"მინდა, ჩემი გამოცდილება და კონტაქტები ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეს მოვახმარო"
რევაზ არველაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 25 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა.

არველაძე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა წარადგინა.

აი, ფრაგმენტი სფფ-ის გენერალური მდივნის განცხადებიდან:

"ხვალიდან (ანუ დღეიდან - რედ.) ვაჩერებ ყველა ტიპის აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ საქმიანობასთან. ვიტოვებ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას.

უახლოეს პერიოდში უეფას ეგიდით რამდენიმე სტრატეგიული ფორუმი იმართება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის.

ამ შეხვედრების შემდეგ, კერძოდ - 17 სექტემბრიდან, გადავდგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან.

მინდა, ჩემი გამოცდილება და კონტაქტები ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეს მოვახმარო. მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი წინადადება, რადგან სწორედ ერთობლივი ქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის - ქართული ფეხბურთის წარმატების მიღწევა მისი სწორი განვითარების გზით", - ნათქვამია არველაძის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

55
რეზი წადი შინ და დაისვენე რა. რა ხარ ესეთი მოუცილებელი.
პაპა
მარადმწვანე გენ მდივანი... შეეშვი რა ფეხბურთის დაბეჩავებას. სხვებმაც ცადონ იქნებ უკეთესად აკეთებენს საქმეს. 4 წელი დაისვენე და მერე ცადეთ ძმებმა ერთად.
David
რეზი პრეზიდენტად!!!!
111
წადი ბიძია სახლში. გეყოფა ამდენი ჭამა. აცადე სხვას ფეხბურთის გადარჩენა. შენს ხელში ფეხბურთი მოკვდა. როგორმე გეყოს იმდენი ვაჟკაცობა რომ არჩევანი გააკეთო სკამსა და ფეხბურთის განვითარებას შორის
maiko
ვეტერანი ფეხბურთელების კანდიდატი?!
Bacho
წავიდააა!დაიწყო წინასაარჩევნო ტყუილბი...ფუF
gg
წავა ეხლა ვაჭრობა.მერე შეპირდებიან შენს ჩასვრილ საქმეებს არ გამოვიძიებ და გვერდზე გადექიო,ესეც მიიღებს ხელშეუხებლობის გარანტიას და წავა მშვიდად როგორც ხდება ხოლმე საქართველოში...ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ ფეხბურთს კი არა...
Tato
აქამდე ვინ გიშლიდა .....
ლევანი
ჩემი პროგნოზი: არჩევნებამდე არველაძე მოიხსნის კანდიდატურას(იმ შემთხვევაში, თუ დაინახა რომ თვითონ ვერ აგვარებს საქმეს ხელისუფლებასთან და ამასთანავე ისიც თუ შენიშნა, რომ ზემდგომებმა კობის ღიად დაუჭირეს მხარი) ხელისუფლების ფავორიტის სასარგებლოდ და სანაცვლოდ კვლავ გენერალურ მდივნობას მოითხოვს. აი, ასე!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა