19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შვეიცარიულ "ბელინცონასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო ჭელიძემ შვეიცარიის უმაღლესლიგელ "ბელინცონასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. დაიწერა ისიც, რომ სანდრო მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.

თუმცა დავინტერესდით და სხვაგვარი ამბები შევიტყვეთ. სანდრომ პირველი ნაბიჯები საქართველოში გადადგა, 9 წლისა თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში შეიყვანეს, 14-ისა კი - თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში. ის თბილისის "ლოკომოტივში" 16 წლის დაბრუნდა, სადაც დუბლებში თამაშობდა. მოსკოვში ამის შემდეგ გადაბარგდა.

ჭელიძეს რუსეთის პასპორტი აქვს, მაგრამ მალე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და საქართველოს ნაკრების სახელით თამაშის უფლება ექნება. ის "ბელინცონაში" ზაფხულში ისინჯებოდა და კლუბის ხელმძღვანელობას მაშინ მოეწონა.

სანდრომ "ბელინცონას" შემადგენობაში საკონტროლო შეხვედრა 13 იანვარს "რომას" სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. შვეიცარიული ინტერნეტ-სააგენტო "ტიო" იუწყება, კლუბში ჭელიძესთან ერთად კიდევ ერთი ქართველი - შერბაკი ისინჯებოდაო.

შესაძლოა, ისიც საქართველოდანაა, მაგრამ მსგავსი გვარის ფეხბურთელს ვერ ვიხსენებთ. ისინი შვეიცარიაში რობერტო მორინინის წყალობით მოხვდნენ.

საინტერესოა, როდემდე უნდა გავიცნოთ ქართველი ბავშვები მხოლოდ ასეთი დონის კლუბში მოხვედრის შემდეგ? ვფიქრობთ, ფეხბურთის ფედერაციას მეტი ხარჯის გაღება მოუწევს, საინტერესო მოთამაშეებზე დასაკვირვებლად მწვრთნელები რომ მიავლინოს, თორემ ბევრს დავკარგავთ.

დანიის პირველი ლიგის "ორჰუსმა" კი 18 წლის ქართველ ნახევარმცველ გიორგი დიასამიძეს კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულება ნახევარწლიანია და წარმატებით თამაშის შემთხვევაში კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.

მისგან განსხვავებით, 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე დავით ლეგაშვილი და თავდამსხმელი ლაშა შინდაგორაძე კონტრაქტს ჯერ ვერ აფორმებენ, რადგან 18 წელი არ შესრულებიათ, ევროკავშირში კი 18-წლამდელ არაევროკავშირელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება დიდ წინაღობებს აწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა