ზაზა ურუშაძე: "კლუბი აუცილებლად მიმართავს ფედერაციას ოფიციალურად, რომ რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე"
ლანჩხუთის "გურიის" პრესსამსახურმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა "შუქურასთან" II ტურის მატჩის ვიდეოკოლაჟი, სადაც, კლუბის განცხადებით, აშკარად ჩანს, რომ 81-ე წუთზე, როცა ანგარიში იყო 1:1, მასპინძლებმა საჯარიმოში მოცელეს გია ჩადუნელი, მაგრამ იქვე ახლოს მდგომმა არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა წესების დარღვევა "ვერ დაინახა".

შუქურა-გურია 2:1 - ბოლო წუთების დრამა "ჩელე არენაზე" [VIDEO]

"ასე როგორ შეიძლება?! ქობულეთში ყველამ კარგად დაინახა, რომ მასპინძელმა მცველმა აშკარად წააქცია "გურიის" ფეხბურთელი საჯარიმოში, მაგრამ რატომღაც მსაჯმა ეს ვერ შენიშნა.

რა თქმა უნდა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ იმდენად ახლოს იდგა არბიტრი ამ ეპიზოდთან, რომ მისი ქმედება ეჭვს აჩენს. ამას გარდა, მან მეორე ტაიმში აშკარად ტენდენციურად იმსაჯა. ამას ყველა ხედავდა", - აცხადებს "გურიის" წარმომადგენელი.

24 აგვისტოს ლანჩხუთის გამგებელმა და, ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ამ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის ფრაგმენტსაც აქვე გთავაზობთ:

"არ მინდოდა კომენტარი თამაშის დასრულებისთანავე, ცხელ გულზე გამეკეთებინა. ვნახე ვიდეოჩანაწერიც და დავასკვენი, რომ, უბრალოდ, ამის მოთმენა აღარ შეიძლება! მსაჯმა აშკარად წაგვართვა მოგების შანსი და საბოლოოდ, საერთოდაც, უქულოდ დავრჩით.

არბიტრმა არ დაგვინიშნა აშკარა 11-მეტრიანი, რამაც, რა თქმა უნდა, მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა.

მსაჯებიც ცდებიან ხოლმე, მაგრამ რასაც ეს ადამიანი მე-60 წუთიდან აკეთებდა, იყო მიზანმიმართული ქმედება თავისი ლოგიკური დასასრულით - არდანიშნული პენალტი.

თამაშს რომ ვუყურებდი, მქონდა შთაბეჭდილება, რომ მანამ არ დაასრულებდა თამაშს, სანამ არ გაგვიტანდნენ...

ჩვენ ფეხბურთი ვითამაშოთ, თუ მსაჯებთან ურთიერთობები ვალაგოთ? ამას არ ვაპირებთ და მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეს ეხება - ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, თორემ რა გამოდის? ყველა ხედავს, რამდენს ვწვალობთ და ბოლოს მსაჯობის გამო ყველაფერი წყალში გვეყრება.

კლუბი აუცილებლად მიმართავს ფედერაციას ოფიციალურად, რომ რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე, თორემ ასეთი მსაჯობის გამო თუ არავინ დაისაჯა, იგივე გაგრძელდება", - აცხადებს ურუშაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1
ვისაც რეზი არ მოსწონს, ყველას ებრძვიან. ზესტაფონი ამის მაგალითია. დადექით ყველა წერთად, სანამ დროა თორე ასე ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებით
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!
რევაზ ჩელებაძე: იმ მომენტში მზად ვიყავი, მომეკლა!..
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება
დავით ხარიტონაშვილმა სამსაჯო კარიერა დაასრულა
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
დინამო (თბ)-დილა 1:2 - აი, ლეგიონერი!.. [VIDEO]
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი