მოსკოვში რუსულ-შვედურ ომებს გაიხსენებენ
5 სექტემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის VII ტური მატჩები დარჩენილ სამ ჯგუფში გაიმართება.

C ჯგუფი: შურისძიება ოვიედოში?

ჯგუფის მოულოდნელ ლიდერ სლოვაკეთს სულ მცირე, პლეი ოფი გარანტირებული აქვს, მაგრამ ბუნებრივია, სლავებს მეტი სურთ - სლოვაკებს 6-დან 6 გამარჯვება აქვთ. თუმცა, ამ გუნდს ოვიედოში სერიოზული გამოცდა ელის, მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ სლოვაკეთის ნაკრებმა შეწყვიტა ესპანელთა 36-მატჩიანი წაუგებელი სერია საკვალიფიკაციო ეტაპებზე. შარშან 25 წლის მიროსლავ სტოხის გოლმა 87-ე წუთზე სლოვაკეთს ისტორიული გამარჯვება მოუტანა ესპანეთზე. სტოხი, რომელიც "ჩელსის" აღზრდილია, ახლა "ბურსასფორში" თამაშობს იჯარით. ამ გამარჯვებამდე სლოვაკებს ესპანელების დამარცხება ოცნებად ჰქონდათ.

საკვალიფიკაციო ციკლში ყველა გუნდს შორის ესპანეთის ნაკრები ყველაზე მეტ პასს აკეთებს - 4,2 ათასი. ეს ბუნებრივია, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს აღარ აქვს ბურთის ფლობის საუკეთესო პროცენტი (ჰოლანდია სჯობს).

სლოვაკებს დისკვალიფიკაციების გამო სერიოზული დანაკარგი აქვთ - მარტინ შკრტელი და იურაი კუჩკა ვერ ითამაშებენ.

საინტერესო უნდა იყოს მეზობლების, უკრაინისა და ბელარუსის დაპირისპირებაც ლვოვში. უკრაინელები მესამე ადგილზე არიან, ხოლო ბელარუსები თეორიულ შანსებს ებღაუჭებიან.

რადგან ლიდერები ერთმანეთში თამაშობენ, ეს მატჩი უკრაინელთათვის შესანიშნავი შანსია. ბელარუსში სერჰი სიდორჩუკისა და ერთი ავტოგოლის წყალობით, უკრაინამ 2:0 იმარჯვა. ბელარუსის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო, მაქსიმ ბორდაჩოვი დააკლდება.

5 სექტემბერი

ლუქსემბურგი-მაკედონია 20:00

უკრაინა-ბელარუსი 20:00

ესპანეთი-სლოვაკეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სლოვაკეთი 6 6 0 0 13-3 18

2. ესპანეთი 6 5 0 1 15-3 15

3. უკრაინა 6 4 0 2 9-2 12

4. ბელარუსი 6 1 1 4 4-11 4

5. მაკედონია 6 1 0 5 6-14 3

6. ლუქსემბურგი 6 0 1 5 3-17 1

ბომბარდირები: 3 - მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი), პაკო ალკასერი (ესპანეთი), დავიდ სილვა (ესპანეთი), ანდრი იარმოლენკო (უკრაინა).

E ჯგუფი: ველით რეკორდს და საგზურს

ინგლისის ნაკრებში მთავარი თემა არა თავად მატჩია, არამედ, უეინ რუნის სავარაუდო რეკორდი - "შრეკს" ინგლისის ნაკრებში 47 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ გოლით ჩამორჩება გარი ლინეკერს.

მეტოქე კი ძალზე სუსტია - სან მარინო ესტონელებთან აღებული ერთადერთი ქულით ამაყობს, ამ ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუტანია და 6 თამაშში 19 გაუშვა.

რუნიმ უკვე 5 გოლი გაიტანა ჯგუფში და ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარს (ჯამში 31-ჯერ, ზუსტად 18-ჯერ). გაიტანს რუნი გოლს, ლინეკერს გაუტოლდება, შეასრულებს დუბლს და ბობი ჩარლტონს დაეწევა.

ინგლისის ნაკრები, ისევე, როგორც სლოვაკეთი შესარჩევ ციკლში უდანაკარგოა, გამარჯვების შემთხვევაში როი ჰოჯსონის გუნდი საფრანგეთის საგზურს მოიპოვებს.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება ბაზელში, სადაც "იაკობ პარკზე" შვეიცარიის ნაკრები სლოვენიას მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ძალზე მიუახლოვდება, რადგან მეორე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვენია უშუალო მეტოქეა.

ისტორიაც შვეიცარიის მხარესაა - 9 ურთიერთშეხვედრიდან 7 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ის ერთი მარცხი სწორედ ამ ციკლიდანაა - შარშან, ოქტომბერში სლოვენიამ მარიბორში მილოვოიე ნოვაკოვიჩის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო შვეიცარიას.

ტალინშიც მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა - ჯერ ერთი, ესტონეთისა და ლიტვის მატჩი ბალტიური დერბია, მეორეც, ამ გუნდებს ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრაქტიკული შანსები შერჩათ. ესტონეთს ქულიანი უპირატესობა და საშინაო კედლები უფრო წინ აყენებს.

სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო, არ ეყოლებათ დონატას კაზლაუსკასი და გრატას სირგედასი.

5 სექტემბერი

ესტონეთი-ლიტვა 20:00

სან მარინო-ინგლისი 20:00

შვეიცარია-სლოვენია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 6 6 0 0 18-3 18

2. შვეიცარია 6 4 0 2 13-4 12

3. სლოვენია 6 3 0 3 12-7 9

4. ესტონეთი 6 2 1 3 3-5 7

5. ლიტვა 6 2 0 4 4-12 6

6. სან მარინო 6 0 1 5 0-19 1

ბომბარდირები: 6 - დენი უელბეკი (ინგლისი), 5 - მილოვიე ნოვაკოვიჩი (სლოვენია), უეინ რუნი (ინგლისი)

G ჯგუფი: 6-ქულიანი მატჩი

ბუნებრივია, ამ ჯგუფის მთავარი თამაში მოსკოვშია, "სპარტაკის" "ოტკრიტიე არენა" რუსეთისა და შვედეთის შეხვედრას მასპინძლობს. უშუალო კონკურენტთა დაპირისპირებას დიდი ფასი აქვს, ფაქტობრივად, ეს 6-ქულიანი თამაშია.

შვედებს და ლიდერ ავსტრიელებს ამ ორ ტურში შეუძლიათ საფრანგეთის საგზურის მოპოვება, ამისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და კომპანიამ ორივე მატჩი უნდა მოიგოს, ხოლო ავსტრიას მოლდოვის დამარცხებაც ეყოფა, იმ შემთხვევაში თუ ლეონიდ სლუცკის გუნდი შვედეთს ვერ დაამარცხებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ამ ორ ნაკრებს შორის 5 მატჩი გაიმართა, შვედებმა ორჯერ იმარჯვეს, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ რუსეთმა იმარჯვა. შვედებს მოსკოვში კიმ კალსტრიომი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო.

ავსტრიის ნაკრები მოლდოვას "ერნსტ ჰაპელზე" მასპინძლობს და ტრიუმფისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ავსტრია მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეა.

5 სექტემბერი

რუსეთი-შვედეთი 20:00

ავსტრია-მოლდოვა 22:45

ჩერნოგორია-ლიხტენშტეინი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ავსტრია 6 5 1 0 11-2 16

2. შვედეთი 6 3 3 0 10-4 12

3. რუსეთი 6 2 2 2 9-4 8

4. ჩერნოგორია 6 1 2 3 4-8 5

5. ლიხტენშტეინი 6 1 2 3 2-12 5

6. მოლდოვა 6 0 2 4 3-9 2

ბომბარდირები: 5 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), 3 - დავიდ ალაბა (ავსტრია), მარკ იანკო (ავსტრია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს