საიდო ბერაჰინო "ტოტენჰემს" სურს
"ტოტენჰემმა" უკვე ორჯერ მიიღო უარი "ვესტ ბრომვიჩისგან" საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე. მხარეები ფასზე ვერ თანხმდებიან, თორემ თავად ფეხბურთელიც წასვლაზე ფიქრობს და კარგ ფასად არც "ალბიონი" დააკავებს მას.

"დეზები" მესამე წინადადებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც, ისინი 23 მილიონ გირვანქას გადაიხდიან, რასაც მომავალში ბონუსებიც დაემატება. ვნახოთ, მოხიბლავს თუ არა ეს წინადადება "ვესტ ბრომვიჩს", რომელსაც სულ ცოტა, 25 მილიონით სურს ხელის მოთბობა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წინა ტურის შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ, ტონი პულისმა ბერაჰინო საერთოდ განაცხადში არ შეიყვანა - სანამ მის მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი არ გაირკვევა, მირჩევნია, არ ითამაშოსო. სათქმელია ისიც, რომ აღებული თანხით, "ალბიონი" შეეცდება "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" ჩარლი ოსტინი წაიყვანოს, რომელსაც დიდი ხანია, უტრიალებს. 26 წლის თავდამსხმელი გოლების გატანას ისევ აქტიურად აგრძელებს და ჩემპიონშიპის ბომბარდირთა დავას უკვე სათავეში ჩაუდგა.

"ტოტენჰემს" თუ დავუბრუნდებით, ბრიტანული-გერმანული ჟურნალ-გაზეთების მიხედვით, გამორიცხული სულაც არ არის, რომ "ლევერკუზენის" კორეელი ლეგიონერი სონი "უაით ჰართ ლეინზე" გადაბარგდეს. მისი სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.

ერიკ ლამელას კი, რომელმაც თავისი ადგილი ვერაფრით იპოვა და პრემიერლიგაში საკუთარი დიდი პოტენციალის გამოვლენას ვერ ახერხებს, ისევ სერია A-სკენ უჭირავს თვალი. არგენტინელის მამამ, ხოსემ დაადასტურა, რომ მისი ვაჟი "ინტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გავიხსენოთ უკვე წასული რობერტო სოლდადოც... და მოკლედ, გასაკვირი არ არის, რომ მაურისიო პოჩეტინოს თავდასხმის გაძლიერება სურს და შემტევების ძიებაშია. ფრონტის ხაზზე ეულად გაშვებულ ჰარი კეინს დახმარება სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები