საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხების მეორე დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუანი დატოვა და პარიზის გავლით გეზი სლოვენიისკენ აიღო
საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხების მეორე დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუანი დატოვა და პარიზის გავლით გეზი სლოვენიისკენ, უკვე შინაურად ქცეულ პოდჩეტრტეკის კომპლექს "ტერმე ოლიმიისკენ" აიღო.

საქართველოს ნაკრებმა რუანი დილის 8 საათისთვის დატოვა და პოდჩეტრტეკში 5-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდა. ნაკრები პარიზიდან ლიუბლიანაში ჩაფრინდა, საიდანაც პოდჩეტრტეკამდე ავტობუსით 2 საათი იმგზავრა.

რუანის ტურნირზე ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა 22 აგვისტოს, საფრანგეთიდან სლოვენიაში მგზავრობის დღეს კალათბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და საღამოს ვარჯიში გააუქმა.

ნაკრებში კარგი განწყობაა. მიუხედავად საფრანგეთთან განცდილი მარცხისა, ტრაგედია არავის შეუქმნია და ნაკრების თამაშში ყველა პოზიტივის დანახვას ცდილობს. ყველამ იცის, რომ მთავარი ბრძოლა 5 სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი ყველა მატჩი მხოლოდ და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლადაა და მოიგებ თუ წააგებ, ნებისმიერი შედეგი გულთნ ახლოს არ უნდა მიიტანო.

ეროვნული ნაკრები 23 აგვისტოდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. თერმულ კურორტ "ტერმე ოლიმიაში" ყველა პირობაა საიმისოდ, რომ სპორტსმენები სათანადოდ მოემზადონ. პოდჩეტრტეკი ჩვეულებრივი ევროპული სოფელია, რომელსაც სამხრეთით ხორვატია ესაზღვრება. სასტუმრო ზედ სასაზღვრო ზოლთან მდებარეობს და ფანჯრებიდან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის სოფელი მოჩანს. საქართველოს ნაკრების წევრებს სავარჯიშო დარბაზი გზის გადაღმა აქვთ, ხოლო სასტუმროში სიმყუდროვის, კალორიული კვებისა და განტვირთვის სრული გარანტიებია.

ერთი სიტყვით, დარბაზი - სასტუმრო, სასტუმრო - დარბაზი: ეს იქნება საქართველოს ნაკრების დღის განრიგი უახლოესი 5 დღის განმავლობაში. 27 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდი იტალიის ქალაქ ტრიესტში გაემგზავრება, სადამდეც პოდჩეტრტეკიდან ავტობუსით დაახლოებით 3 საათის გზაა.

მოგეხსენებათ, იტალიაში ჩვენს ნაკრებს 3 ამხანაგური მატჩი ელის. ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენსა და იტალიელების გარდა რუსეთის ნაკრები და ამერიკის სრუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი - მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იასპარეზებენ.

წყარო:gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება