იუვეს მწვრთნელი დიეგოს ცოტას კიდევ დააკვირდება

როგორი იქნება ლუიჯი დელ ნერის „იუვენტუსი“? ეს არის კითხვა, რომელიც „ბებერი ქალბატონის“ გასულ სეზონში გაწამებულ ფანებს აწუხებს და რომელსაც ზუსტი პასუხი მანამდე არ გაეცემა, სანამ ახალი სეზონი არ დაიწყება. იქამდე კი, მხოლოდ ვარაუდებითა და იმ განცხადებებით თუ შემოვიფარგლებით, რაც აქამდე გაკეთდა ან სეზონის დაწყებამდე კიდევ გაკეთდება.

ახალი ის არის, რომ „იუვენტუსის“ ახალმა მწვრთნელმა ჩვენს იტალიელ კოლეგებთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე მაქსიმალურად ამომწურავად ისაუბრა და ჩვენც გადავწყვიტეთ, დელ ნერის განცხადებები გაგაცნოთ. ტურინული კლუბის დამრიგებელი ერთ რამეში უკვე დარწმუნდა: დიეგო და ალესანდრო დელ პიერო მოედანზე ერთად ვერ „მოძოვენ“. დელ ნერი ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ ალექსმა და ბრაზილიელმა ძირითად შემადგენლობაში ერთად ითამაშონ, რადგან ორივე ერთნაირი ყაიდის ფეხბურთელია. ამასთან, დელ ნერიმ იტალიელ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესდღეობიტ დელ პიერო გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე დიეგოო, რაც ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დელ ნერი თანახმაა, ბრაზილიელ გამთამაშებელს შეელიოს, რაც, პრინციპში, მოსალოდნელიც იყო - ლუიჯის ტიპური ფლეიმეიკერები არ უყვარს.

ზოგადად, დელ ნერი კლასიკურ 4-4-2-ს ანიჭებს უპირატესობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფორმაციის „იუვენტუსში“ დიეგოს ადგილი არ არის. მისგან განსხვავებით, დელ პიეროს მეორე ფორვარდის როლის შესრულება გაცილებით უკეთესად შეუძლია. პრინციპში, ალექსი მთელი კარიერის განმავლობაში მეორე თავდამსხმელი უფრო იყო, ვიდრე ტიპური გამთამაშებელი.

დიეგო „იუვენტუსში“ ერთი წლის წინ გადავიდა და შარშან ტურინელებმა „ვერდერს“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. დიეგო „იუვენტუსისთვის“ ახალი მამოძრავებელი ძალა უნდა გამდარიყო. ბევრი იმასაც ამბობდა, ბრაზილიელი „იუვესთვის“ ახალი ზინედინ ზიდანი უნდა იყოსო. „იუვეს“ ექს-მწვრთნელმა ჩირო ფერარამ სპეციალურად დიეგოსთვის ტაქტიკური სქემაც კი შეცვალა და გუნდს ხან 4-2-3-1 განლაგებით ათამაშებდა, ხანაც 4-3-1-2-ით, მაგრამ ბრაზილიელმა „იუვენტუსში“, რომელსაც ისედაც კრიზისი ჰქონდა, თავისი თავი და ადგილი ვერ იპოვა. პირდაპირ ვთქვათ: დიეგომ „ბიანკონერის“ ქომაგებს იმედები გაუცრუა. ახლა კი, გუნდს დელ ნერი წვრთნის, რომლის საყვარელი სქემა კლასიკური 4-4-2-ია და ეს სპეციალისტი უპირატესობას ფლანგებიდან იერიშებს ანიჭებს. თანაც, დელ ნერი ზუსტად ის მწვრთნელია, ვინც თავის დროზე, დიეგო „პორტუდან“ (ამავე მიზეზით) „ვერდერში“ გაუშვა.

დიეგო მეორე ფორვარდად?

ამიტომაცაა, რომ იტალიელი მიმომხილველები დიეგოს წასვლაში დარწმუნებულები არიან. ზოგი გაზეთი წერს, რომ ტურინელებმა 25 წლის ბრაზილიელი ტრანსფერზე დააყენეს, ზოგიც იტყობინება, რომ დელ ნერი დიეგოს შენარჩუნებაზე ფიქრობს და უნდა, რომ ის მეორე თავდამსხმელად ათამაშოს. გუშინწინ, „იუვემ“ ამხანაგური მატჩი გამართა „ალ ნასრთან“, რომელიც ტურინელებმა 5:0 მოიგეს. დელ ნერიმ გუნდი, რა თქმა უნდა, 4-4-2 სქემით ათამაშა, ძირითად შემადგენლობაში დელ პიერო და კარვალიო ამაური გაამწესა, დიეგო კი თამაშში მეორე ტაიმში სწორედ მეორე ფორვარდად (დელ პიეროს ნაცვლად) ჩართო, რაც იმას ნიშნავს, რომ დელ ნერი ბრაზილიელს ამ როლისთვის მართლაც აკვირდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხუთიდან სამი გოლი დავიდ ტრეზეგემ (ამაურის ნაცვლად შევიდა) გაიტანა, ერთი გოლი ამაურიმ მიითვალა, ერთი კი პასკუატომ.

„არ მინდა ვთქვა, რომ დელ პიეროსა და დიეგოს შორის განსაკუთრებული კონკურენცია მსურს. კარგ ფორმაში მყოფი დელ პიერო „იუვენტუსში“ ყოველთვის შეუცვლელი და უალტერნატივო ფიგურაა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ეს ორი ფეხბურთელი მოედანზე ერთად ვერ ითამაშებენ, - თქვა დელ ნერიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, - მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დელ პიერომ სასიამოვნოდ გამაოცა. ალექსი უდიდესი მონდომებით ვარჯიშობს და თუ ასე გააგრძელებს, ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს ხოლმე.“

დელ ნერის ტრეზეგე სჭირდება

ამასთან, 59 წლის დელ ნერი შეგირდებისგან მაქსიმალურ თავდადებას ითხოვს, რათა აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც „იუვენტუსს“ გასულ სეზონში დაემართა.

„გუნდი აბსოლუტურად ყველა ასპექტში უნდა გაძლიერდეს. თუ მოვინდომებთ, „იუვეს“ მომავალ სეზონში კარგი შედეგები ექნება, თუ არა და, იქვე დავრჩებით, სადაც ახლა ვართ, - თქვა დელ ნერიმ და იქვე, დავიდ ტრეზეგეს საკითხსაც შეეხო, - ტრეზეგეს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია. მიხარია, რომ დავიდი ძალიან კარგად შრომობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძველებურად ათამაშდეს. დღესაც დამტკიცა, რომ საგოლე მანქანაა. მის გასხვისებაზე აქამდეც არ ვფიქრობდი და ახლა ხომ მით უმეტეს არ ვფიქრობ. ტრეზეგე მჭირდება!“

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტრეზეგეს „ნაპოლიში“ ეპატიჟებიან. ჟურნალისტებმა, დელ ნერის, რა თქმა უნდა, ედინ ჯეკოზე და დიეგო ფორლანზეც ჰკითხეს. როგორც იცით, „იუვენტუსის“ შეფები ორივე ფორვარდს უმიზნებენ. ტურინელთა თავკაცმა ჯეკო და ფორლანი შეაქო და დიპლომატიურად თქვა, სანამ ტრანსფერი არ გადაწყდება, ასეთ საკითხებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარსო.

დაბოლოს: „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის დაინომრნენ. ბევრ სიურპრიზს არ ველოდით და არც მომხდარა, საინტერესოს ის არის, რომ ახალგაზრდა სებასტიან ჯოვინკო მომავალ სეზონში 20-ის ნაცვლად, 14-ნომარიანი მაისურით ითამაშებს, ძვირფასმა შენაძენმა, ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მე-19 ნომერი აიღო. კიდე ერთი ახალწვეული, სიმონე პეპე კი „იუვეში“ 23-ე ნომერი იქნება.

„ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობა დღეისათვის ასე გამოიყურება:

1. ბუფონი, 2. მოტა, 3. კიელინი, 4. ფელიპე მელო, 5. სისოკო, 6. გროსო, 7. სალიჰამიჯიჩი, 8. მარკიზიო, 9. იაკუინტა, 10. დელ პიერო, 11. ამაური, 13. მანინგერი, 14. ჯოვინკო, 15. ძებინა, 16. კამორანეზი, 17. ტრეზეგე, 18. პოულსენი, 19. ბონუჩი, 20. ლანძაფამე, 21. გრიგერა, 23. პეპე, 24. პასკუატო, 25. მარტინესი, 27. ეკდალი, 28. დიეგო, 29. დე ჩელიე, 30. ტიაგო, 31. კოსტანტინო, 32. სტორარი, 33. ლეგროტალიე, 34. ალჩიბიადე, 39. მარონე.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა