოტენჰემი 22 10 7 5 31:25 37

6. სანდერლენდი 23 8 10 5 26:23 34

7. ბოლტონი 23 7 9 7 34:31 30

8. სტოკი 22 9 3 10 28:26 30

9. ნიუკასლი 22 8 5 9 35:32 29

10. ბლაქპული 21 8 4 9 31:36 28

11. ბლექბერნი 23 8 4 11 29:37 28

12. ევერტონი 22 5 11 6 25:27 26

13. ლივერპული 22 7 5 10 27:31 26

14. ვესტ ბრომვიჩი 22 7 4 11 29:41 25

15. ფულჰემი 22 4 11 7 23:25 23

16. ბირმინგემი 21 4 11 6 21:26 23

17. ასტონ ვილა 22 5 7 10 24:39 22

18. უიგანი 22 4 10 8 19:34 22

19. ვულვზი 22 6 3 13 24:38 21

20. ვესტ ჰემი 23 4 8 11 22:41 20

ბომბარდირები: 14 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ნოლანი (ნიუკასლი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 8 - ბენტი (სანდერლენდი), დროგბა - (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 7 - ბეილი (ტოტენჰემი), კემპბელი (ბლექპული), შამახი (არსენალი), კ. დევისი (ბოლტონი).

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ