უსაინ ბოლტი მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო სამ დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა ვიხილეთ. მაგალითად, ქალთა სპრინტში ახალი ვარსკვლავის დაბადება, რომელიც არც ამერიკისა და არც იამაიკის წარმომადგენელი არ გახლავთ. ეს არის ჰოლანდიელი დაფნე სხიპერსი, რომელიც ამ ქვეყნების პირად გარჩევებში ჩაერია, თან როგორ!

უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ადრე ჰოლანდიელს შვიდჭიდიდან იცნობდნენ, მაგრამ შემდეგ იმ სახეობაში გადავიდა, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის. სულ მცირე ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც სხიპერსი მსოფლიო კლასის სპრინტერად იქცა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებით კი ქალთა სპრინტის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მან იამაიკელი მორბენლები დაამარცხა და არც იმაში, რომ სპრინტში იშვიათად ჩნდებიან მაღალი დონის თეთრკანიანი ათლეტები. უბრალოდ, დრო, რომელიც სხიპერსმა 200 მეტრზე რბენის ფინალში აჩვენა, აღფრთოვანებას იმსახურებს. 21,63 წამი - ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდი და მეოთხე შედეგი ისტორიაში. ჰოლანდიელი ძალიან ახლოს მივიდა ლეგენდარული ფლორენს გრიფიტ-ჯოინერის მსოფლიოს რეკორდთან.

ამასობაში, იამაიკელი უსაინ ბოლტი მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი გახდა. პეკინში მესამე ოქრო ლეგენდამ 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა კარტერთან, პაუელთან და ეშმიდთან ერთად. იამაიკელების მთავარ კონკურენტებმა და გარბენის წინ მთავარ ფავორიტებად გამოცხადებულმა ამერიკელებმა მეორე დრო აჩვენეს, მაგრამ დისკვალიფიკაცია მიიღეს ესტაფეტის ჯოხის არსწორად გადაცემის გამო.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, მეორე ადგილზე გავიდა ჩინელების კვარტეტი, მესამე შედეგი კი კანადელებმა აჩვენეს.

წლევანდელ ჩემპიონატზე მსოფლიოს ერთადერთი რეკორდი დამყარდა. მაყურებლები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს ელოდნენ სპრინტერებისგან, უნიკალური მიღწევს თვითმხილველნი გახდნენ ათჭიდში. ამერიკელმა ეშტონ იტონმა ბოლო მეათე სახეობის - 1500 მეტრზე რბენის წინ, შესანიშნავად იცოდა, რომ მსოფლიოს რეკორდის დამყარების შანსი ჰქონდა. გარბენის ბოლო 200 მეტრზე ამერიკელმა ტემპის მომატება შეძლო და იმ შედეგით მივიდა ფინიშთან, რომელიც ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი აღმოჩნდა - 9045 ქულა.

ყურადღების ცენტრში იყო მამაკაცების ფინალი 5000 მეტრზე რბენაში. რა თქმა უნდა, უპირველესი ფავორიტი გახლდათ ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონი მო ფარა, თუმცა ისიც ყველას ახსოვდა, რომ მან დიდი ენერგია დახარჯა რამდენიმე დღის წინ, 10 000 მეტრი დისტანციის მოსაგებად.

ამიტომაც, ბრიტანელმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. თითქმის ნახევარი დისტანცია ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ თანდათან დაიწყო ტემპის მომატება და ბოლო ვირაჟზე კენიელ ლიდერს ნდიკუს გაუთანაბრდა. უფრო გამოცდილმა ფარამ ბოლო მეტრებზე კიდევ მოუმატა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა.

ბოლო დღეს, მთავარი ინტრიგა იყო მედლების ჩათვლაში პირველობისთვის ბრძოლა. ლიდერობდნენ კენია და იამაიკა ექვს-ექვსი ოქროთი, მაგრამ აფრიკელები წინ იყვნენ უფრო მეტი ვერცხლის მედლის ხარჯზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა 1500 მეტრზე კაცების გარბენი. აქ ბოლო წრეზე წინ გაიჭრა ოლიმპიური ჩემპიონი, ალჟირელი ტაუფიკ მაჰლუფი. ის საფინიშო სწორ მონაკვეთზეც ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ, საბოლოოდ, სამეულშიც ვერ მოხდა. გამარჯვება კი კენიელმა ასბელ კიპროპმა მოიპოვა, რომელიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა. ეს იყო კენიის ნაკრების მეშვიდე ოქრო ჩემპიონატზე და ამან გუნდს გამარჯვება მოუტანა მედლების ჩათვლაში. ასეთი რამ პირველად მოხდა პლანეტის პირველობის ისტორიაში.

კაცები

1500 მ

1. ასბელ კიპრუტო კიპროპი (კენ) - 3:34.40; 2. ელაიჯა მოტონეი მანანგოი (კენ) - 3:34.63; 3. აბდალატი იგუიდერი (მარ) - 3:34.67...

5000 მ

1. მოჰამედ ფარა (ბრიტ) - 13:50.38; 2. კალებ მვანგანი ნდიკუ (კენ) - 13:51.75; 3. ჰაგოს გერჰივეტი (ეთი) - 13:51.86...

110 მ/თარჯრბენი

1. სერგეი შუბენეკოვი (რუს) - 12.98; 2. ჰენსლ პარჩმენტი (იამ) - 13.03; 3. არის მერიტი (აშშ) - 13.04...

50 კმ. სიარული

1. მატეი ტოტი (სლოვაკ) - 3:40:32; 2. ჯარედ ტალენტი (ავსტრა) - 3:42:17; 3. ტაკაიუკი ტანიი (იაპ) - 3:42:55...

სიმაღლეზე ხტომა

1. დერეკ დრუენი (კან) - 2.34; 2. გუოვეი ჟანგი (ჩინ) - 2.33; 2. ბოგდან ბონდარენკო (უკრ) - 2.33...

ბადროს ტყორცნა

1. პიოტრ მალახოვსკი (პოლ) - 67.40; 2. ფილიპ მილანოვი (ბელ) - 66.90; 3. რობერტ ურბანეკი (პოლ) - 65.18...

ათჭიდი

1. ეშტონ იტონი (აშშ) - 9045; 2. დამიან უორნერი (კან) - 8695; 3. რიკო ფრაიმუტი (გერ) - 8561...

4x100 მ

1. იამაიკა - 37.36; 2. ჩინეთი - 38.01; 3. კანადა - 38.13...

4x400 მ

1. აშშ - 2:57.82; 2. ტრინიდადი - 2:58.20; 3. ბრიტანეთი - 2:58.51...

ქალები

200 მ

1. დაფნე სხეპერსი (ჰოლ) - 21.63; 2. ელეინ ტომპსონი (იაპ) - 21.66; 3. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამ) - 21.97...

800 მ

1. მარინა არზამასოვა (ბლრ) - 1:58.03; 2. მელისა ბიშოპი (კან) - 1:58.12; 3. იუნის ჟეპკოჰ სუმი (კენ) - 1:58.18...

5000 მ

1. ალმაზ აინა (ეთი) - 14:26.83; 2. სენბერე ტეფერი (ეთი) - 14:44.07; 3. გენზებე დიბაბა (ეთი) - 14:44.14...

100 მ/თარჯრბენი

1. დანიელე უილიამსი (იამ) - 12.57; 2. სინდი როლედერი (გერ) - 12.59; 3. ალინა ტალაი (ბლრ) - 12.66...

მარათონი

1. მარე დიბაბა (ეთი) - 2:27:35; 2. ჰელა კიპროპი (კენ) - 2:27:36; 3. იუნის ჯეპიკურუი კირვა (ბაჰ) - 2:27:39...

20 კმ. სიარული

1. ლიუ ჰუნი (ჩინ) - 1:27:45; 2. ლუ სიუჟი (ჩინ) - 1:27:45; 3. ლუდმილა ილიანოვსკაია (უკრ) - 1:28:13...

სიმაღლეზე ხტომა

1. მარია კუჩინა (რუს) - 2.01; 2. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 2.01; 3. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 2.01...

სიგრძეზე ხტომა

1. ტიენა ბარტოლეტა (აშშ) - 7.14; 2. სარა პროქტორი (ბრიტ) - 7.07; 3. ივანა შპანოვიჩი (სერ) - 7.01...

შუბის ტყორცნა

1. კატრინა მოლიტორი (გერ) - 67.69; 2. ლუ ჰუეიჰუეი (ჩინ) - 66.13; 3. სანეტ ვილოენი (ს. აფრ) - 65.79...

4x100 მ

1. იამაიკა - 41.07; 2. აშშ - 41.68; 3. ტრინიდადი - 42.03...

4x400 მ

1. იამაიკა - 3:19.13; 2. აშშ - 3:19.44; 3. ბრიტანეთი - 3:23.62...

მედლების ჩათვლა

ო ვ ბ ს

1. კენია 7 6 3 16

2. იამაიკა 7 2 3 12

3. აშშ 6 6 6 18

4. ბრიტანეთი 4 1 2 7

5. ეთიოპია 3 3 2 8

6. პოლონეთი 3 1 4 8

7. გერმანია 2 3 3 8

8. კანადა 2 3 2 7

9. რუსეთი 2 1 1 4

10. კუბა 2 1 0 3

11. ჩინეთი 1 7 1 9

12. ჰოლანდია 1 1 1 3

13. ს. აფრიკა 1 0 2 3

14. ბელარუსი 1 0 1 2

15. ჩეხეთი 1 0 0 1

15. ესპანეთი 1 0 0 1

15. სლოვაკეთი 1 0 0 1

15. ერითრეა 1 0 0 1

15. კოლუმბია 1 0 0 1

20. ავსტრალია 0 2 0 2

20. ხორვატია 0 2 0 2

22. უკრაინა 0 1 1 2

22. ტრინიდადი 0 1 1 2

22. ბაჰამის კ-ები 0 1 1 2

25. ტაჯიკეთი 0 1 0 1

25. ტუნისი 0 1 0 1

25. ბელგია 0 1 0 1

25. ბრაზილია 0 1 0 1

25. ისრაელი 0 1 0 1

25. ეგვიპტე 0 1 0 1

31. საფრანგეთი 0 0 2 2

32. სერბეთი 0 0 1 1

32. მაროკო 0 0 1 1

32. ყაზახეთი 0 0 1 1

32. უგანდა 0 0 1 1

32. ლატვია 0 0 1 1

32. საბერძნეთი 0 0 1 1

32. გრენადა 0 0 1 1

32. იაპონია 0 0 1 1

32. ბოსნია 0 0 1 1

32. ფინეთი 0 0 1 1

32. პორტუგალია 0 0 1 1

32. ბაჰრეინი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა