რუნის რეკორდის მოლოდინში
სექტემბერში ინგლისის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ორი შესარჩევი შეხვედრა უწევს. უკვე ცნობილია ის შემადგენლობა, რომლითაც ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ამ მატჩებში იხელმძღვანელებს.

68 წლის სპეციალისტი თავის "ლომებს" 5 სექტემბერს სან მარინოში ათამაშებს, ხოლო 8 სექტემბერს შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც იგი 1992-95 წლებში წვრთნიდა და რომელსაც ახლა, პირველ ადგილზე მოკალათებული, 6 ქულით უსწრებს.

წარუმატებლად ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ინგლისმა 10 შეხვედრა გამართა, აქედან ექვსივე ოფიციალური მატჩი მოიგო (ბურთების შეფარდება - 18:3), ხოლო 4 ამხანაგურიდან 2 მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. რაც შეეხება შემადგენლობას, არის საინტერესო სიახლეები. თუმცა, ალბათ, აჯობებს განხილვა პოზიციების მიხედვით დავიწყოთ.

ძირითად მეკარედ კვლავ ჯო ჰარტი გვევლინება, მის დუბლიორად კი - ჯეკ ბატლენდი. ეს ნიჭიერი გოლკიპერი "სტოკიდან" ასმირ ბეგოვიჩის წასვლის მერე პირველი ნომერი გახდა და შესანიშნავად გამოიყურება. მესამე გოლკიპერი "ბარნლის" ტომ ჰიტონი კი ერთადერთი ფეხბურთელია შემადგენლობაში, რომელიც არა პრემიერლიგას, არამედ ჩემპიონშიპს წარმოადგენს. რობერტ გრინი, ფრეიზერ ფორსტერი და ბენ ფოსტერი ამ ეტაპზე დავივიწყოთ.

მცველებს შორის ვეღარ ვხედავთ ფილ ჯოუნსსა და ლეიტონ ბეინსს. ისინი, რაიან ბერტრანისა არ იყოს, დაშავებულნი არიან. სამაგიეროდ, პოზიციის პრობლემურობის გამო კვლავაც გამოძახებულია კირან გიბსი. თავისი ადგილი შეინარჩუნა "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" გადასულმა ნათანიელ კლაინმა. ხოლო ლუკ შოუ ნაკრებს დაუბრუნდა. არ არის კაილ უოკერი. სამაგიეროდ, სტაბილურად ინარჩუნებენ საკუთარ პოზიციებს "ევერტონის" ცენტრალური მცველები, გამოცდილი ფილ ჯაგიელკა და ახალგაზრდა ჯონ სტოუნსი, რომელიც თავის მხრივ, "კანფეტებმა" შეინარჩუნეს და "ჩელსის" არ დაუთმეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინათ მომჯობინდა და ახალ გუნდში ჯერ დიდი სათამაშო დრო არ აქვს, "ასტონ ვილადან" "სიტიში" გადასული ფაბიან დელფი "პოსტზეა". საინტერესო სიახლეა ჯონჯო შელვის გამოძახება. ბევრისთვის ეს რატომღაც, მოულოდნელი გამოდგა, არადა, "სუონსის" შუახაზელი ძალიან კარგ ფორმაშია და ჰოჯსონიც მას ისევ აძლევს შანსს.

"ჯონჯო შელვი იმსახურებს ახალ შანსს, მას მოწვევა ეკუთვნის, რადგან სეზონი უაღრესად შთამბეჭდავად დაიწყო. როგორც ხედავთ, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, კიდევ ბევრი კანდიდატი და ტრავმირებული მოთამაშე არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს კარგია, ყველამ უნდა იბრძოლოს ნაკრებში თავისი ადგილისთვის და დაიმსახუროს იგი" - განაცხადა ჰოჯსონმა.

ვერ ვიხილავთ ჯორდან ჰენდერსონს, რისი მიზეზიც ყველასთვის ნაცნობია - ის დაშავებულია. ლაზარეთში იმყოფება მისი თანაგუნდელი ადამ ლალანა და ტრავმაა ჯეკ უილშირის არყოფნის მიზეზიც. სანაცვლოდ, მისი თანაკლუბელი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი შეეცდება ორმაგად ასახელოს "არსენალი". ისევ იქნება ჯეიმს მილნერი, ოღონდ ამჯერად უკვე "ლივერპულის" ფეხბურთელის რანგში. აღარავის ახსოვს ანდროს თაუნსენდი, სამაგიეროდ, მისი თანაკლუბელი რაიან მეისონი ამჯერადაც განაცხადშია.

კიდევ ერთმა "ტოტენჰემელმა" ჰარი კეინმა ნაკრებში ადგილი არ დაკარგა, სათამაშო ფორმის დაკარგვის მიუხედავად. ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის ესეც დამატებითი წამქეზებელი უნდა გამოდგეს, რომ იგი ისევ ძველებურად ათამაშდეს. დანიელ სტარიჯი დაშავებულია, დენი უელბეკიც. დენი ინგსი "ენფილდზე" გადაბარგების მერე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის. ჩარლი ოსტინი ჩემპიონშიპშიც აგრძელებს გოლების გატანას, მაგრამ გამოძახებას ვერ ეღირსა. საიდო ბერაჰინო გაურკვევლობაშია და ისე ვეღარ ბრწყინავს, ამიტომ ამ მოწვევის ნაკრებში არც ისაა. რიკი ლამბერტზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია.

გუნდში ძველ-ახალი სახე ჯეიმი ვარდი იქნება. იგი შესანიშნავად ბურთაობს, მაგრამ "ლესტერის" თავდამსხმელის გამოძახებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან სულ ცოტა ხნის წინათ იგი სკანდალში გაეხვა. მოგეხსენებათ, შეზარხოშებულმა ვარდიმ სამორინეში იაპონელს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც მერე დიდი ბოდიშები იხადა.

იგი 40 ათასი გირვანქით დააჯარიმეს და აღმზრდელობით კურსზე დასწრებაც დაავალეს. მას მერე, რაც მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ და ვარდიმ თავის მსხვერპლს პირადადაც მოუბოდიშა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი დაზარალებულის მიერ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხავდა თანხას.

ასეთი საკითხებისას ინგლისში როგორი მგრძნობიარეები არიან, თვით ჯონ ტერის მაგალითზეც გვახსოვს. თუმცა ჰოჯსონს ვარდი სჭირდება, მიიჩნევს, რომ ახლა ამ ფეხბურთელის ადგილი ნაკრებშია და შეცდომასაც მიხვდა და გაიაზრა.

თავდამსხმელთა კვოტით სიაშია თეო უოლკოტიც, მაგრამ რამდენად და რამდენს ითამაშებს იგი ფორვარდად, ეს უცნობია.

რასაკვირველია, უეინ რუნის ისევე ვერ ავცდებოდით, როგორც ნახევარდაცვაში შესაშურ ფორმაში შესულ ნორჩ როს ბარკლის (ის და სტოუნსი 21 წლისები და შესაბამისად, ყველაზე ახალგაზრდები არიან სიაში), ყველაზე გამოცდილ მაიკლ კერიკს (34 წლის მანჩესტერელი გამოძახებულთა შორის უხუცესია) და უძვირფასეს ინგლისელ ფხბურთელს, რაჰიმ სტერლინგს.

რუნი კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა: მოგეხსენებათ, მას ძალიან ცოტა აკლია იქამდე, რომ ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. "შრეკის" აქტივში ახლა 47 გოლია და იგი ერთით ჩამორჩება გარი ლინეკერს. სან მარინო ნამდვილად არის ის მეტოქე, რომელთანაც უეინს ერთი-ორი გოლის გატანა შეუძლია და არც შვეიცარიელებთან არის მისი აქტიურობა გამორიცხული.

თანაც, 29 წლის თავდამსხმელისთვის პრემიერლიგა მძიმედ დაიწყო, პირობა კი დადო, 20 და მეტ გოლს გავიტან, თუ მთელი სეზონი ფორვარდად ვითამაშებო, მაგრამ ჯერ ერთიც არ გაუტანია და გაბრაზებულია. ამას ისიც ემატება, რომ გოლების დიდი ნაწილი მას სწორედ შესარჩევი ეტაპების მატჩებში გააქვს ხოლმე. ახლაც უკვე 6 მატჩში 5 ბურთს მოუყარა თავი და მხოლოდ უკვე ხსენებული, ამჟამად ტრავმირებული უელბეკი უსწრებს, რომელმაც 6-ჯერ გაიტანა.

ინგლისური ფეხბურთის მამებს უკვე მომზადებულიც კი ჰქონიათ ერთგვარი ჯილდო, რომელსაც რუნის გადასცემენ, რადგან ალბათობა იმისა, რომ ამ ორი შეხვედრის მერე იგი რეკორდსმენი გახდება, ძალიან დიდია.

თუმცა ეს მინი-ცერემონია ოქტომბერში იგეგმება, კერძოდ კი, 9 ოქტომბერს, როდესაც ინგლისი მორიგ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს ესტონეთის წინააღმდეგ. 12-ში კი "ლომები" ლიტვას ეწვევიან. აი, ასეთი ამბები და გეგმები აქვთ ჰოჯსონსა და მის ამალას.

ინგლისის ნაკრები

მეკარეები: ჯო ჰარტი (სიტი), ჯეკ ბატლენდი (სტოკი), ტომ ჰიტონი (ბარნლი)

მცველები: ნათანიელ კლაინი (ლივერპული), ლუკ შოუ (მანჩესტერი), კირან გიბსი (არსენალი), გარი კეჰილი (ინგლისი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი)

ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი (მანჩესტერი), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), როს ბარკლი (ევერტონი), ჯონჯო შელვი (სუონსი), რაიან მეისონი (ტოტენჰემი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), ფაბიან დელფი (სიტი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი)

თავდამსხმელები: უეინ რუნი (მანჩესტერი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), თეო უოლკოტი (არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"მერე რა, რომ მუნდიალზე არ ითამაშა?! იამალზე და კეინზე უკეთესი იყო და "ოქროს ბურთს" ხვიჩას მივცემდი" - ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს