ზია მამედოვი: "იმედია, "საპოვნელაში" ვითამაშებ, აზერბაიჯანში კარგ ფორმაში დავბრუნდები და "ნეფთჩიში" პირველ მეკარეობაზე უფრო საფუძვლიანი პრეტენზია მექნება"
თერჯოლის "საპოვნელამ" ეროვნული ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. სამ ტურში 3 წაგებითა და 0 ქულით გუნდი აუტსაიდერებშია. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას სეზონის მსვლელობისას უწევს გაძლიერება.

საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - მეოთხე ტურამდე, რომელიც სანაკრებო პაუზის გამო მხოლოდ 10 სექტემბერს გაიმართება, თერჯოლელებმა აზერბაიჯანიდან მეკარე დაიმატეს.

ამის შესახებ გველაპარაკა ალეკო ნიქაბაძე, რომელიც სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.

"მეგობრებთან ერთად სამენეჯერო ფირმა გვაქვს და ფეხბურთელებს ვასაქმებთ. ბიჭები აზერბაიჯანის პირველ ლიგაში წავიყვანეთ. წლეულს კი, თურქეთის "ანკარაგიუჯუს" აკადემიაში 16 წლის ქართველი ბავშვი მოვაწყვეთ. ფეხბურთელებს ქართულ გუნდებშიც ვეხმარებით. პლუს, გვყავს მეორე ლიგის ოჩამჩირის "ამირანი" და ბავშვთა გუნდი.

ახლახან კი თერჯოლის "საპოვნელაში" საკმაოდ პერსპექტიული აზერბაიჯანელი მეკარე, ზია მამედოვი ჩამოვიყვანეთ. სხვათა შორის, ჩვენს მეზობლებს მეკარეთა საკმაოდ კარგი სკოლა აქვთ და ეს ბიჭიც საინტერესო უნდა იყოს.

მამედოვი 20 წლისაა, თამაშობდა ბაქოს "ნეფთჩის" დუბლებში, 7-ჯერ იყო განაცხადში და 2-ჯერ მთავარ გუნდში ითამაშა. გასული სეზონის პირველ წრეში, აზერბაიჯანის პირველი ლიგის "ზირაში" გაანათხოვრეს და 9-ჯერ ძირითადში მოხვდა. შემდეგ ისევ "ნეფთჩიმ" დაიბრუნა და ისევ დუბლებში თამაშობდა", - ამბობს ნიქაბაძე.

საინტერესოა, როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი მეკარე ქართულ გუნდში:

"ზირაში" თამაშის დროს მამედოვთან ერთად ჩვენი მიყვანილი ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. ასე გავიცანით და თავად გამოთქვა სურვილი, უკეთეს ლიგაში ეთამაშა და გამოცდილება მიეღო, სტაბილურად რომ გამოეძახათ ახალგაზრდულ ნაკრებშიც და წამყვანი აზერბაიჯანული გუნდების ინტერესის სფეროშიც მოხვედრილიყო.

2013 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, აზერბაიჯანის ნაკრებში სამივე შეხვედრა ჩაატარა ირლანდიის, ბოსნიისა და შვედეთის წინააღმდეგ.

ახლა მივიყვანეთ "საპოვნელაში". გასინჯეს, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს გაუფორმებენ".

"ლელოსთან" კომენტარი თავად აზერბაიჯანელმა მეკარემაც გააკეთა:

"ვთამაშობდი "ნეფთჩის" დუბლებში, მაგრამ მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში ხშირად ვხვდებოდი, თამაშები არ მიწევდა. გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ახალგაზრდებს ნაკლებად გვენდობოდნენ. ამიტომაც მსურდა საქართველოში ძალების მოსინჯვა, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა.

იმედია, "საპოვნელაში" ვითამაშებ, აზერბაიჯანში კარგ ფორმაში დავბრუნდები და "ნეფთჩიში" პირველ მეკარეობაზე უფრო საფუძვლიანი პრეტენზია მექნება. ახლა ჩემთვის ფულზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის".

მერაბ მამულაშვილი

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"