საქართველო ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტები - ნაკრები, ჩემპიონატი, ინფრასტრუქტურა...

დღეს სასტუმრო "ჰოლიდაი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-19 ყრილობა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უძღვებოდა. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო, ახალი პრეზიდენტის არჩევა. კანდიდატურაც ერთადერთი იყო - ზვიად სიჭინავა, რომელმაც 2009 წლის 1 ოქტომბერს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩაიბარა ქართული ფეხბურთი.

ცნობისათვის, სიჭინავა ფედერაციაში მისვლამდე მოსკოვში ცხოვრობდა, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბიზნესში საქმიანობდა. ამავე დროს იყო საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ბაიას" პრეზიდენტი.

ყრილობაზე ქართული საფეხბურთო სპექტრი თაობების მიხედვით ფართოდ იყო წარმოდგენილი, მაგრამ ხმის უფლება მხოლოდ 33 დელეგატს ჰქონდა. მათგან გუშინ გამართულ ყრილობას 30 დელეგატი ესწრებოდა, ესენია:

1. გიორგი აღდგომელაძე (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია)

2. თეიმურაზ ბარქაია (ს. კ. ფოთის "კოლხეთი")

3. რუსლან ბაქრაძე (ინვალიდ-ამპუტანტ ფებურთელთა ლიგა)

4. შოთა ბაქრაძე (ეზოს ფეხბურთის ასოციაცია)

5. აკაკი ბირბიჩაძე (საფეხბურთო სკოლების ასოციაცია)

6. ჯემალ გოგია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რფფ (რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია)

7. გიორგი დარჯანია (ფუტსალის ასოციაცია)

8. მერაბ დგებუაძე (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია)

9. ავთანდილ თადუმაძე (ს. კ. "სამტრედია)

10. ვახტანგ თამაზაშვილი (თბილისის ფეხბურთის ფედერაცია)

11. თამაზ თევდორაძე (პროფესიული ფეხბურთის ლიგა)

12. გიორგი კიკაჩეიშვილი (იმერეთის რფფ)

13. თამაზ კოსალაშვილი (ს. კ. რუსთავის "ოლიმპი")

14. სერგო კოტრიკაძე (ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი)

15. გელა მაისურაძე (სამცხე-ჯავახეთის რფფ)

16. ირაკლი ნაკაიძე (პლაჟის ფეხბურთის ასოციაცია)

17. რევაზ პერტაია (ს. კ. ზუგდიდის "მგლები")

18. ვაჟა ჟვანია (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი)

19. ალექსანდრე რევაზიშვილი (შიდა ქართლის რფფ)

20. დავით სამუშია (ს. კ. თბილისის "ვიტ ჯორჯია")

21. დიმიტრი სანაკოევი (ს. კ. ცხინვალის "სპარტაკი")

22. ნინო სორდია (ქალთა ფეხბურთის ფედერაცია)

23. თენგიზ ტურძელაძე (მცხეთა-მთიანეთის რფფ)

24. ლევან ფხაკაძე (ს. კ. ქუთაისის "ტორპედო")

25. ლევან ქორიძე (აჭარის ფეხბურთის ფედერაცია)

26. ავთანდილ შალამბერიძე (მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი)

27. ერმილე ჩიტალაძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რფფ)

28. კარლო ჩხაიძე (ქვემო ქართლის რფფ)

29. ხარიტონ ჩხატარაშვილი (გურიის რფფ)

30. გიორგი ცინცაძე (კახეთის რფფ)

ყრილობას არ დასწრებია ხმის უფლების მქონე სამი დელეგატი, სამივე კლუბის პრეზიდენტი - ილია კოკაია ("ზესტაფონი"), რომან ფიფია (თბილისის "დინამო"), გიორგი არევაძე (ბოლნისის "სიონი").

როგორც წესია ყრილობას უეფადან დამკვირვებელი ესწრებოდა. ამჯერად ეს მისია სლოვაკ ლანდიშეკ ლაურენიკმა შეასრულა, რომელიც უეფაში ერთ-ერთ კომიტეტს ხელმძღვანელობს. ყრილობის დასაწისშივე ხმის დამთვლელი კომისია არჩიეს, რომელის ხელმძღვანელობაც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, პროფესიით იურისტ გიორგი აღდგომელაძეს ერგო.

პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ სიტყვა ითხოვა და საზოგადოებას თავისი პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრა გაკეთებულ და გასაკეთებელ პროექტებზე, რომელიც ეროვნულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებს, ინფრასტრუქტურას, ეროვნულ ჩემპიონატს, მსაჯობის დონის ამაღლებას, მწვრთნელთა და ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ლიცენზირებას და სხვა საკითხებს მოიცავდა.

რეგიონული ფეხბურთის ფედერაციიების თხოვნით სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი მურად ანჯაფარიძე, რომელიც ამავე დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ყოველივე ამის შემდეგ კი ის დასკვნითი პროცედურა დაიწყო და მოლოდინისამებრ დასრულდა. ფარული კენჭისყრით ხმის უფლების მქონე 30-მა დელეგატმა ხმა სიჭინავას მისცა. ასე რომ 30 ხმით და 4-წლიანი ვადით ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი (ძველი) პრეზიდენტია.

ათენის ოლიმპიური სტადიონის საფარი "ბასაზე" იქნება

ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა მასმედიის ინტერესი დააკმაყოფილა და სახელდახელოდ სიჭინავას პრესკონფერენციაც ჩატარდა:

- პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყრილობის ყველა იმ დელეგატს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა და არჩევნებში მხარი დამიჭირა. უახლოს პერიოდში შევიკრიბებით და რეგლამენტის მიხედვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს ახალი შემადგენლობით ავირჩევთ.

- ფედერაციის პრეზიდენტად ახალი 4-წლიანი ვადით მუშაობისას რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტი?

- უპირველესი პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები კონტრაქტის 2 წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტებია: სხვა ასაკობრივი ნაკრებები, ეროვნული ჩემპიონატი, ინფრასტრუქტურა, მსაჯობისა და სამწვრთნელო დონის ამაღლება, სპონსორების მოზიდვა, თანამშრომლობა ფიფასთან, უეფასთან, სახელმწიფოსთან.

- ეროვნულ ჩემპიონატს ვინ მიხედავს?

- ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ამ სეზონში მაისის ბოლომდე ფედერაცია მიხედავს. პროფესიული ფეხბურთის ლიგას კი დაევალა ისეთი პროექტის წარმოდგენა, რომელიც მისაღები იქნება კლუბებისთვის და ყველასთვის. ამ პროექტში უნდა იყოს ტელევიზიებიც, რადგან ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად, პროექტი მომგებიანიც იყოს. იმედი მაქვს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ამ პროექტს წარმოადგენს, მას განვიხილავთ და შესაბამისად გადავწყვეტთ, მომდევნო სეზონისთვის გავაფორმებთ თუ არა პროფლიგასთან კონტრაქტს.

- ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" სამუშაოები მიმდინარეობს. ამას ვინ ასრულებს?

- მადლობელი ვართ "ქართუ ჯგუფის". მათ დაიწყეს "ბასაზე" გრანდიოზული სამუშაოები. ამ საქმეში უკვე ჩაერთო კომპანია "სოკარი", რომელმაც მოედნის საფარის შეცვლა ითავა. ათენის ოლიმპიურ სტადიონზე დაგებული ბალახის გაზონს ჩამოვიტანთ და მას დავაგებთ "ბასაზე". ამ ერთი კვირის წინ უეფას მხარდაჭერით ცნობილი არქიტექტორი იყო ჩამოსული, რომელსაც "ვალენსიასა" და ესპანიოლის სტადიონების პროექტი ეკუთვნის და მისი პროექტით 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ყატარში ორი გრანდიოზული სტადიონი აშენდება. ეს ცნობილი არქიტექტორი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის პროექტს გააკეთებს. მარტში უეფას პრეზიდენტის არჩევნებია და უეფას აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციისთვის რა თანხას გამოგვიყოფენ.

ამასთან, ვზრუნავთ ლაგოდეხის ბაზის სათანადოდ კეთილმოწყობისთვის. ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა და იმედი მაქვს წელსვე დაიწყება ბათუმში სტადიონის მშენებლობა. გვინდა მივხედოთ კახეთის რეგიონს და ორი ან სამი სტადიონის აშენება გვინდა. ფიფას ინფრასტქრუქტურის განვითარების პროექტები აქვს და გვინდა ამაში ჩვენც ჩავერთოთ.

დავითი
ლანჩხუთში გურიას საკმაოდ კარგი სტადიონი, რომ იყო იმის აღდგენაზე არაა ნეტავ პროექტი?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე