სამწლიანი გეგმა: ჯერ 19-წლამდელებში, მერე დუბლებში, ბოლოს ძირითადშიც
დონეცკის "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველს დონბასურ გრანდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ხმები, ნიჭიერი ნახევარმცველის "სოსიედადში" გადასვლასთან დაკავშირებით, არ დადასტურდა. თუმცა ვაჩიბერაძე მაინც ესპანეთში ითამაშებს - ის სევილიური "ბეტისის" ფეხბურთელი გახდა.

"ბექას ამბავი უკვე გადაწყდა, ის "ბეტისში" გადავიდა. მან ესპანელებთან კონტრაქტიც გააფორმა. ხელშეკრულება სამწლიანია ოფციონის წესით - ანუ 2+1 ფორმატით.

ბექა ჯერ "ბეტისის" 19-წლამდელებში ითამაშებს. როგორც ვიცი, მას ინდივიდუალური გეგმა შეუდგინეს - მეორე წელს დუბლებში უნდა დააწინაურონ, მესამე წელს კი - ძირითად გუნდში. ცხადია, ეს მხოლოდ გეგმაა და ყველაფერი მის პროგრესზე იქნება დამოკიდებული.

ბექა ესპანეთში ოთხშაბათს გაფრინდება, კლუბი კი ოფიციალურად ამ კვირას წარადგენს" - გვითხრა ფეხბურთელის მამამ, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ვაჩიბერაძემ.

"ბეტისს" ესპანეთის სამეფო ოჯახი მფარველობს. კლუბის საპატიო წევრები კი ყოფილი მეფე ხუან კარლოს I და მისი ამჟამინდელი მემკვიდრე ფილიპ VI არიან. სევილიური კლუბი ანდალუსიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენ წარმოიდგინეთ, "ბეტისს" უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე სუპეთასის ბოლო ორი გათამაშების მონაწილე "სევილიას", აღარაფერს ვამბობთ "მალაგასა" და "გრანადაზე" - მათზეც ბევრად პოპულარულია.

ვაჩიბერაძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ახლა კი ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" ქართველის მომავალს წერილი რომ მიუძღვნა, შიში გამოთქვა, რომ საქართველო ამ ნიჭიერ ახალგაზრდას უკრაინის ეროვნულ ნაკრებს არ დაანებებდა.

ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებისთვის ეს საფრთხე რეალურია - ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთელად ოდესასა და დონეცკის "შახტარის" აკადემიაში ჩამოყალიბდა, დიდი ალბათობით, საფეხბურთო მოქალაქეობას შეიცვლის და თუ პროგრესი გააგრძელა, საქართველოს ნაკრების ფორმასაც მოირგებს.

უკრაინული მედიის ინფორმაცია, რომ 19 წლის ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ უარყო - ვაჩიბერაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მას ჩვენს ნაკრებში ვერ გამოვიძახებთო. მაგრამ მის მიმართ ინტერესი რომ არსებობს, ესეც ფაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Bacho
ძიუდოისტი ჭრიკიშვილი რა შუაშია?
zurab
მე, რატომღაც, ღვინიაშვილის იმედი ყველაზე მეტად მაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ნაკლებად ცნობილია, ავთო ჭრიკიშვილი ყველაზე უფრო ცნობილია, მაგრამ მისი იმედიც ღმერთმა ნუ მოგვიშალოს!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლა ლიგა. XX ტური: "ვილიარეალმა" "რეალის" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ესპანური გამოცემა "ბეტისს" გურამ კაშიას კანდიდატურას სთავაზობს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ლა ლიგა. XXII ტური: "ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა [VIDEO]
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ლა ლიგა. IX ტური: "რეალი" ერთპიროვნული ლიდერია [VIDEO]
დანი სებალიოსი - ფეხბურთელი, რომელმაც ხამესი შეიწირა...
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლა ლიგა. XVI ტური: გარი ნევილის "ვალენსიამ" კვლავ ვერ მოიგო
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე