ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" "კრასნოდართან" საკონტროლო მატჩში ქართველებით მოიგო

შაბათს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა პირველი ლიგის "კრასნოდართან" გამართა და 3:0 გაიმარჯვა.

კრასნოდარელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა ირაკლი კლიმიაშვილი, მაგრამ მატჩის მიმოხილვაში მასზე მეტი არაფერი ეწერა და არც არის გასაკვირი - "ვოლგამ" მეტოქე პირწმინდად დაამარცხა. როგორც საკონტროლო მატჩებში ხდება, თეთრაძემ ფეხბურთელები მხოლოდ ერთი ტაიმი ათამაშა. ძირითადში მან დააყენა გიორგი ნავალოვსკი, ედიკ საჯაია, გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე.

გამოირჩეოდა ხოჯავა, რომელიც პირველივე წუთებიდან მომენტს მომენტზე ქმნიდა. მე-4 წუთზე თანაგუნდელი პლეშჩანი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ რუმინელმა გოლი ვერ გაიტანა. მე-20 წუთზე ხოჯავამ მეკარესთან ერთი-ერთზე მარცვალაძე დატოვა, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ მიზანს ვერც მან მიაღწია. მარცვალაძემ რეალური საგოლე მომენტი ვერც 34-ე წუთზე გამოიყენა.

"ვოლგას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხოჯავას წაქცევისთვის მსაჯმა კრასნოდარელთა კარში პენალტი არ დანიშნა.

43-ე წუთზე "ვოლგამ" მაინც გაიტანა: ხოჯავამ მარჯვენა ფლანგზე ორი მეტოქე მოატყუა და პლეშჩანს მშვენიერი საგოლე გადაცემა უძღვნა - 1:0.

მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდნენ გია გრიგალავა და გოგიტა გოგუა, არ უთამაშია მხოლოდ მათე ვაწაძეს. 55-ე წუთზე მეორე გოლი გრიგალავას წამოწყებული კომბინაციის შედეგად გავიდა. მესამე კი გოგუას კუთხურის ჩაწოდების შედეგად ბენძმა გაიტანა.

გუშინ ოთარ მარცვალაძეს დავუკავშირდით:

- მე და გიორგი ნავალოვსკიმ მკურნალობა დავასრულეთ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობთ და "კრასნოდართან" ვითამაშე კიდეც.

- "ვოლგაში" ყველა ქართველი დარჩებით თუ თეთრაძე ვინმეს უშვებს?

- როგორც ვიცი, თეთრაძე ყველას გვტოვებს.

- ნაკრებში ამჯერად აღარ გამოგიძახეს.

- ტრავმის შემდეგ პირველად ვივარჯიშე და ასეთ მდგომარეობაში ქეცბაია ვერც გამომიძახებდა.

dato
გამოიდზახერ მცველი ამირან სანაია. მაგარ ჯანზეა და გამოვიყენოტ. მარცხენა დაცვასჰი ზუსტად ეგ გვცჰირდება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა