მომავალ წელს ფორმულა 1-ის პელოტონს მე-13 გუნდი დაემატება

მომავალ წელს ფორმულა 1-ის პელოტონს მე-13 გუნდი დაემატება და ამ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. უკვე ცნობილია, რომ "დიდ ცირკში" მოსასვლელად რამდენიმე ესპანური გუნდი ემზადება, თუმცა პრესაში გაჩნდა მოულოდნელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ში საკუთარი გუნდით აპირებს დაბრუნებას მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჟაკ ვილნევი. მისი საჯინიბოს სახელწოდებაა - Villeneuve Racing.

ბოლოს კანადელმა ფორმულა 1-ის სამყაროს ნახევარი წლის წინ შეახსენა თავი, როცა US F1-თან კონტრაქტის გაფორმებასა და ამერიკული გუნდის სახელით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარბოლო სერიაში გამოსვლას აპირებდა. მაგრამ ამერიკელთა პროექტი არ განხორციელდა, რის შემდეგაც 39 წლის კანადელმა "სტეფან გრან-პრიში" მოწყობა სცადა, თუმცა არც ამ გუნდს ეღირსა ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის წყალობა. ბოლოს ვილნევი ნასკარის სერიის რამდენიმე რბოლაში გამოსვლით დაკმაყოფილდა.

მაგრამ როგორც ირკვევა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჟაკი ფორმულა 1-ში დასაბრუნებლად ემზადებოდა, თანაც ახალ ამპლუაში - ის გუნდის მფლობელი იქნება. ჟურნალ Auto Motor und Sport-ის ინფორმაციით, ვილნევის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტებმა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში უკვე რამდენიმე შემოწმება გაიარა და პრეტენდენტთა საბოლოო სიაშიც მოხვდა.

ასევე იტყობინებიან, რომ კანადელმა, შესაძლოა, თავის გუნდში სამუშაოდ მიიწვიოს "რენოს" ყოფილი ხელმძღვანელები - ფლავიო ბრიატორე და პეტ სიმონდსი. პირველი გუნდის ხელმძღვანელად და მეორე - ტექნიკურ დირექტორად.

საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ამის გამო,

მთავარმა ფავორიტმა - ART Grand Prix-მ უკან გაიტანა საკუთარი განაცხადი. ამ საჯინიბოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კონკურისის მოგების შემთხვევაში დრო არ ეყოფოდა პროექტის განსახორციელებლად.

კიდევ ერთი კანდიდატია ამერიკული გუნდი - Cypher Group, რომელმაც ივლსის დასაწყისში შეიტანა განაცხადი. როგორც ირკვევა, კონკურსის მოგების შემთხვევაში ამერიკელები ერთ-ერთ პილოტად "რენოდან" სკანდალურად წასულის ბრაზილიელის - ნელსინიო პიკეს მიწვევას აპირებენ. ის ამერიკელ ჯონათან სამერტონის მეწყვილე იქნება.

გარდა ამისა, გაირკვა Cypher Group-ის პროექტის ზოგიერთი დეტალი - აქ US F1-ის ყოფილი თანამშრომლები იმუშავებენ და მათ "ბრაუნ გრან-პრის" ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ბრაუნი შეუერთდება.

2011 წლისთვის ფორმულა 1-ში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა დასკვნით ეტაპს უახლოვდება. შემოწმებისას ფედერაცია მთავარ აქცენტს პროექტების ფინანსურ გარანტიებზე გააკეთებს.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა