კუადრადო გადაწყდა, ნახევარდაცვის ცენტრიც გასაძლიერებელია
"იუვენტუსის" გულშემატკივრებს გულის სიღრმეში, შესაძლოა, გაუხარდათ კიდეც ის, რომ ტურინულმა კლუბმა იტალიის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო. "იუვეს" ქომაგები იმედოვნებენ, რომ კლუბის ხელმძღვანელები "უდინეზესთან" ჭკუის სასწავლებელი წაგების შემდეგ მაინც გამოფხიზლდებიან და ბრწყინვალე სეზონის შემდეგ აშკარად შესუსტებულ გუნდს გააძლიერებენ.

მართალია, "იუვენტუსმა" რამდენიმე მართლაც კარგი ფეხბურთელი გადაიბირა (ხედირა, მანჯუკიჩი, დიბალა, ძაძა, ალექს სანდრო, რუგანი), მაგრამ საქმე ისაა, რომ ამათგან მხოლოდ სამი ხედირაა არტურო ვიდალის ("ბაიერნში" გადავიდა) ან ანდრეა პირლოს (ამერიკაში წავიდა) პოტენციური შემცვლელი.

"უდინეზესთან" მატჩში კი ყველაზე მეტად სწორედ ნახევარდაცვის ცენტრს გაუჭირდა - მეტადრე იმიტომ, რომ ტურინელებს კლაუდიო მარკიზიო დაუშავდათ და "იუვეს" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იძულებული გახდა, საყრდენ ნახევარმცველად სიმონე პადოინი გაემწესებინა.

ასე რომ, თუკი "იუვენტუსის" ხელმძღვანელები "უდინეზესთან" მატჩამდე მაინც ითრევდნენ ფეხს, წესით, ამ შეხვედრის მერე მაინც უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ტურინულ კლუბს სასწრაფოდ სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც პირლოსა და ვიდალის წასვლით შექმნილ სიცარიელეს ამოავსებს.

თუმცა არც მთლად ისეა საქმე, თითქოს "იუვეს" შეფები არ ცდილობდნენ. ამ დღეებში იტალიურ პრესაში ძალიან ხშირად იწერება, რომ ტურინელები სხვადასხვა ცნობილი ცენტრალური ნახევარმცველის გადაბირებას ცდილობენ.

იწერება, რომ "იუვეს" თვალი აქვს დადგმული ისკოსა და ილიარამენდიზე (ორივე "რეალი"), გიუნდოგანსა და მხითარიანზე (ორივე "დორტმუნდი"), ასევე - ხავიერ მასკერანოზე, რომელსაც "ბარსელონადან" წასვლა აქვს გადაწყვეტილი და სწორედ იტალიაში გადაბარგება უნდა.

თუმცა ცხადია, რომ დრო აღარ ითმენს, სატრანსფერო პერიოდის დახურვის დღე ახლოვდება, კარგი ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაში მყოფი ტურინელები კი ამ მხრივ ჯერაც ხელმოცარულები არიან. ამიტომაც ეიმედებათ "იუვენტუსის" გულშემატკივრებს, რომ კლუბის შეფებს "უდინეზესთან" წაგება გამოაფხიზლებს და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას დააჩქარებინებს.

ალეგრი: ცუდად არ გვითამაშია...

ალეგრიმ საკუთარ მოედანზე "უდინეზესთან" მოულოდნელი მარცხისგან ტრაგედია არ შექმნა და შეგირდების დაცვას შეეცადა:

"პირველ წუთებში ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ოდნავ ავირიეთ და ცოტათი არაორგანიზებულებიც ვიყავით. საგოლე მომენტები გვქონდა, თუმცა მომენტი არ ითვლება - თუკი მას ვერ იყენებ. "უდინეზე" კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს, მეტოქემ თავისი შანსი გამოიყენა. ეს მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია.

ვიცი, რომ ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ გავამწესე ძირითად შემადგენლობაში კომანი და არა დიბალა. მჯეროდა, რომ "უდინეზესთან" კინგსლი კარგად ითამაშებდა. კომანი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, მონდომებაც არ აკლია, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავს. წინ მთელი სეზონია და უკვე მომდევნო ტურში სულ სხვა "იუვენტუსს" იხილავთ," - უთხრა ალეგრიმ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

მეორე ტურში "იუვეს" მართლაც უმნიშვნელოვანესი ჯახი აქვს "რომასთან" და სწორედ ამას გაუსვა ხაზი თავის კომენტარში ლეონარდო ბონუჩიმაც: "სეზონის წაგებით დაწყება საშინელება და სამარცხვინოა. ორმაგად გულდასაწყვეტია ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი მომენტი გვქონდა, მათ კი, ფაქტობრივად, პირველივე დარტყმა გოლით დააგვირგვინეს. მომდევნო ტურში "რომასთან" სერიოზული პროგრესი გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი მეთანხმება", - აღნიშნა ბონუჩიმ.

კუადრადო ფლანგს გააძლიერებს

თუმცა "უდინეზესთან" წაგების შემდეგ "იუვენტუსმა" ერთი საინტერესო ტრანსფერი მაინც მოაკვარახჭინა - ოღონდ არც ეს ახალწვეულია ცენტრალური ნახევარმცველი. "იუვენტუსის" დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა ლონდონის "ჩელსიდან" 27 წლის გარემარბის, ხუან კუადრადოს იჯარა.

"დიახ, კუადრადო ტურინში მოდის. იჯარა ერთწლიანია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ალეგრის საუკეთესო მოთამაშეები მოვუყვანოთ და კუადრადო სწორედ ასეთია", - უთხრა მაროტამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

"იუვეს" კუადრადოს ერთწლიანი იჯარა მილიონნახევარი ევრო უჯდება (პლუს ფეხბურთელის ხელფასი) და თუ ამ უკანასკნელმა ალეგრის იმედები გაამართლა, ტურინელებს გაისად მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

მაროტამ იქვე დასძინა, რომ კუადრადოს გადაბირებით "იუვეს" სატრანსფერო აქტივობები არ დაუსრულებია. ასე რომ, "იუვენტუსის" ქომაგები კიდევ მინიმუმ ერთ მაღალი კლასის ახალ მოთამაშეს ელიან, რომელიც, ყველა ლოგიკით, ცენტრალური ნახევარმცველი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
მარკიზიო და ხედირა ცენტრში (ტრავმირებულები არიან), ჯერ პოგბა ფაქტიურად მარტოა, ასევე სანდრო ახალი გადმოსულია, მალე ისიც ჩაჯდება ძირითადში, უკვე კუადრადოც მოვიდა, ასევე მორატაც ტრავმირებულია, რომელიც მალე დაბრუნდება, დიბალაც ძირითადში ჩაჯდება. დრაქსლერსაც მოიყვანენ სავარაუდოდ, თუ არა და სხვა ტრეკუარტისტას მოძებნიან, ასე რომ ერთადერთი ტრეკუარტისტას საკითხი დგას, სხვა არაფერი, ტრავმირებულებიც მწყობრში რომ ჩადგებიან არ იქნება ცუდი შემადგენლობა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ხუან კუადრადო რონალდოს: უკეთესი იქნება, თუ 7-ნომრიანი მაისური შენ გექნება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ტურინის "იუვენტუსმა" ძირითადის ფეხბურთელი სამი თვით დაკარგა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
"იუვენტუსის" ფეხბურთელები დაინფიცირდნენ და გუნდის მილანში გამგზავრება გადაიდო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კუადრადო "იუვენტუსს" მალე დატოვებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მასიმილიანო ალეგრი: "აიაქსთან" მატჩისთვის რონალდოს დაბრუნება რთული იქნება
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა