პირველი ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართება, სადაც "ფიორენტინა" "მილანს" უმასპინძლებს
ამ უქმეებზე, სერია A-ს 2015-16 წლების გათამაშება აიღებს სტარტს და დაიწყება მარათონი, რომელიც გვიან გაზაფხულზე დამთავრდება.

წინ საინტერესო ბატალიები გველის, დაძაბული მატჩები, ულამაზესი გოლები და სკანდალები, რომლის გარეშეც იტალიური ფეხბურთი წარმოუდგენელია...

მთავარი მატჩი

პირველი ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართება, სადაც "ფიორენტინა" "მილანს" უმასპინძლებს.

ზაფხულში, ორივე გუნდი საფუძვლიანად განახლდა და ორივემ მწვრთნელი შეიცვალა: ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელების - ფილიპო ინძაგისა და ვინჩენცო მონტელას ნაცვლად, სინიშა მიხაილოვიჩი და პაულო სოუზა დაინიშნენ. სერბი და პორტუგალიელი სპეციალისტების ჭიდილი საინტერესო სანახავი იქნება, რადგან ორივე გუნდს ამბიციური მიზნები აქვს დასახული...

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "მილანი" 4-3-1-2 ტაქტიკით ითამაშებს - წინა ხაზზე კარლოს ბაკას და ლუის ადრიანოს ვიხილავთ, გამთამაშებლის პოზიციაზე კი კეისუკე ჰონდას. საყრდენ ხაზს ნაიჯელ დე იონგი, ჯაკომო ბონავენტურა და ანდრეა ბერტოლაჩი გაამაგრებენ.

დიდ ინტერესს იწვევს "როსონერის" დაცვის ხაზი, სადაც პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იტალიელთა სრული დომინირებაა - "ფიორენტინას" სავარაუდოდ შემდეგი დაცვითი ოთხეული შეერკინება: ინაციო აბატე, ალესიო რომანიოლი, როდრიგო ელი, ლუკა ანტონელი.

საინტერესოა, როგორ დაიწყებს ჩემპიონატს ახალი "მილანი", რომლისგანაც გულშემატკივრები გაცილებით მეტს ელიან, ვიდრე წინა სეზონებში.

პაულო სოუზა 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და წინა ხაზზე გამწესებულ ხარუმა ბაბაქარს უკნიდან შემდეგ სამეულს დაახმარს: მატი ფერნანდესი, ფედერიკო ბერნადესკი, იოსიპ ილიჩიჩი.

"ვიოლა" საინტერესო გუნდია, ზაფხულის ამხანაგური მატჩები მძლავრად ჩაატარა და იოლად არაფერს დათმობს.

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი, პასკუალი - ბორხა ვალერო, სუარესი - ბერნადესკი, ფერნანდესი, ილიჩიჩი - ბაბაქარი

მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - აბატე, ელი, რომანიოლი, ანტონელი - ბონავენტურა, დე იონგი, ბერტოლაჩი - ჰონდა - ბაკა, ლუის ადრიანო

რომაელები

ჩემპიონატი შაბათის ორი მატჩით გაიხსნება, რომლებშიც რომაული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას - "რომა" "ვერონას" ესტუმრება, ხოლო "ლაციო" "ბოლონიას" მიიღებს.

დედაქალაქელები ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ იტალიაში პროგნოზების კეთება რომ უმადური საქმეა, ცნობილია, მით უმეტეს, ჩემპიონატის სტარტზე, როდესაც გუნდების მომზადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "რომა" ისევ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და შეტევაში შემდეგ სამეულს ვიხილავთ - იაგო ფალკე, მოჰამედ სალაჰი და ედინ ჯეკო. დიახ, ერთბაშად სამი ახალწვეული, რომლებზეც "რომას" ტიფოზები დიდ იმედებს ამყარებენ. შესაბამისად, თადარიგში რჩებიან ფრანჩესკო ტოტი, ადემ ლიაიჩი და ჟერვინიო.

რუდი გარსიას მართლაც დიდი არჩევანი აქვს და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას - ფაქტია, რომ ფრანგ სპეციალისტს ხშირი როტაცია მოუწევს და განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის. სამაგიეროდ, ნახევარდაცვაა ძველი და ნაცადი რაჯა ნაინგოლანის, დანიელე დე როსის და მირალემ პიანიჩის შემადგენლიბით.

"ლაციოს" მიროსლავ კლოზე და ფილიპ ჯორჯევიჩი ჰყავს ტრავმირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რომაული გუნდი "ბოლონიას" გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე დაუპირისპირდება. წინა ხაზზე ანტონიო კანდრევას, ფელიპე ანდერსონს და ბალდე კეიტას ვიხილავთ, ნახევარდაცვაში კი გუნდს მარკო პაროლო, დანილო კატალდი და ლუკას ბილია ეყოლება.

საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა "ბოლონიაში" - მაგალითად, ელიტაში აღზევებულ გუნდს წინა ხაზზე მატია დესტრო და რობერტ აკვაფრესკა ჰყავს, ამ ტანდემს კი ნებისმიერი დაცვისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.

ზებრები ტურინში

ტურინში ერთმანეთის პირისპირ ორი "ბიანკონერი" წარდგება: "იუვენტუსი" და "უდინეზე". მოქმედი ჩემპიონის პირველი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს და ჩვენც "ვეკია სენიორაზე" გავამახვილოთ ყურადღება.

ყველა პროგნოზით, მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში პაულო დიბალა-მარიო მანჯუკიჩის ტანდემს გაამწესებს. შუა ხაზში ვიხილავთ შტეფან ლიხტშტაინერს, სტეფანო სტორაროს, პოლ პოგბას, რობერტო პერეირას და პატრის ევრას.

რაც შეეხება უკანა ხაზს, დაცვაში იმოქმედებენ ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და მარტინ კასერესი, კარში კი ტრადიციულად ჯიჯი ბუფონი იდგება.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსი" საკმაოდ სოლიდური დანაკლისით ხვდება ჩემპიონატის სტარტს, რადგან კლაუდიო მარკიზიო, სამი ხედირა, კვადვო ასამოა და ალვარო მორატა ჰყავს ტრავმირებული.

"იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა ჩემპიონატის სტარტისთვის და შესაბამისად, პირველი სამი ქულის მოპოვებისთვის.

დაგეგმილი ქულები

"იუვენტუსის" მსგავსად, მხოლოდ მოგებაზე არიან დაგეშილნი "ინტერი" და "ნაპოლი" და მეტოქეებიც ისეთი ჰყავთ, რომ აშკარა ფავორიტებად ითვლებიან.

მილანური გრანდი "ატალანტას" უმასპინძლებს და როგორც რობერტო მანჩინი გვპირდება, თავიდანვე შეუტევს. "ნერაძურის" თავდასხმაში სტევან იოვეტიჩი და მაურო იკარდი ეყოლება, როდრიგო პალასიო კი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება თამაშში.

"ინტერი" ფავორიტია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულის სპარინგები მანჩინის გუნდმა საშინლად ჩაატარა და მთლად ოპტიმალურ ფორმაში არ უნდა იყოს.

რაფაელ ბენიტესის ხელში, "ნაპოლი" მუდამ 4-2-3-1 სქემით თამაშობდა, მაურიციო სარი კი არ მალავს, რომ მისი საბაზო ტაქტიკა 4-3-1-2 იქნება. ნეაპოლელთა ახალი თავკაცი პირველი ტურისთვის საინტერესო ვარიაციებს გვთავაზობს - ხოსე კალეხონი და გონსალო იგუაინი თავდასხმაში და ლორენცო ინსინიე გამთამაშებლის პოზიციაზე.

რაც შეეხება მარეკ ჰამშიკს, ის საყრდენად გამწესდება და დაახლოებით იგივე როლი დაეკისრება, რაც ანდრეა პირლოს ჰქონდა "იუვენტუსში"...

სერია A. I ტური

22 აგვისტო

ვერონა-რომა 20:00

დისკვალიფიკაცია: - იტურბე

ტრავმა: - სტროტმანი, რუდიგერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +1=3-8 (15-30)

ლაციო-ბოლონია 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარკეტი, ჯორჯევიჩი, კლოზე, ბრაავჰეიდი - ძუკულინი, რიცო

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +18=5-9 (46-32)

23 აგვისტო

იუვენტუსი-უდინეზე 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ხედირა, მარკიზიო, ასამოა, მორატა - ვაგუე

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +27=6-7 (68-28)

ემპოლი-კიევო 22:45

დისკვალიფიკაცია: - დაინელი

ტრავმა: ლაურინი - მატიელო, ისკო

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +4=6-5 (17-17)

ფიორენტინა-მილანი 22:45

დისკვალიფიკაცია: რონკალია

ტრავმა: აგაცი, მენეზი, ნიანგი, კალაბრია

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +13=10-16 (48-55)

ფროზინონე-ტორინო 22:45

დისკვალიფიკაცია: ბრანჩარდი

ტრავმა: - ფარნერუდი

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +2=1-1 (6-6)

ინტერი-ატალანტა 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დოდო, ვიდიჩი - ჩიგარინი

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +19=8-7 (62-37)

პალერმო-ჯენოა 22:45

დისკვალიფიკაცია: - იძო, რინკონი, პავოლეტი, კოფიე

ტრავმა: ბოლცონი - პერინი, დონარუმა, ტამბე, ფიგუეირასი, მუნიოსი, პეროტი, გაპკე

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +6=9-5 (25-23)

სამპდორია-კარპი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

სასუოლო-ნაპოლი 22:45

დისკვალიფიკაცია: მანიანელი - გულამი

ტრავმა: არავინ

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +0=1-3 (1-6).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
"ბოლონიამ" ახალი მწვრთნელი მალევე დანიშნა
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"სარი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, კონტეზე გეტყვით, რომ..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"სოლარიუმში იმდენ დროს ატარებდა, სტაფილოს ჰგავდა" - ძიუბამ მანჩინის დასცინა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
აი, კომპენსაცია - მიხაილოვიჩმა "სპორტინგში" 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული
"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია