ილიარამენდი ბასკეთს დაუბრუნდა
13:08 Sky Sport Italia იტყობინება, რომ "მილანი" ასიერ ილიარამენდით დაინტერესდა.

13:15 იმავე წყაროს ცნობით, "მონაკოდან" "მილანში" შეიძლება გადავიდეს ჟოაო მოუტინიო, რომლის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.

13:32 "ზენიტი" არ გაყიდის "ჩელსიში" მცველ ესეკილ გარაის. The Telegraph-ი წერს, რომ არანაირი კონტაქტი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რუსები მაინც არ აპირებენ არგენტინელთან გამოთხოვებას.

13:36 "მილანი" თავიდანვე შეუდგა მარიო ბალოტელის მორჯულებას. კლუბმა აუკრძალა ფორვარდს ექსტრავაგანტური ვარცხნილობის ტარება, ღამის კლუბებში სიარული და მოწევა. ფეხბურთელის თვინიერ საქციელზე სპეციალური პუნქტია შეტანილი კონტრაქტში.

13:55 ანდრეი იარმოლენკო არ დატოვებს კიევის "დინამოს". უკრაინული პრესა წერს, ფორვარდის ტრანსფერი გამორიცხულია ზამთრის სატრანსფერო ბაზრამდეო.

14:10 "მონაკოს" მცველი ლაივენ კურზავა, შესაძლოა, ლონდონში გაემგზავროს, - წერს The Daily Express-ი. ადრე მარცხენა მცველზე პრეტენზიას "პარი სენ-ჟერმენი" აცხადებდა, მაგრამ ახლა "არსენალი" ყველაზე მეტად არის დაინტერესებული 10 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის შეძენით.

14:14 Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ კეისუკე ჰონდა არ დატოვებს ამ ზაფხულს "მილანს". იაპონელზე პრეტენდენტები იყვნენ "ტოტენჰემი" და "ევერტონი", მაგრამ ნახევარმცველი, ჯერჯერობით, იტალიაში რჩება.

14:20 სევილიელი გჟეგოჟ კრიხოვიაკი, შესაძლოა, "არსენალში" გაემგზავროს. Inside Spanish Football-ს გააჩნია ინფორმაცია, რომ "მეთოფეები" ნახევარმცველში 21 მილიონ გირვანქას იხდიან.

14:30 ამასობაში, კიდევ ერთი ინფორმაცია კურზავას შესახებ. პსჟ მზად არის, გაზარდოს მისი შესაძენი ფასი 24 მილიონ ევრომდე, - იტყობინება L’Equipe-ი.

14:40 "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, ერიკ ლამელამ მამამ და აგენტმა - ხოსე ლამელამ დაადასტურა, რომ მისი ვაჟი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ინტერთან". La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანელებმა ინგლისურ კლუბს 6 მილიონი ევრო შესთავაზეს ერთწლიანი იჯარისთვის.

14:47 იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ, შესაძლოა, დატოვოს "დორტმუნდი" და ინგლისში გაემგზავროს. "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყურადღებით არიან. ადრე პოლონელით "ბეტისი" ინტერესდებოდა, მაგრამ Bild-ის ინფორმაციით, ვერ "გაქაჩა" ხელფასი - 1.8 მილიონი გირვანქა წელიწადში.

15:05 "ლევერკუზენის" შემტევი ჰეონ-მინ სონი, შესაძლოა, "ტოტენჰემში" გადავიდეს, - იტყობინება Kolner Stadt-Anzeiger-ი. ტრანსფერის სავარაუდო თანხა გადამეტებული ჩანს - 30 მილიონი ევრო.

15:22 Sky Sports-ი წერს, რომ "ბაიერნს" ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი დე ბრუინის აყვანაზე. ბელგიელზე ძირითადი პრეტენდენტი ისევ "მანჩესტერ სიტია", მაგრამ კარლ-ჰაინც რუმენიგე მოსალაპარაკებლად იყო ჩასული "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელობასთან.

15:42 "ბეშიქთაშმა" შეათანხმა ვიქტორ ვალდესის იჯარის პირობები.

15:45 არ დადასტურდა ინფორმაცია "ბარსელონას" მხრიდან "სელტას" ფეხბურთელის, ნოლიტოს მიმართ დაინტერესებაზე.

15:51 Tuttosport-ი "მანჩესტერ სიტიდან" "იუვენტუსში" უშვებს სამირ ნასრის.

16:09 ბურაქ ილმაზი ისევ ვერ ახერხებს თურქეთის დატოვებას. ერთი წლის წინ გაუგებარი მიზეზით ჩავარდა ტრანსფერი "ლაციოში", ახლა კი თურქებს არ სურთ ფორვარდის ინგლისში გაყიდვა. "ვესტ ჰემი", რომელმაც უარი მიიღო ხუთმილიონიან წინადადებაზე, თანხა რვა მილიონამდე გაზარდა.

16:25 ანსალდი დატოვებს "ზენიტს" და არჩევანის გაკეთება "ბენფიკასა" და "პორტუს" შორის მოუწევს. ორივე კლუბი მზად არის, იჯარით აიყვანოს არგენტინელი სეზონის ბოლომდე.

16:31 რომაელი ხუან იტურბე მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბენფიკასთან", - წერს Football Italia. მანამდე ამ ფეხბურთელით ინგლისში ინტერესდებოდნენ, კერძოდ, "ვესტ ჰემი" და "ევერტონი".

16:39 The Express-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვესტ ბრომვიჩმა", შესაძლოა, "ქუინზ პარკიდან" იყიდოს ჩარლი ოსტინი. როგორც ჩანს, სეიდო ბერაჰინოს შემცვლელად, რომელსაც აქტიურად უშვებენ "ტოტენჰემში".

16:42 თურქული გამოცემა Radyospor-ი წერს ჰაქან ჩალჰანოგლუზე. "სანდერლენდის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე, შესაძლოა, "იუვენტუსმა" გადაიბიროს. ტურინელები მზად არიან, "ლევერკუზენს" 18 მილიონი გირვანქა გადაუხადონ ჯარიმების გენიოსში.

17:00 "სელტიკის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი კლუბის შეცვლაზე დაფიქრდა. აქამდე ჰოლანდიელი უარს ამბობდა "საუთჰემპტონისა" და "ევერტონის" შეთავაზებებზე, მაგრამ "სელტიკი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და ვან დეიკი სხვანაირად ალაპარაკდა: "ეს არის ჩემთვის ახალ ჩემპიონატში ძალების მოსინჯვის შანსი". ვირჯილი 5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

17:05 "მარსელის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიჩელმა L'Equipe-ს განუცხადა, რომ სტივ მანდანდა და ნიკოლა ნკულუ მინიმუმ ერთი წელი დარჩებიან "ველოდრომზე".

17:12 Daily Mail-ი ამბობს, რომ "ბარსელონა" ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - 2021 წლის ბოლომდე. ხელშეკრულებაში სატრანსფერო თანხად 250 მილიონი ევრო ჩაიწერება.

17:17 Talksport-ის ინფორმაციით, "არსენალი" ისევ არის დაინტერესებული ედინსონ კავანით. პარიზში ამ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

17:26 "მანჩესტერ სიტისა" და ბელგიის ნაკრების ახალგაზრდა მცველი ჯეისონ დენაიერი, შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩნდეს, - იტყობინება La Provence-ი. კონკრეტულად, ლაპარაკია "მარსელში" იჯარაზე.

17:33 ESPN ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალი ცდილობს, "რეალიდან" ინგლისში დააბრუნოს გარეთ ბეილი.

17:42 "რომას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი კევინ სტროტმანი ისევ საოპერაციოა. ფეხბურთელს კვლავ მყესებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მინიმუმ, ნახევარ წელს გამოტოვებს.

17:51 ასიერ ილიარამენდიმ კონტრაქტი გააფორმა "რეალ სოსიედადთან". ხელშეკრულება ექვსწლიანია.

20:06 დიკ ადვოკაატი აცხადებს, რომ მის კლუბს ექვსი ფეხბურთელი სჭირდება, თუმცა შემდეგ დააზუსტა - მინიმუმ, ერთი მცველი.

20:11 ალექს სონგმა, იმის ნაცვლად, რომ "ვესტ ჰემში" ეთამაშა, "ბარსელონაში" დაბრუნება გადაწყვიტა.

20:21 ჯეისონ დენაიერი საფრანგეთის ნაცვლად, "სანდერლენდში" მიემგზავრება. როგორც ჩანს, მასზე ლაპარაკობდა ადვოკაატი. ჰოლანდიელმა უკვე დაადასტურა ეს ტრანსფერი.

20:28 კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი: ფაბიო კოენტრაუ "რეალიდან" "მონაკოში" გადავიდა. ეს არის ერთწლიანი იჯარა. პორტუგალიელი ხუთშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

20:40 "რომას" მერვე იჯარა აქვს ამ ზაფხულს. ლუკა დინმა "პარი სენ-ჟერმენი" დატოვა და რომში გადავიდა. ფეხბურთელი იტალიაში სეზონის ბოლომდე დარჩება, პსჟ კი ამ ტრანსფერისთვის 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"ლივერპულს" ასიერ ილიარამენდის გადაბირება სურს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ასიერ ილიარამენდი "სოსიედადში" დაბრუნდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლა ლიგა: საუკეთესო - მესი, MVP - რონალდო
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მადრიდის "რეალმა" ტრანსფერებში 172 მილიონი ევრო დახარჯა
მადრიდის "რეალი" ქარიმ ბენზემას პარაშუტით გადმოხტომის გამო დასჯის
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები