"შრეკს" "მანჩესტერის" მაისურით გოლი 858 წუთია, არ გაუტანია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში "ნიუკასლს" ვერ მოუგო (0:0). ის კი არა, ჯორდების ახალწვეულს, ალექსანდრ მიტროვიჩს ხარიხისთვის რომ არ გაერტყა ბურთი, შესაძლოა, "წითელი ეშმაკები" სულაც დამარცხებულიყვნენ.

მემფის დეპაი ისე ვეღარ "დაფრინავდა" და ბრწყინავდა, როგორც "ბრიუგესთან"; უეინ რუნი კვლავ დაკარგული და თითქოს, საერთო სქემიდან ამოვარდნილი იყო.

ვერც სხვები გამოირჩეოდნენ. ბასტიან შვაინშტაიგერი ამჯერად ძირითადში მოხვდა და მორგან შნეიდერლენს შეუწყვილდა ნახევარდაცვის ცენტრში. იგი მოგვიანებით მაიკლ კერიკმა შეცვალა, აქამდე პირიქით ხდებოდა. ლუი ვან გაალმა დროზე ადრე გაიყვანა მატეო დარმიანიც და იდეაში უფრო შემტევ ანტონიო ვალენსიას ჩააბარა ფლანგი. ეკვადორელს ერთი მომენტი შეექმნა კიდეც, მაგრამ მას კარგად მოთამაშე ფაბრისიო კოლოჩინიმ აჯობა. მინდორზე გასვლის შანსი მიიღო ჩიჩარიტომაც, მაგრამ მექსიკელს ბევრი არაფერი გამოუვიდა.

სტივ მაკლარენი კი იმით გამოირჩა, რომ ძირითადში აიოსე პერესი დააყენა. მიტროვიჩის სასტარტოში გამოჩენაც ერთგვარი სიურპრიზი გახლდათ, რადგან აქამდე ის შეცვლებზე შედიოდა. მუსა სისოკო ტრავმირებული გახლდათ, ხოლო დერილ იანმაატი - დისკვალიფიცირებული.

ითამაშა კლუბის ახალწვეულმა ფლორენ ტოვენმაც, რომელიც "მარსელიდან" 18,4 მილიონ ევროდ იყიდეს და პლუს, "ველოდრომზე" რემი კაბელია გაანათხოვრეს. "კაჭკაჭებმა" ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვეს და ქულა ნამდვილად დაიმსახურეს. ისინი ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების ძიებაში არიან. მანჩესტერელებისთვის კი კარგი ერთადერთი ის თუ იყო, რომ კარი კვლავაც მშრალად შეინახეს.

"თამაშით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, მაგრამ არა შედეგით - არ გაგვიმართლა. მატჩის მიწურულს სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ, მაგრამ გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. მიყვარს ასეთი თამაშები, როდესაც ამდენს ვმუშაობთ, ოღონდ შედეგი სხვაგვარი უნდა იყოს ხოლმე. მოგება მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა. ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს პერიოდში" - აი, ასე თავისებურად დაინახა ვან გაალმა "ნიუკასლთან" მატჩი.

სტივ მაკლარენი: "გულდაწყვეტილები ვართ. ვიცოდით, რომ პირველი 20 წუთი მეტოქის იქნებოდა, მაგრამ მერე თავდაჯერება შეგვემატა, მატჩი დავაბალანსეთ და მომენტების შექმნა დავიწყეთ. დაცვა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და დისციპლინის კუთხით ჩინებულად ვთამაშობდით. მოგება მართლაც შეგვეძლო, შანსები ვერ გამოვიყენეთ. შორს ვართ იმისგან, რაც გვინდა, რომ ვიყოთ. სხვადასხვა რგოლსა და ხარვეზებზე სამუშაო გვაქვს, უნდა მოვუმატოთ, ამას ცოტა დრო დასჭირდება".

როგორც ხედავთ, ორი მწვრთნელი თავისას გაიძახოდა, ჭეშმარიტება კი სადღაც შუაშია ხოლმე და ფრე, ალბათ, ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო.

სტატისტიკა

* "მანჩესტერი" პრემიერლიგას ზედიზედ სამი გოლგაუშვებელი მატჩით მესამედ იწყებს.

* ბოლო მეკარე, რომელმაც აქამდე პირველ სამ ტურში კარი მშრალად შეინახა, დავიდ ოსპინაა. ახლა ეს შედეგი "წითელი ეშმაკების" ახალმა გოლკიპერმა სერხიო რომერომ გაიმეორა.

* 2015 წელს პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში უეინ რუნიმ მეტოქის კარში ზუსტად ერთზე მეტჯერ მხოლოდ მეორედ დაარტყა.

* "შრეკს" "მანჩესტერის" მაისურით გოლი 858 წუთია, არ გაუტანია.

* "ნიუკასლმა" თებერვლის მერე გასვლაზე პირველი ქულა აიღო.

* მანჩესტერელებმა მეტოქის კარში ზუსტად 8-ჯერ დაარტყეს. პირველ ორ შეხვედრაში ერთად "წითელ ეშმაკებს" სამი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ მეტოქეთა კარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ქართველები სათანადოდ ვერ დავაფასეთ - სერბები თბილისურ მატჩზე
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
[მეტოქე სერბეთის ნაკრები] ვისთან მოუწევს ბრძოლა საქართველოს ნაკრებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სერხიო რომერო: მეორე ნომრად ყოფნა აღარ მსურს
მიტროვიჩი: "ალ ჰილალი" მადრიდის რეალს ჰგავს, ინგლისში თამაში საერთოდ არ მენატრება
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
სერხიო რომერო "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
სერხიო რომერო სამშობლოში დაბრუნდა
მ/ჩ 2018. VI ტური. D ჯგუფი: ერთნაირი სცენარით... [VIDEO]
კარგი არც მძღოლი ყოფილა - რომერომ ძვირად ღირებული მანქანა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზასთან დაამტვრია [PHOTO]
პრემიერლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ანრიზე ნაკლები, სხვებზე მეტი
არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
ლონდონის "ფულჰემმა" ალექსანდრ მიტროვიჩი გამოისყიდა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას