საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიასთან (1:0) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან (1:0) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.

საქართველო-შოტლანდია 1:0 - თითქმის ისევე, როგორც 8 წლის წინ [VIDEO]

"მინდა მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შოტლანდიას უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ კარგი შედეგი და ეს მნიშვნელოვანია მომავალი შესარჩევისთვის და იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების.

მინდა ყველა ჩემს ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. მათ ფანტასტიურად ითამაშეს. ოდნავ მეტი სითამამე გვჭირდება შეტევაში, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ.

შოტლანდიელებს კი 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.

ასეთი თამაები ერთჯერადი არ უნდა იყოს. მსგავსი თამაშების სერია უნდა განვახორციელოთ. ზუსტად ეს ვუთხარი ფეხბურთელებს მატჩის წინ.

მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ფეხბურთელში ამბიციას ვხედავ. თუკი ოქრიაშვილს ემოციებმა სძლია, მე ვერ გადამძალა და ამ მომენტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ (რედ.: ოქრიაშვილი შეცვლით დარჩა უკმაყოფილო).

ძალიან არ მინდა გუნდი ამ მოგების მერე ეიფორიაში ჩავარდეს. ერთი მატჩისთვის არ უნდა ვითამაშოთ, უნდა გავაანალიზოთ ყველამ, რომ მიზანი სტაბილურად კარგი თამაშია, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშავოთ.

თუ ფეხბურთელები ბოლომდე გამომყვებიან, შედეგი იქნება. მთავარია საქმეს სწორად მივუდგეთ

ნაკრები არის ქვეყნის სახე და ძალიან მინდა მის გარშემო ყველა გაერთიანდეს, რომ მიზანს მივაღწიოთ.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. არ მინდა ეს მატჩი დავაკნინო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენს მენტალიტეტს შევცლით და მხოლოდ ერთ თამაშზე არ ვიფიქრებთ. ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ.

სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე თბილისში დარჩება და ირლანდიაში ვერ გამოგვყვება. იმედია, ის მალე გამოჯანმრთელდება", - თქვა ცხადაძემ.

Beqa
ყოჩახ, თვითოეულ ფეხბურთელს. ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი. ერთი ქერცბაია მანახა, რო იძახდა რატო უნდა მოუგოთო შოტლანდიასო.
მამუკა
ასეთ მაღალ დონეზე თუ შეგვეძლო თამაში, ვერც კი წარმოვიდგენდი. ყველაფერი კარგი იყო: დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ბურთის ამოტანა, ბურთის დაჭერა, პასის კულტურა, შემტევების უკან ჩამოსვლა. არ ვიცი, რომელი ფეხბურთელი გამოვყო. ძალიან ეფექტურები იყვნენ ანანიძე და კანკავა. ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და მჭედლიძე კი ერთმანეთს ჯობდნენ. რაც შეეხება დაცვას, აქაც ყველაფერი კარგად იყო: კვირკველია, ამისულაშვილი და ლობჟანიძე ყველგან ასწრებდნენ მისვლას. გუნდი აშკარად დალაგებულია, როგორც ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად, ისე ფსიქოლოგოურად. ბიჭებთან ერთად უდიდესი მადლობა კახას. ქართველი ფეხბურთელებით ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. ახლა მთავარია ეს გამარჯვება თავში არ აგვივარდეს და საკმაოდ ნორმალურ სიმაღლეზე აწეული თამასა ძირს არ დავუშვათ...
jara
მასე ეტყობოდა რო მიმიკებზე,ტეხავს ესეტი საქციელი ფეხბურტეელის მხრიდან
odala
კი, ოქრიაშვილმა დედა იგინა და სამ ასოიანი სიტყვაც დააყოლა. კამერებმა დააფიქსირა ასევე, 'ჩემი დედა' რომ თქვა წაქცეულმა ერთ მომენტში. რა სირცხვილია :( სულ დავკარგე მაგ ბიჭის პატივისცემა.
giorgi
ოქრიაშვილმა აგინა ცხადაძეს? მე როგორც დავნახე ასე იყო, ძალიან ცუდი სიტყვები თქვა.
Bacho
კი მაგრამ ტრავმა როდის მიიღო.ხო არ იჩხუბეთ ჩვეულ სტილში?
Nodari
ძლივს ფეხბურთი ითამაშა ჯანომ და მაშინვე ტრამვა?
guka
საგო ცახადზე მაგარი კაცი ხარ ანანიძე რატო არ მიდის?
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო-შოტლანდიის მატჩზე დასაწრები ბილეთების გაყიდვა 31 აგვისტოს დაიწყება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა
საქართველო-შოტლანდიის ბილეთების შეძენა ინტერნეტით არის შესაძლებელი