ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების მცველი ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში ჩარიცხული მერვე ქართველი ფეხბურთელია
ყაზანის "რუბინმა" ანთალიაში ასტანის "ლოკომოტივთან" საკონტროლო შეხვედრა გამართა და ყაზახებს ორი შემადგენლობით ეთამაშა, საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა სალუქვაძე კი მოედანზე არ გამოჩენილა. გავარკვიეთ, რომ ლაშამ ყაზანის "რუბინი" დატოვა, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადავიდა და შაბათს ომარ თეთრაძის კლუბს შეკრებაზე შეუერთდა. მისი კონტრაქტის ხანგრძლივობა, ჩვენთვის ჯერ უცნობია.

ამგვარად, გიორგი ნავალოვსკის, ედიკ საჯაიას, გია გრიგალავას, გოჩა ხოჯავას, გოგიტა გოგუას, ოთარ მარცვალაძისა და მათე ვაწაძის შემდეგ სალუქვაძე ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში ჩარიცხული მერვე ქართველი ფეხბურთელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კლუბის სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელია, მთავარი მწვრთნელი კი ომარ თეთრაძე, გამოდის, რუსეთის პრემიერლიგაში 2011 წელს, ფაქტობრივად, ქართულ კლუბს ვიხილავთ.

"ვოლგა" პირველი რუსული კლუბია, სადაც ერთდროულად რვა ქართველი ვარჯიშობს, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია - ამდენი ჩვენებური თხუთმეტი წლის წინ უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ ტერნოპოლის "ნივაში" თამაშობდა. და თუ ნიჟნინოვგოროდელები რომელიმე ქართველს გაუშვებენ, ჩვენებურების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაინც არ შემცირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა