"თანამეგობრობის თასზე" კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერის" ერევნის "მიკაზე" გამარჯვებას გამოხმაურება მოჰყვა

პეტერბურგში მიმდინარე "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაში კახა ცხადაძის და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერის" სომხურ "მიკასთან" 4:0 გამარჯვებას დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ ორ ქვეყანას შორის მიძინებული კონფლიქტი ინტერნეტ-გაზეთებში გააღვიძა. ეს იმდენად რთული და დელიკატური თემაა, თავს უფლებას ვერ მივცემთ, მეზობლების დავა განვიხილოთ. თუმცა საინტერესოა, ამ სიტყვიერი შეხლა-შემოხლისას ქართველებზე რა იწერება.

''აზერისპორტის" სტატიაში ''50 ათასი დოლარი ''ინტერთან" მოგებისთვის?" სომხურ გამოცემა ''არმენიანრეპორტის" წერილს განიხილავენ. აზერბაიაჯანელები გაოცებულები და კმაყოფილები არიან სომეხთა სტატიით და თან უკვირთ, ობიექტურად დაწერილიაო. თუმცა...

''მიუხედავად სტატიის ობიექტურობისა, სომეხმა ჟურნალისტმა ვერ მოახერხა საყვარელი თემის, ''ძველი სომხეთის მითების" გვერდის ავლა. მაგალითად, ასეთი ფრაზა:"...არადა, მცირე ხნის წინ სომხური ფეხბურთი ამიერკავკასიაში საუკეთესო იყო! ჩვენი ფეხბურთის წარმატების პიკი 1973 წელზე მოდის, როდესაც ''არარატი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა."

ერევნელთა წარმატებიდან ორ წელიწადში ორმოცი წელი სრულდება, რაც ''მცირე ხნის წინ" სულაც არ არის. ეს ერთი, მეორეც, ამიერკავკასიის ფეხბურთის ლიდერები ყოველთვის ქართველები იყვნენ. მხოლოდ თბილისის ''დინამომ" მოახერხა თასების თასის მოპოვება, გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა, მაგრამ ჩვენს დასავლელ მეზობლებს ხომ მითების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ."

გუშინ ''თანამეგობრობის თასის" ნახევარფინალში ბაქოს ''ინტერი" მასპინძლებს, პეტერბურგის ''ზენიტი 2"-ს შეხვდა. ცხადაძის გუნდს მეოთხედფინალში წინა მატჩის დარ ბაირამობას არ უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ''ინტერმა'' მეტიც შეძლო.

აზერბაიჯანის ჩემპიონმა თამაში მშვენივრად დაიწყო. მე-7 წუთზე ზლატინოვმა ანგარიში გახსნა, სამ წუთში კარლსონსმა ბაქოელების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, მე-15-ზე კი მანვე ''ზენიტის" კარის ბადე მესამედ შეარხია. ვერ გეტყვით, ასეთი კატასტროფული ანგარიში მას დაბრალდა თუ ტრავმა მიიღო, მაგრამ მე-17 წუთზე პეტერბურგელებმა იგორ ჩემინავა შეცვალეს.

მასპინძლებს ვერც ამან უშველა და 53-ე წუთზე კარლსონსის ჰეთ თრიქმა ''ზენიტის" რეზერვისტები მეოთხედ დაამწუხრა. 68-ე წუთზე ამირასლანოვმა ტურნირზე პირველი აზერბაიჯანული გოლი გაიტანა - 5:0.

ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე, კახა მჟავანაძე და ბაჩანა ცხადაძე კი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩდნენ.

თავის გამოჩენა ოდიკაძესაც შეეძლო, მაგრამ ''ზენიტის" მეკარეს ვერ აჯობა, თუმცა მეოთხე გოლი მისი გადაცემით გავიდა.

მოკლედ, ''თანამეგობრობის თასის" გათამაშება, რომელშიც ქართული კლუბი არ მონაწილეობდა, მაინც ქართველთა ტრიუმფად იქცა - აზერბაიჯანის ჩემპიონს ორი ქართველი წვრთნის, გუნდში კი ექვსი ქართველი თამაშობს. ცხადაძისა და ჩიხრაძის შეგირდებს ხუთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვიათ, თავად კი 16 გაიტანეს - მშვენიერი შედეგია.

მეორე ნახევარფინალში სოლიგორსკის ''შახტიორმა" რიგის ''სკონტოს'' 2:1 მოუგო და 23 იანვარს ფინალში ''ინტერს" ''თანამეგობრობის თასს'' შეეცილება.

1
სომხები ოველთვის ცდილობენ ჩვენი გამარჯვებები მიითვისონეს ახალი არაა.ისევე,როგორც შოთა რუსთაველიანია,ესეა არარატი პირველი ამიერკავკასიაში.ვაი თქვენს პატრონს უბედურს გავკოცეთ ტრაკზე ქართველებს და თუ კარგად მოიქცევით მერე სხვაგანც გაკოცნინებთ.იასნა?
დავითი
დასავლელი კი არა, არამედ სამხრეთელი მეზობლებიადმინისტრაცია: ციტატა აზერბაიჯენელისაა და რადგან, სომხეთი აზერბაიჯანის დასავლეთით მდებარეობს, ვგონებთ, გაუგებარი აქ არ არაფერი უნდა იყოს (იხ. ამიერკავკასიის რუქა)
alexandr
ბატონო მერაბ,გარკვეული არაობიექტურობა თქვენც გახასიათებთ.ნუთუ არ შეგიძლიათ დაწეროთ,რომ დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა ორჯერ და არა რამდენჯერმე.როგორც ამას წინათ ისაუბრეთ ქართული გუნდებისთვის სახე- ლის გადარქმევაზე და იქ დინამო გამოგრჩათ. ქართველები არა მარტო ამიერკავკასიის ფეხბურთის ლიდერები იყვნენ,ეს საკამათო არ არის.უბრალოდ იმის თქმა მსურს,რომ იმ სომეხ ჟურნალისტს არ უნდა დაემსგავსოთ.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი