შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებისგან ბევრს ელის
შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებისგან ბევრს ელის. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ რთული დილემის წინაშე იდგა...

პრესკონფერენციაზე მობრძანდა სქოთების კაპიტანი სკოტ ბრაუნიც, რომელიც ერთობ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა დღევანდელი მატჩის წინ ერთობ გახსნილად ილაპარაკა.

- ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივაზე გათვლით, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი თამაში შოტლანდიის ნაკრებისთვის?

გორდონ სტრაჩანი:

- ახლა ამას ვერ ვიტყვი. შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ან არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს. უკვე მეოთხე თამაშიდან მოყოლებული, მისვამენ ამ კითხვას და ბედნიერი ვიქნები, თუ ბოლო ტურის წინაც დამისვამენ. დიდი იმედი მაქვს, რომ შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.

- ბევრი მიიჩნევს, რომ თბილისში გამარჯვება აუცილებელია და არ შეიძლება, სხვანაირად მოხდეს...

- არა, მე ასეთ შეფასებას ვერ დავეთანხმები.

- იცით თუ არა ის სასტარტო თერთმეტეული, რომელიც ხვალ გამოვა მინდორზე?

- უკვე ვიცი, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებას ფეხბურთელებს ცოტა მოგვიანებით გავაცნობ. უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი იქნება სათადარიგოთა სკამზე.

- თბილისური სიცხე ხომ არ შეგაფერხებთ?

- თამაშისთვის მომზადებაში ეს ფაქტი გავითვალისწინეთ. უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროსაც გავითვალისწინებთ.

- საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ორი მატჩი ჩაატარა და იმ შეხვედრებში ქართველი ქომაგი, ასე თუ ისე, ელოდა მარცხს. სხვანაირად იქნება შოტლანდიასთან - ხალხი საქართველოს ნაკრებისგან დადებით შედეგს ელის...

- გლაზგოში ქართველებმა კარგად ითამაშეს. მათ გუნდური თამაშის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს.

- თბილისში ჩამოსული შოტლანდიელი ქომაგები ნერვიულობენ. როგორია თქვენი წინასამატჩო მოლოდინი?

- ჩვენც მათნაირი ემოციები გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვნერვიულობთ.

- 2007 წელს საქართველომ შოტლანდია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოუსპო. გჯერათ ისტორიის გამეორების?

- 2007 წლის მერე ძალიან დიდი დრო გავიდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მე დღეს "აიფონი" მექნებოდა...

- რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფიდან გასვლისთვის თბილისში გამარჯვება?

სკოტ ბრაუნი:

- შოტლანდიის ნაკრებისთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. შემიძლია დავდო პირობა, რომ თბილისში მოსაგებად ვითამაშებთ.

- D ჯგუფის ყველა გუნდმა, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, 3 ქულა აიღო. აქედან გამომდინარე, თქვენც გამარჯვებას მოგთხოვენ...

- ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 3 ქულა ავიღოთ.

- თბილისში ძალიან ცხელა. ეს ფაქტორი რამდენად იქნება ხელის შემშლელი თქვენთვის?

- არ მგონია, ეს დიდი პრობლემა იყოს. შოტლანდიის ნაკრებში "სელტიკის" რამდენიმე ფეხბურთელია. მათ მონაწილეობა მიიღეს "ყარაბაღთან" ამასწინანდელ შეხვედრაში. აზერბაიჯანშიც დაახლოებით ისეთივე კლიმატია, როგორიც საქართველოში. სიცხიდან გამომდინარე, შესაძლოა, მაღალი პრესინგით არ ვითამაშოთ, მაგრამ... ვნახოთ... ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

- როგორ ფიქრობთ, ვინ ითამაშებს თავდასხმაში - დარენ ფლეტჩერი თუ ლი გრიფიტსი?

- ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა განსხვავებული სტილის. გრიფიტსი სწრაფია და კარგად იყენებს მარცხენა ფეხს. რაც შეეხება ფლეტჩერს, ის უფრო საჯარიმოს ფორვარდია. ფლეტჩერი წლების განმავლობაში თამაშობს ინგლისურ პრემიერლიგაში და ამას მხოლოდ უმაღლესი კლასის ოსტატი თუ შეძლებს.

- საქართველოს მიერ დაკავებული ადგილიდან გამომდინარე, შოტლანდიისგან უეჭველ გამარჯვებას უნდა ველოდოთ?

- მე ასე არ ვიტყოდი. გასვლაზე ვთამაშობთ და ასეთ მატჩს ყოველთვის თან ახლავს სირთულეები, არის მოულოდნელობებიც. მაგალითად, წინა შესარჩევ ციკლში ჩვენ გასვლაზე მოვუგეთ ხორვატიას... საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი მწვრთნელი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ 3 ქულის მოსაპოვებლად.

- საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი მწვრთნელი, ვინც უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს. ეს ერთგვარი შვება არ არის შოტლანდიის ნაკრებისათვის? პირველ, გასვლით მატჩში საქართველოს ნაკრები "უკნიდან" თამაშობდა...

- ვნახოთ, რა ტაქტიკით ითამაშებს მეტოქე...

- ფიქრობთ, რომ შოტლანდიის ნაკრებში მაღალი კონკურენციაა?

- ასეა. ჩვენ გვყავს ინგლისური ჩემპიონშიფისა და პრემიერლიგის ფეხბურთელები. მიმაჩნია, რომ შოტლანდიის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
შოტლანდიის ნაკრების კაპიტანს ბრაუნს მალტელმა მცველმა ბორგმა შეაფურთხა
"გონება მკარნახობს, რომ საქართველო მაინცდამაინც შოტლანდიას დააზარალებს"
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
შოტლანდიის ნაკრები კრიზისში - სტრაჩანი ბეწვის ხიდზე
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
გორდონ სტრაჩანი შოტლანდიის ნაკრებიდან წავიდა
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
შონ მელონი: საქართველოს ნაკრებთან გამოჩნდება, რამდენად კარგია შოტლანდია
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს
გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
ფეხბურთის "ცუდი ბიჭები": სერხიო რამოსი, ლუის სუარესი, ნეიმარი...
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
შოტლანდიის ნაკრებს დროებით მალკი მაკეი გაწვრთნის
სტრაჩანმა წარუმატებლობა შოტლანდიელთა გენეტიკას დააბრალა
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
12 მამა-შვილი, რომლებსაც პრემიერლიგაში უთამაშიათ [PHOTO]
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს