ბათუმში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 25.000 დოლარია
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ბარსელონას 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. ჩვენებურმა ზედიზედ ორ ესპანელს სძლია: ოლგა პარესსა (6:4, 6:2) და მარტა გონსალეს ენკინასს (6:3, 6:4), ხოლო მესამე პირენეელს - გეორგია გარსია-პერესს ვეღარ გასცდა - 2:6, 1:6.

სოფიო ამჟამად სოფიაში იმყოფება და 25.000-იან შეჯიბრებაში, სავარაუდოდ, მეექვსე ნომრად ჩაებმება.

ბათუმში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი ჩაება. მათგან ძირითად ბადეში მხოლოდ თინათინ ყავლაშვილი გავიდა: პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში ანა პრიბილოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:2, 6:4.

დანარჩენი ორი შეხვედრიდან ლიზი მორგოშიამ სოფია ვაინბერგთან წააგო (რუსეთი) - 1:6, 1:6, ხოლო ნატო შაბურიშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურს დანებდა - 3:6, 1:6. ამ უკანასკნელს კი უკრაინელმა ალონა ფომინამ აჯობა (7:6, 6:3) და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც პირველ შეხვედრას სოფიო ქვაცაბაიასთან გამართავს.

დანარჩენი ქართველი ჩოგბურთელები მეტოქეებთან ასე დაწყვილდნენ: თინათინ ყავლაშვილი-ამინათ კუშხოვა (რუსეთი), ანა ახალკაცი-მელის სეზერი (თურქეთი), მარიამ ბოლქვაძე-აკქულ ამანმურადოვა (უზბეკეთი), თამარ ჭალაგანიძე-ნათელა ძალამიძე (რუსეთი), ეკატერინე გორგოძე-ანა შანიძე.

წყვილები. ანა ახალკაცი, ანა შანიძე-ანასტასია გასანოვა, ადელია ზაბიროვა (ორივე-რუსეთი), თინათინ ყავლაშვილი, ანი ამირაგიანი (სომხეთი)-მარიამ ბოლქვაძე, თამარ ჭალაგანიძე, სოფიო ქვაცაბაია, საბინა შარიპოვა (უზბეკეთი)-ალონა ფომინა, ოლგა იანჩუკი (ორივე-უკრაინა), ეკატერინე გორგოძე, ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი)-ნათელა ძალამიძე, ალიონა ტარასოვა (ორივე-რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს