რაჭველებს უფასო საფეხბურთო სკოლები სურთ
გერმანიის პირველი რაიხსკანცლერის, ოტო ბისმარკის სიტყვებია - ადამიანები ყველაზე მეტად იტყუებიან არჩევნებამდე, ომის დროს და ნადირობის შემდეგო.

3 ოქტომბერს სფფ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნებია და, ცხადია, მანამდე ბევრ დაპირებას მოვისმენთ...

...მაგრამ რეალური დახმარების მოლოდინში არიან ის ადამიანები, რომლებიც ყრილობაზე დელეგატის უფლებით ისარგებლებენ. ვის რა პრობლემა აწუხებს და რას ელიან ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტისგან?

"ლელომ" ამ საკითხზე გამოკითხვა დაიწყო და პირველად იმ რეგიონით დავინტერესდით, სადაც ნიჭიერი ბავშვები სულ იზრდებოდნენ, მაგრამ ამჟამად ფეხბურთში მეტისმეტი გაჭირვებაა.

"ლელო" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ გია შარაბიძეს ელაპარაკა.

"სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ხმა ვის მივცე. ამის შესახებ რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები შეხვედრასა და დალაპარაკებას ვაპირებდით, იქნებ ერთიან აზრზე შევჯერდეთ და საერთო პოზიცია შევიმუშაოთ. ჯერ კი ვფიქრობ, ვინ იქნება ჩვენი ფეხბურთის მართვისთვის საუკეთესო კანდიდატურა", - ამბობს შარაბიძე.

რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმ კრიტერიუმზე ლაპარაკობს, რომელიც მის არჩევანს განაპირობებს:

"რეგიონებს რომ არაერთი სატკივარი გვაწუხებს, ეს ყველამ იცის. ამიტომ ჩვენი სადარდებელი თითოეულმა კანდიდატმა უნდა გაისიგრძეგანოს. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი და ყველაზე დიდი პრობლემა. სასურველი იქნება, თუ ტურნირებზე რეგიონული ნაკრებების გამოყვანის უფლებას დაგვრთავენ.

ჩვენთან ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რეგიონში შემოსავლები არ არის და დაფინანსება არ გვყოფნის. ცოტაა ბავშვების რაიოდენობაც. იყო დრო, 4 წელიწადში 50 ათასი ლარი გვქონდა და ამით ფეხბურთისთვის როგორ უნდა მიგვეხედა? ახლა მდგომარეობა გამოსწორდა: გუნდს 80 ათასი ლარი ერიცხება, ამდენივე - საფეხბურთო სკოლას".

შარაბიძე რეგიონებში გუნდების გაძლიერების აუცილებლობაზეც ლაპარაკობს:

"თუ გუნდი არ იქნება, რაიონში ბავშვებს დაწინაურებისა და ზრდის რა სტიმული ექნებათ? ადრე პირველ ლიგაში გამოვდიოდით, ჩვენი ბიუჯეტი კი 31 ათასი ლარი იყო. სამწუხაროდ, ახლა ესეც აღარ არის და მხოლოდ რეგიონულ ლიგაში ვთამაშობთ.

ჩემი აზრით, 4 რაიონი პირველ ლიგაში მაინც უნდა თამაშობდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ამ მძიმე პირობებშიც კი უამრავი კარგი ფეხბურთელი გავზარდეთ - ბოლოს ეს იყო თბილისის "ლოკომოტივში" გადასული მამია გავაშელიშვილი, რომელმაც პირველ ლიგაში 46 გოლი გაიტანა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც აიყვანეს.

არანაკლებ ნიჭიერებიც მახსენდებიან, რომლებმაც კარიერა უსახსრობის გამო ვერ გააგრძელეს. მათ გასაქანი არ აქვთ და პერსპექტივას ვერ ხედავენ. მთელ რეგიონში 160 ბავშვი ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ვითარებაა ბევრ რეგიონში. ფეხბურთი კი კვლავ მასობრივი რომ გახდეს, ბევრად მეტი ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს.

ჩემი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოგვხედოს და ყველა რეგიონში უფასო საფეხბურთო სკოლა დააფუძნოს. ჩვენთან გადასახადები არ არის, მაგრამ ბავშვებს ბუცები, ბურთები და ფორმები უნდათ და ამის სახსრებიც არ არის. ამის გამო ფეხბურთს ბევრი ერიდება. ვინც ამ პრობლემას მოგვიგვარებს, მხარს სიამოვნებით დავუჭერ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
როგორ ტარდებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობები
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
სფფ-ის პრეზიდენტს 33 დელეგატი აირჩევს, პროცედურა დაიწყო
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა