მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მაია ლომინეიშვილი ერთპიროვნულად გალიდერდა
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა, მედლებისთვის მებრძოლთა რიგებში კი ისევ სიმჭიდროვეა. გუშინდელმა მე-11 ტურის შედეგებმა კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ აუტსაიდერებს შორის მყოფი მირანდა მიქაძე (2362) საქართველოს ვერცხლის პრიზიორ ნინო ხურციძეს (2436) მოუგებდა, რომელიც 6,5 ქულით მაია ლომინეიშვილთან (2345) ერთად ლიდერობდა. სამაგიეროდ, ამ უკანასკნელმა ქვეყნის ჩემპიონ სალომე მელიასთან (2449) დაზავებით 7 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ტურნირზე საკმაოდ შედეგიანად თამაშობს დიდოსტატი მაკა ფურცელაძე (2323), რომელმაც გუშინ ნინო ბაციაშვილს (2396) დააყრევინა ფარ-ხმალი. ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა მერი არაბიძემ (2315) - 72-ე სვლაზე სოფიკო ხუხაშვილს (2437) გააჩერებინა საათი. უშეღავათო გამოდგა ბელა ხოტენაშვილისა (2440) და ნაზი პაიკიძის (2455) დაპირისპირება. მეტოქეებმა მხოლოდ 98-ე სვლაზე მოაწერეს ზავს ხელი. გამოცდილმა სოფიკო ნიკოლაძემ (2254) ახალგაზდა მარიამ დანელიას (2254) სძლია.

სატურნირო მდგომარეობა 11 ტურის შემდეგ: ლომინეიშვილი - 7, ხოტენაშვილი, ხურციძე - 6,5-6,5, ფურცელაძე - 6, ნიკოლაძე, მელია - 5,5-5,5, ჯავახიშვილი - 5, ხუხაშვილი, ბაციაშვილი, მიქაძე - 4,5-4,5, პაიკიძე, დანელია - 4-4, არაბიძე - 2,5 ქულა.

დღეს ბოლოსწინა მე-12 ტურში ითამაშებენ: ლომინეიშვილი-მიქაძე, ხუხაშვილი-მელია, პაიკიძე-არაბიძე, ბაციაშვილი-ხოტენაშვილი, დანელია-ფურცელაძე, ჯავახიშვილი-ნიკოლაძე, ხურციძე ისვენებს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"