ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის დიპლომში, რომელიც 2002 წელსაა გაცემული, შეუსაბამობა აღმოჩნდა
ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის დიპლომში, რომელიც 2002 წელსაა გაცემული, შეუსაბამობა აღმოჩნდა.

მასში არსებული ჩანაწერის მიხედვით, დიპლომის მფლობელმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი და მას ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ "აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.

სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, "2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს".

თავისთავად, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლში სიტყვა "ბაკალავრი" 2007 წელს მიღებული ცვლილებების შემდეგ გაჩნდა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო უკვე მიერთებული იყო ბოლონიის პროცესს.

ვინაიდან ლევან კობიაშვილის დიპლომის იმ ასლზე არაა დატანილი წარწერა "გამეორებით", რაც დიპლომის მხოლოდ ახალ ბლანკზე გაცემას დაადასტურებდა, ჩანაწერი შეუსაბამოა, რადგან 2002 წელს საქართველოს ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის, ვერც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვერ გასცემდა ბაკალავრის დიპლომს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლევან კობიაშვილის სპორტული კარიერა 1996-2001 წლებში, რაც ემთხვევა სტუ-ში სწავლის პერიოდს, საკმაოდ დატვირთული იყო. 1997 წლიდან კობიაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" თამაშობდა, ხოლო 1998-2003 წლებში გერმანული "ფრაიბურგის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

წყარო: fmabkhazia.com

alexis
я закончил гту в Тбилиси в 2000 году и у меня такои же диплом бакалавра
დათო
მდაბიო საქციელი!!!!
taia
დიპლომი თუ საეჭვოა, ნიშნების ფურცელი "გამოფინეთ".
giorgi
ზუსტად ესეთი ბაკალავრის დიპლომი მაქვს 2000 წელს აღებული. გეყოფათ რა!
კუჭკუჭი
დიპლომში ვკითხულობ,რომ ლევანი სპეციალობით ავტომობილისტია.აქედან გამომდინარე,არავის არ აინტერესებს მისი ტექნიკური განათლება.ფეხბურთის ფედერაციას ჭირდება ფეხბურთის მცოდნე და წესიერი ადამიანი სუფთა წარსულით.ამიტომ ჯობია მის გერმანულ დიპლომებსა და საფეხფურთო კარიერას გადახედოთ.
eleqtron
ლევანი მიყვარხარ
ჯაფარიძე
რა დიპლომი, რა სამეცნიერო ხარისხი, უნივერსიტეტის ლექტორს ირჩევთ?? ფედერაციის პრეზიდენტი გვინდა, სუფთა წარსულით, სუფთა ხელებით და ენერგიულად რეფორმების გამტარებელი!!
მითრიდატე
მეც ბაკალავრი მომცეს მაგ დროს და რა ვქნა გადავაგდო დიპლომი??? მეტი ვერაფელი ნახეს ხო???? :)))))
dato
1998 წელს დავამტავრე და ვიყავი ბოლო კურსდამტავრებული სადაც ჩამიწერეს ინჟინერი.1999 წლის მერე ბაკალავრს წერენ
Gia
ვაფასებ და პატივს ვცემ არველაძეებს, მაგრამ ცჰვენი პოლიტიკოსებივით ემართებათ მგონი.დაყრუვდნენ და დაბრმავდნენ.სრულიად ქართული საფეხბურთო საზოგადოების 80%-ზე მეტს არ უნდიხარ და წადი რაა.რომც გაიმარჯვო რად გინდა
franio
2000 წელს დავამთავრე თსუ და მაქვს ბაკალავრის დიპლომი. ზუსტად ასე აწერია ყდაზე და თავად დიპლომშიც არის აღნიშნული, რომ ამა და ამ სპეციალობის ბაკალავრი ვარ. რას ბოდავენ ესენი საერთოდ?
gio
აუ არველაძე დაახვიე რა///
zengera
სულ არველაზე როგორ უნდა იყოს ფედერაციასში, სხვასაც აცადეთ თქვე კაი დედ-მამის შვილებო.
Patrick
დაუნიშნონ მსუყე პენსია რეზიკოს და ასე მაინც იქნებ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რომლიც არ გამოსდის :)).
ზურა
ამ სტატიის ავტორის/დამკვეთის ტვინსა და სიჩლუნგე/სინაგლეს შორის დიდი შესაბამისობა აღმოჩნდა!!!
Patrick
რა ბინძურად იბრძვის რეზიკო !!! ყველაფერს კადრულობს, მთავარია ფული აკეთოს !!! ისე, კონკრეტულად დიპლომის ქონდა არ ქონის საკითხით მანიპულირება ერთ პოლიტ. პარტიას ევასება, მათთან კავშირში არველაძეც რომ არის ჩართული, ეგ ყველამ იცის :)
dave
2001-იდან 2005-დე დაახლოებით 60000 ადამიანმა დაამთავრა უმარლესი სასწავლებელი და ყველას უწერია ან ბაკალავრი ან მაგისტრი, მეც მათ შორის.. გამოდის რომ მაშინდელი განათლების სამინისტროს და უმაღლესი სასწავლებლების წარმოადგენლები ყოფილან თაღლითები... ნუ მიაცვ მოაცვამთ ! მართალია ლევანს საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერიისა არაფერი გაეგება, მაგრამ დიპლომი დიპლომია და ტყუილად ნუ ახურებთ !!!!
erihaa
მეც ბაკალავრი მიწერია 2002-ში დავამთავრე. აი თქვემაფიოზებო.
ლაშა
მე დავამთავრე ს.ტ.უ. 2001 წელს და შესაბამისად ავიღე დიპლომი, სადაც შავით თეთრზე წერია, მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი...
givis
ahaa shen boloniis procesamde aige bakalavris xarisxi?:@ va ragas ar gaigeb am qveyanashi
givi
რა სისულელეა. მე საქართველოში 1999-ში ავიღე ბაკალავრის დიპლომი და 2001-ში მაგისტრის. შემდეგ ევროპაში გავაგრძელე სწავლა დოქტურანტურაში და ჩემს დიპლომებთან არავის არანაირი კითხვა არ გასჩენია. აშკარაა, რომ კობის ყველანაირი ხერხებით ებრძვიან მაფიოზები.
ზვიადი
რა სისულელეა, 2003 წელს დავამთავრე გეპეი და მეც ბაკალავრი მიწერია :)))))
Irakli Apkhaidze
ნუ სულელობთ რაღაცეებს, 2001-ში დავამთავრე ბაკალავრიატი და ეს დიპლომშიც მშვენივრად წერია
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა