სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს
1-ელ სექტემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე სასტუმრო "რედისონში" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს.

როგორც რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პროგრამაში არის ყველა ის დეტალი, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის.

"ჩემთვის, როგორც რეზო არველაძისთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისთვის და საფეხბურთო ფუნქციონერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება. წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი, საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით სწორედ ამას ნიშნავს.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ მარტო განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს მაყურებელი სტადიონზე, რასაც მოჰყავს ბავშვები ფეხბურთზე და რაც მშობელს გადააწყვეტინებს, რომ ბავშვები მიიყვანოს ფეხბურთზე.

იმ შემთხვევაში, თუ გავხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც", - განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მის პროგრამაში მოხვდეს და ამაზე იზრუნოს.

"ბუნებრივია, ამის განვითარებისთვის, ამ ღირებულებების ცხოვრებაში მოყვანისთვის, გეგმის შესრულებისთვის, შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო, რომელიც მომეცემა იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტად. ეს ეხება დაწყებული საქართველოს ნაკრებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის განვითარებით", - განაცხადა არველაძემ.

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, სპორტსმენები. მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე; ბიზნესმენები: ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია; ასევე, პოლიტიკოსები: ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი და სხვები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

მურმანი
დაპირება მაგარია, ისეთი როგორც მიშამ დაგვპირდა მისი გამარჯვების შემთხვევაში. ეე, ფეხბურთის გულშემატკივარს საუბედუროდ არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება თორემ კი გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი. მიდი კობი ჩემი სამეგობროთი შენს გვერდით ვართ!
giorgi
რა გჭირთ ხალხო.აქ კომენტარებში ბოღმის და შურის მეტი არაფერი არ წერია. თბილისელები, ქალაქელები მაინც არა ხართ და თუ ახალი ცამოსულები ხართ დედაქალაქში ცოტა დაოკდით. რა უბედურებაა ადამიანის ლანძღვა ისე რომ არც კი იცნობ ალბათ სურათის გარდა. რა შუაშია ან შევარდნაძე ან სხვა.რას გადაეკიდეთ ამ კაცს, კარგი ოჯახისშვილია, თბილისელია რაც მთავარია, კარგი და გამოცდილი მენეჯერია, საჭირო კავშირები გააჩნია, ფეხბურთის სამყაროც, დამსახურებული ვეტერანები, და მთელი ქალაქიც მხარს უჭერთ. ნუ ილანძღებით.
davidbe
გულის ამრევი საზოგადოება!!!ამ ცნობილმა სახეებმაც შემაჯავრეს თავი!!!მარაზმი!!!უსინდისობის და უპასუხისმგებლობის ზეიმი!!!
ჩხარელი
რატომ მხოლოდ მონაწილეობა, ჩემპიონობაც, რომ შეგვპირდე პასუხს მოგთხოვს ვინმე თუ?
avlip zurabashvili
:D გაჰყავს და იჭიმება,მართლა მაგარია ძმაო რა,იმის მაგივრად,რო პასუხი აგოს ამდენი წელი,რო არაფრის გამკეთებელი იყო და მხოლოდ ჯიბეს ისქელებდა,კიდევ აქეთ შეტევაზე გადმოდის!!!ღირსები ვართ!!!კობიაშვილი თუ არ აირჩიეს,ამათი .....................!!!!!

ყინულზე დაწერილი პირობაა. აქამდე რა უშლიდა ხელს, იქნებ ახალკაცი, ან სიჭინავა იყვნენ წინააღმდეგი? ახალკაცის დროს სფფ–ს ანგარიშიდან ფული რატომ გამოიტანა "სესხად"? სფფ ხომ ბანკი არაა?
lotus
რეზიკო, 9 წელი ჩუკნაში გაატარე გადექი გვერძე თორე დაგნაყავს ვიღაცა
Grigol
ეს ჩარჩენილია.. შევარდნაძის დროში ან უფრო ადრე კიდევ..
grigoli
აუ ეს იმენნა ჩარჩენილია შევარდნაძის ხანაში.. დაჟე უფრო ადრე კიდევ..
რუსლანი
რასაც აქამდე აკეთებდი იმას გააკეთებ აწიც,წადი ლუდს უკეთე რეკლამა სხვ არაფრის გამკეთებელი ხარ.2020 რო გავიდეთ იქ რას ვიზამთ მაგრამ არც იქ ვართ გამსვლელები დააბრალებ მერე ცხადაძეს და გაუშვებ.
zura
ერთი ქეცბაიამ დადო პირობა ნაკრების გაყვანაზე და შეასრულა,მეორე შენ შეასრულებ.........წადი რაააააააა
დავით
აქამდე რა აკეთე? ეხლა ბილეტებს უყიდი ნაკრების წევრებს და სტადიონზე დასვამ? თქვენ ნაცების დახმარებით გაანადგურეთ ქართული ფეხბურთი და რა ნამუსით იყრით კენჭს? წადით, უკრაინაში წადით, ოდესაში წადით, დაეხმარეთ მიშას, იქაც ააღორძინებინეტ ეხლა ფეხბურთი
nika
ფეხბურთის ნაკრებზე თქვა უეჭველი? :D:D
dato
გააკეთე კომენტარიო მარა ამ მარაზმზე რა კომენტარი გავკეტო??? მკვდრები და გაქსუებული ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია 1 თამაშზეც არ ყოფილან და ფულის ჭამის მეტი არც რა ესმით
დათა
ის რასაც ახლა იძახი აქმდე რატომ არ გააკეთე? ცხრა წელია მანდ რო ზიხარ აქამდე ვინ გიშლიდა ხელს? სიჭინავაა? ვინ? დაასახელე გვარები- ხომ ზუსტად იცი რომ შენ სახემწიფო არ გენდობა და ფულს არ მოგცემენ? რატო ატყუებ ამ ხალხს???
თბილისი
შევარდნაძე წაავიდა შენ რა გჭირს ტოოო....
oeeee
შეგრცხვეს ბიჭო შეგრცხვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეესსსსსსსსსს!!!!!!!!!!! წაიკითხე ხოლმე კომენტარები შენს სტატიებზე!! შეგვაზიზღეთ თავები უკვეეეე!! გრცხვენოდეეეეესს! წადი! წადი! წადი! შნს გამარჯვების შემთხვევაში შიმშილს დავიწყებ თუ არ დატოვებ პოსტს და ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი ისიც მხარს ამიბავს დარწმუნებული ვარ და საბოლოოდ ჩაგაგდებთ ფეხბურთის მტრების სანაგვეში!!
irakli
რეზიკო ...
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით