"ფორს ინდიამ" ჰიულკენბერგი დაიტოვა
ფორმულა 1-ში მომავალ სეზონს ყველა წინასწარ უწოდებს გარდამავალს - რეგლამენტი თითქმის არ შეიცვლება, სამაგიეროდ, 2017 წელს, "დიდ ცირკში" სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. თუმცა ამბობენ, რომ გაისად, ძალთა თანაფარდობაში შესაძლებელია გარკვეული ძვრები - რამდენიმე გუნდში ძრავების მიმწოდებელთა შეცვლის გამო.

უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ფრანგული ავტოგიგანტი "რენო" "ლოტუსს" შეიძენს; ამას წინ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ "რედ ბული" "მერსედესის" ძრავებზე გადავა, "ტორო როსო" კი "ფერარის" ძალისმიერ აგრეგატს გამოიყენებს. F1insider-ის ინფორმაციით, "მანორი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "მერსედესთან" მათი ძრავებისა და გადაცემათა კოლოფის მისაღებად, სანაცვლოდ კი გერმანულ მხარეს პასკალ ვერლიანისთვის საპრიზო პილოტის ადგილს სთავაზობენ.

თუ ერთბაშად ოთხი გუნდი გამოიცვლის ძრავების მიმწოდებელ კომპანიას, ამ გარდაქმნების შედეგები, შესაძლოა, სერიოზული იყოს. პირველი ინფორმაცია უახლოეს დღეებში უნდა გაჩნდეს, როცა "რენო" ჩამოყალბიდება ფორმულა 1-ში საკუთარი მომავლის შესახებ. ამის შემდეგ, სხვებმაც საკმაოდ ოპერატიულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი მანქანების აწყობა თითქმის დასრულებულია.

"ფორს ინდიამ" ჰიულკენბერგი დაიტოვა

ინდურმა საჯინიბომ "ფორს ინდიამ" ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გერმანელ ნიკო ჰიულკენბერგთან. ახალი ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ გავერკვიე საკუთარ გეგმებში და შემიძლია ოფიციალურად ამის გამოცხადება. შესანიშნავად ვიცნობ ამ გუნდს და აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომაც, სავსებით ლოგიკური იყო მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება", - განაცხადა ჰიულკენბერგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ