იტალიის თასი. 1/8 ფინალი: "მილანმა" გასამარჯვებლად თავი არ დაზოგა, გუნდის თავკაცმა ალეგრიმ - ძირითადი შემადგენლობა

მილანი-ბარი 3:0

მილანი (4-3-1-2): რომა - ოდო, იეპესი, ნესტა, ანტონინი - ამბროზინი, გატუზო (46. აბატე), მერკელი (72. პატო) - რობინიო - კასანო (66. პირლო), იბრაჰიმოვიჩი.

ბარი (4-4-2): პადელი - რაჯი, როსი, გლიკი (70. კრიმი), პარიზი - ალვარესი, პულცეტი (46. ა. მაზიელო), დონატი, გომესი - კუტუზოვი (75. კაპუტო), კასტილო.

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (19), 2:0 მერკელი (45), 3:0 რობინიო (65).

იტალიის თასის ბოლო მეოთხედფინალისტი "სან სიროზე" გამართულ პაექრობაში გამოვლინდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გუნდი "მილანი" გახლავთ. ლომბარდიელებმა საკუთარ მოედანზე" "ბარი" დაამარცხეს და თანაც, საკმაოდ იოლად, სამბურთიანი უპირატესობით. მასიმილიანო ალეგრიმ არ გარისკა და სერია A-ს აუტსაიდერს ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდა.

მართალია, როდესაც "მილანზე" ვსაუბრობთ, ძირითადი შემადგენლობა პირობითი ცნებაა, მაგრამ ფაქტია, რომ მწვრთნელმა წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა. სასტარტოში იყო ალესანდრო ნესტაც, ჯენარო გატუზოც, მასიმო ამბროზინიც, რობინიოც და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. ანგარიში სწორედ იბრამ გახსნა და თანაც მეტად ეფექტური დარტყმით - მე-19 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რობინიოს პასი ჩინებულად მიიღო, ერთ მეურვეს გასცდა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე გოლი სტუმრებმა დიდ ხანს აპროტესტეს და სრულიად სამართლიანადაც - სანამ ბურთი მერკელამდე მივიდოდა, იქამდე რობინიო თამაშგარე მდგომარეობაში ჩარჩა, მაგრამ ლანსმენმა ვერ შენიშნა და ბრაზილიელმაც ახალგაზრდა თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა. რაც შეეხება მესამე გოლს, თავად რობინიომ იხეირა - მეკარესთან პირისპირ დარჩა და აუღელვებლად გაასამა ანგარიში.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ალეგრიმ კმაყოფილება გამოთქვა შეგირდების თამაშით: "ბოლო თამაშებში ფეხი დაგვიცდა, თასზე გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ვათამაშე და საბედნიეროდ, დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. შეგირდებით კმაყოფილი ვარ, რადგან ბოლომდე ითამაშეს და თავი არ დაუზოგავთ."

zura
ალეგრი ჰქვია მილანის მწრთვნელს ლაშა და ლეონარდო იქით მეზობლებლებს ყავთ ინტერში
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა