მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ძალიან ინერვიულა
ამერიკის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. და პირველი სეტი წააგო ტურნირზე მსოფლიოს პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. 2010 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სერბმა ამერიკის ღიაზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე წააგო პარტია.

ნოვაკი სერიოზულად ანერვიულა მსოფლიოს 23-ე ნომერმა, ესპანელმა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა. პირველ სეტში სერბმა 4:3-ზე გააკეთა ბრეიკი და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მეორეშიც ყველაფერი მშვიდად მიდიოდა - ნოვაკი 4:2-ს იგებდა და ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ, მოულოდნელად, ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო!

ჯოკოვიჩი ძალიან გაბრაზდა - ჩოგანი კორტზე დაახეთქა, მაისურა შემოიხია... როგორც ჩანს, ამან უშველა, რადგან მესამე სეტში სერიოზული შეცდომები აღარ დაუშვია, თუმცა 5:2-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა და მორიგი ბრეიკი გააკეთებინა მეტოქეს. ეს იყო და ეს - ესპანელს მეტი გმირობა აღარ ჩაუდენია და ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში გავიდა - 6:3, 4:6, 6:4 6:3. სერბმა შეხვედრა 42 "ვინერსითა" და 37 უნებლიე შეცდომით დაასრულა.

ნოვაკის შემდეგი მეტოქეც ესპანელი იქნება - ფელისიანო ლოპესი, რომელიც იოლად გაუსწორდა რაფაელ ნადალის მძლეველ ფაბიო ფონინის - 6:3, 7:6(5), 6:1. ფელისიანომ პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი აიღო და მეტოქეს 40 უნებლიე შეცდომა დააშვებინა. ლოპესი მეოთხედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. წინა სამ შემთხვევაში, ეს უიმბლდონზე ხდებოდა. რაც შეეხება ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებს, სერბი ესპანელს 5:0-ს უგებს.

მეორე მეოთხედფინალური წყვილი მარინ ჩილიჩმა და ჟო-ვილფრიდ ცონგამ შეადგინეს. ჩილიჩი აგრძელებს აშშ-ის ღიაზე ტიტულის დაცვას. ხორვატმა მორიგ შეხვედრაში ფრანგი ჟერემი შარდი ოთხ სეტში დაამარცხა - 6:3, 2:6, 7:6(2), 6:1. ჩემპიონს მხოლოდ მეორე სეტში ჰქონდა ჩავარდნა, როცა ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა დანარჩენ სამ სეტში თავისი გეიმი არ წაუგია და ორ საათსა და 26 წუთში მოიგო. ხორვატის ანგარიშზე 52 "ვინერსი" იყო.

ცონგამ გაცილებით იოლად მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება, როცა საათსა და 42 წუთში მოუგო თანამემამულე ბენუა პერს - 6:4, 6:3, 6:4. მართალია, ჟომ 35 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთხელაც არ მოუწია ბრეიკ-პოინტის მოგერიება.

კაცები

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 23) 6:3, 4:6, 6:4, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-ფაბიო ფონინი (იტა, 32) 6:3, 7:6(5), 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 19)-ბენუა პერი (საფ) 6:4, 6:3, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჟერემი შარდი (საფ, 27) 6:3, 2:6, 7:6(2), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
სტამბოლის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
35 წლის ჩილიჩი წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა
ჯოკოვიჩმა თელ-ავივის ტურნირი მოიგო [VIDEO]
როლან გაროსი: დღეს 1/16-ფინალური წყვილები დაკომპლექტდება
ქართული სენსაცია უიმბლდონზე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფელისიანო ლოპესი დაამარცხა [VIDEO]
ჩოგბურთი. ტურნირები: ვეტერანების კვირა
სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?
ესპანეთი დევისის თასზე ერთიანდება
ბასილაშვილი VS ბაუტისტა-აგუტი - უიმბლდონზე სენსაცია უნდა გაგრძელდეს!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში დამარცხდა
ნიკ კირგიოსმა თამაშის მიმდინარეობისას მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა [VIDEO]