სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა შოთა არველაძემ, რომელმაც ერთ-ერთი თურქული გრანდი დაამარცხა სტამბოლში
ლეგიონის უქმეების მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავას დებიუტია ფრანგულ ლიგა 1-ში.

სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა შოთა არველაძემ, რომელმაც ერთ-ერთი თურქული გრანდი დაამარცხა სტამბოლში.

გოლებით გამოიჩინეს თავი ირაკლი სირბილაძემ, ავთო ებრალიძემ, ჯაბა ლიპარტიამ და ლუკა ძიძიგურმა, ხოლო საგოლე პასები გიორგი გოროზიამ და კახა მახარაძემ მიითვალეს...

დებიუტი და იმედი

ყველანი დიდი ინტერესით ველოდით ჯაბა კანკავას დებიუტს ლიგა 1-ში. ქართველი "ნანტთან" შეხვედრაში "რეიმსის" სასტარტოში მოხვდა, თუმცა მის დებიუტს საფრანგეთში იღბლიანი არ ეთქმის - ჯაბამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, ის უკვე 53-ე წუთზე გამოცვალეს და მისმა გუნდმა, რომელსაც აქამდე ორი მოგება ჰქონდა, 0:1 წააგო.

"ფრანს ფუტბოლი" წერს, რომ ქართველი სულ ერთხელ დაჯარიმდა, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო.

"მართალია, ჯერ კანკავა არ არის მზად, დააბალანსოს "რეიმსის" შუა ხაზი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის მალე გაუშინაურდება ჩემპიონატს და თამაშს მოუმატებს", - წერს გამოცემა.

ლიგა 2-ის "პარიზში" ირიცხება ამირან სანაია, მაგრამ ამ სეზონში (4 ტურია გასული) ჯერ ერთხელაც არ გამოჩენილა გუნდის განაცხადში.

ოქრიაშვილის მიზანი

იტალიურ სერია A-ში I ტურში მარცხი იგემა ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ", რომელიც შინ 1:3 დამარცხდა "კიევოსთან". მჭედლიძემ 63-ე წუთზე შეცვალა მაკარონე, მაგრამ გუნდს ვერაფერი უშველა.

ბელგიაში ხუთი ტური გაიმართა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ თორნიკე ოქრიაშვილის მთავარი ამოცანა პირველ წრეში "გენკის" სასტარტოში დაბრუნება იქნება. თორნიკემ ხუთიდან მხოლოდ 2 ტურში ითამაშა სასტარტოში, "სენტ ტრუიდენთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში კი მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩნდა (0:2-ზე). სამწუხაროდ, მან თავი ვერც ვერაფრით გამოიჩინა ლიმბურგიულ დერბიში.

რაც შეეხება "გენკის" მეორე ქართველ ლუკა ზარანდიას, მეორე სეზონია ის გუნდშია და ჩემპიონატში მისი დებიუტი ჯერაც არ შემდგარა. მოკლედ, სჯობს ჯერ ზარანდია პირველ გუნდში ერთხელ მაინც გამოჩნდეს. ამას წინათ მან "გენკის" დუბლებში ბელგიის თასზე გოლით გამოიჩინა თავი ("სენტ ტრუიდენის" დუბლებთან).

ჰოლანდიაში ქართველთა "ვიტესმა" 77-ე წუთამდე იოლად გაუძლო "ფეიენოორდის" შეტევებს, შემდეგ კი კაპიტანი გურამ კაშია საჯარიმოში დაჯარიმდა და დირკ კუიტმა პენალტით გაიტანა. ორ წუთში მასპინძლებმა კიდევ გაიტანეს, ამჯერადაც არნემელთა დაცვის ცენტრმა მოიკოჭლა. კაშიას მსგავსად, 90 წუთი ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც.

ოსტატს შეგირდმა აჯობა

თურქეთში სენსაციურად იმარჯვა შოთა არველაძის "ტრაბზონმა", რომელმაც სტამბოლში "ბეშიქთაშს" 2:1 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ მეკარე კივრაკმა კვარეჟმასგან ენითაუწერელი კუთხიდან გაუშვა გოლი. სწორედ პორტუგალიელის გაძევების მერე გაიტანა ზენგინმა გამარჯვების გოლი. ასე აჯობა ყოფილმა შეგირდმა არველაძემ შენოლ გიუნეშს კარიერაში პირველად.

ქართველის გუნდს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა - 6 ქულა ორ შეხვედრაში.

თამაშის შემდეგ შოთამ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ ჩემპიონობისთვის, რომ გუნდში კიდევ ორ ტრანსფერს უნდა ელოდონ.

"ორივე უცხოელია და ორივე სახელიანი ფეხბურთელია. ყველას გაუხარდება, მათ გვარებს რომ გაიგებს", - განაცხადა შოთამ.

"რიზე" შინ 1:1 დაუზავდა "ფენერბაჰჩეს". ამ შეხვედრაში არ შედგა "რიზეს" ახალწვეულის, ნიკა ძალამიძის დებიუტი, ქართველი სათადარიგო დარჩა.

ქვედა ლიგაში ალეკო ამისულაშვილის "ქარშიაქა" "შანლიურფას" მასპინძლობდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

გოგიას და ჰუფნაგელის სასტარტო

ინგლისურ ჩემპიონშიპში აკაკი გოგიას "ბრენტფორდი" "ბარნლის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. გოგია სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 58-ე წუთზე შეცვალეს.

II ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგის" სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მისმა გუნდმა სტუმრად "დიუსელდორფს" 2:1 მოუგო. ჩვენებური 70-ე წუთზე გამოცვალეს.

ბრემენის "ვერდერის" ახალწვეულ გიორგი პაპუნაშვილისგან ბევრს ველით, თუმცა ჯერჯერობით ჩვენებურს უჭირს "ვერდერის" დუბლებში ფეხის მოკიდება - "ვერდერის" მეორე გუნდი III ბუნდესლიგის მატჩში 1:1 დაუზავდა "მაგდებურგს", ხოლო ჩვენებური სათადარიგო იყო.

გადამწყვეტი პენალტი გააცუდა

რუსეთში თედო გრიგალაშვილის "ტერეკი" შინ 1:1 დაუზავდა მოსკოვის "დინამოს". ქართველი მცველი სათადარიგო იყო, მის დებიუტს ჯერაც ველით.

თამაში არც ჯანო ანანიძეს მოუწია, მისმა "სპარტაკმა" სტუმრად მოახერხა "ამკარის" დამარცხება - 3:1. ის სათადარიგო იყო.

ნუკრი რევიშვილმა "მორდოვიას" კარი "მშრალად" შეინახა "კრასნოდართან" მატჩში - 0:0. მამუკა კობახიძე "მორდოვიას" განაცხადში კი იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.

I დივიზიონში "არმავირმა" 2:0 მოუგო "სიბირს". ციმბირელთა წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშეს დავით ხურციძემ და ირაკლი გეფერიძემ. კახა ალადაშვილი 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მისი "სკა-ენერგია" კი 0:1 დამარცხდა "სპარტაკის" დუბლებთან (გიორგი მელქაძე სასტარტოში იყო).

უკრაინაში სათასო ბატალიები გაიმართა. მოულოდნელად გამოეთიშა ასპარეზობას "კარპატი", რომელიც 1:1 ეთამაშა "ზირკას", მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა. "კარპატის" გოლი უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუას ანგარიშზეა. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. პენალტების სერიის ბოლო პენალტი მან შეასრულა, მაგრამ 4:5-ზე მეკარემ აუღო.

სანდრო კობახიძის "ვოლინმა" კი სტუმრად 2:0 სძლია "ინგულეცს". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

ოდესის "ჩერნომორეცმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ჰორნოსტაივკას". დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში.

გუშინ "ზორიამ" სტუმრად 5:0 გაანადგურა "ხერსონი". მასპინძელთა რბევას წერტილი 86-ე წუთზე ჯაბა ლიპარტიამ დაუსვა.

იხილეთ ვიდეო

მზერა კუნძულისკენ

შაბათს დაიწყო კვიპროსის პირველობა, რომელიც მეტად საინტერესოა ჩვენთვის, რადგან კუნძულზე ქართველ ლეგიონერთა მოზღვავებაა. უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" "ნეა სალამინას" უმასპინძლა და 5:3 მოუგო, არადა, ბოლო წუთამდე 3:3 იყო. უჩამ 90 წუთი ითამაშა.

"პაფოსი" შინ აეკ-თან 0:2 დამარცხდა. წაგებულთა კარს როინ კვასხვაძე იცავდა, გია გრიგალავამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე, ლევან ხმალაძემ - 70, რადგან შემდეგ გააძევეს. ელგუჯა გრიგალაშვილი 62-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო ნიკოლოზ გელაშვილი - 72-ეზე.

ასე რომ, ერთდროულად ერთ მომენტში "პაფოსში" 4-მა ქართველმა ითამაშა. გოლები კი ხმალაძის გაძევების შემდეგ გავიდა.

"ახნასი", რომლის შემადგენლობაშიც ბექა ტუღუშს ჰქონდა დებიუტი, შინ "დოქსას" დაუზავდა - 2:2. ჩვენებური 65-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატი "ანორთოსისმა", რომელმაც შინ 2:0 მოუგო აელ-ს. ფამაგუსტელთა რიგებში 62-ე წუთამდე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ, ხოლო ირაკლი მაისურაძე 68-ე წუთზე გამოჩნდა.

ყოჩაღი ქართველი ვიკინგებში

საბერძნეთში "ვერიას" რიგებში გიორგი მერებაშვილის დებიუტი შედგა. ის მე-60 წუთზე გამოვიდა მატჩში, როცა "ვერია" 0:1-ს აგებდა "იანინასთან" შეხვედრაში. მატჩი 1:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, "ოლიმპიაკოსის" განაცხადში ვერ ვიხილეთ გიორგი ლორია.

ჩეხეთში ლევან ყენიას "სლავიამ" სტუმრად 3:1 მოუგო "ოსტრავას". ქართველი პრაღელთა რიგებში კვლავ არ ჩანს. ტრავმის გამო მას კარიერა ბევრჯერ არევია და სამწუხარო იქნება, თუ ეს კიდევ ერთხელ გამეორდება. ყენიას ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

ნორვეგიაში წარმატებით ასპარეზობს "სტაბეკი" და მისი ქართველი ლეგიონერი გიორგი გოროზია. "სტაბეკმა" სტუმრად 4:2 მოუგო "სანდეფიორდს", ხოლო გიორგიმ 90 წუთი გაატარა მინდორზე, სტუმართა ბოლო გოლიც მისი პასით გავიდა. "სტაბეკს" ჩემპიონატში მხოლოდ "როსენბორგი" უსწრებს.

დანიაში ქართველთა "ორჰუსი" "კოპენჰაგენს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. მათე ვაწაძემ 67-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ მას თავი არ გამოუჩენია. დავით სხირტლაძე თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

ავთოს პირველი გოლი

23 აგვისტოს "ჟილ ვისენტემ" 4:0 დაამარცხა "კოვილია". გუნდის მესამე გოლი მე-60 წუთზე ავთო ებრალიძემ გაიტანა. მისივე პასით გაიხსნა ანგარიში ამ შეხვედრაში. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

იხილეთ ვიდეო

პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" შინ 0:2 დამარცხდა "მაფრასთან". ქართველი მეკარე სასტარტოში იყო.

მეორე პოლონურ ლიგაში "ზავიშამ" 4:1 მოუგო "ლეგნიცას". მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო გიორგი ალავერდაშვილი.

დავით მაკარაძის "ვიგრი" შინ 2:2 დაუზავდა "ბიტოვს", ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო.

სხვადასხვა

ფინეთში ქართული დუელი ვიხილეთ - ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) კუპს-ი 1:1 დაუზავდა გიორგი ოსიტაშვილის (მე-60 წუთზე შემოვიდა) კტპ-ს. 69-ე წუთზე ანგარიში სირბილაძემ გაათანაბრა. გაგიკვირდებათ და, გამოცდილ გოლეადორს ამ სეზონში სულ ორი გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი.

ავსტრიის რეგიონალლიგაში კვლავ გამოიჩინა თავი ლუკა ძიძიგურმა, მისი "კიცბიუელი" სტუმრად 2:3 დამარცხდა "დორნბირნთან". ლუკამ 67-ე წუთზე გაიტანა. ქართველმა მე-5 მატჩში მეორე გოლი გაიტანა.

ბელორუსში იაკობ აფხაზავასა და დავით ჩიგოევის "მოზირი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "მინსკთან" თამაშში. ჩიგოევი 75-ე წუთზე შევიდა და ყვითელი ბარათი მიიღო, აფხაზავა სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მოლდოვაში "საქსანი" შინ 1:3 დამარცხდა "ზარიასთან". წაგებულთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი სარჯველაძე.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა "ფლორამ" კი სტუმრად "ტამეკა" გაანადგურა - 4:1.

ალბანეთში გიორგი ფოფხაძის და ბაჩანა ცხადაძის "ფლამურტარი" შინ 0:1 დამარცხდა "ტეუტასთან". ფოფხაძე თავიდანვე სასტარტოში იყო, ცხადაძე კი მეორე ტაიმში გამოჩნდა.

აზერბაიჯანში ნუგზარ კვირტიამ 90 წუთი დაჰყო აზალ-ის შემადგენლობაში, მისი გუნდი კი შინ ჩემპიონ "ყარაბაღთან" დამარცხდა.

სომხეთში ქართველთა "ულისი" 0:4 შერცხვა სტუმრად "ალაშკერტთან". გიორგი კაჭკაჭიშვილმა და ბესიკ ჩიმაკაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო დავით ლომაია სათადარიგო იყო.

ქართული დუელი შედგა "მიკას" და "განძასარის" დაპირისპირებაში - 2:3. მასპინძელთა რიგებში ითამაშა ირაკლი კვეკვესკირმა, სტუმრებში - გოგიტა გოგატიშვილმა.

უზბეკეთში ქართველი კაპიტნის, კახა მახარაძის "ფახთაქორმა" შინ "ყიზილკუმს" 3:0 მოუგო. ჩვენებურის საგოლე პასით გაიხსნა ანგარიში, მაგრამ კახამ ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში აღარ უთამაშია, ხოლო მისმა შემცვლელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.

სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი კვესიეშვილმა. "ფახთაქორი" 50 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ჩრდილოეთ ამერიკის სოკერ ლიგაში ზურაბ ცისკარიძის "სან ანტონიომ" "ჯექსონვილი" 1:0 დაამარცხა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho
სამწუხაროდ ორივე კომენტარს ვიზიარებ:ქართველი მესი არა ... სად არის?არადა რამდენი ლაპარაკი იცის,მხითარინის ნაბან წყლად არ ღირხართ ქართველი ფეხბურთელების 98%
goga
ახალგაზრდა ქართველი "ტალანტები" რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებენ სპეციალისტები არც ერთს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა,საერთოდ განაცხადში ვერ ხვდებიან!ზარანდია ყველაზე ნიჭიერი თანატოლებში მეორე წელია უკვე გუნდშია და განაცხადში ვერ ხვდება მითუმეტეს ბელგია არ არის იმ დონის ჩემპიონატი სულ ვარკვლავები რომ თამაშობდნენ და კონკურენციას ვერ უწევდეს პირიქით მისნაირი ახალგაზრდები თამაშობენ,პაპუნაშვილი დუბლების განაცხადში ვერ ხვდება... საინტერესოა "ქართველი მესი" სად არის რომ აღარაფერს წერთ მასზე?!
ika
ოქრიაშვილი მორჩა ფეხბურთს ოფიციალურად
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: სასწაულებრივი ლორია, ექვსი გოლი და განგაშის საფუძველი [VIDEO]
[ლეგიონის უქმეები] ლევან მჭედლიძის გოლი და ტრავმა "მილანთან" [VIDEO]
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
ლეგიონის უქმეები: გოგიას დუბლი და ქართველის გოლი ქართველის კარში [VIDEO]
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს
ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...
ლეგიონის სუპერპარასკევი: 4 გოლი და საგოლე პასი და დებიუტი [VIDEO]
გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: აბურჯანიას შანსი, სხირტლაძის დუბლი, გოროზიას გოლი [VIDEO]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
[ლეგიონის უქმეები] ქვილითაია და ხოჭოლავა ნაკრებში გოლით მოდიან [VIDEO]
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან