ქართველების გუნდმა, ბაქოს "ინტერმა" "თანამეგობრობის თასზე" გაიმარჯვა

ბაქოს "ინტერმა" "თანამეგობრობის თასი" მოიგო. პეტერბურგში დასრულებული ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის ჩემპიონი სოლიგორსკის "შახტიორს" დაუპირისპირდა.

"თანამეგობრობის თასზე" ქართული კლუბები სამი წელია, არ მონაწილეობენ, მაგრამ "ინტერმა" მის მიმართ ინტერესი დაგვიბრუნა, რადგან გუნდს კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე ავარჯიშებენ და ექვსი ქართველი თამაშობს. ბელარუსებთან ძირითადში გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე იყვნენ, კახა მჟავანაძე - შეცვლაზე შემოვიდა, მოედანზე მხოლოდ ბაჩანა ცხადაძე არ გამოჩენილა.

"როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი სამწვრთნელო ვარსკვლავი ამობრწყინდა", - წერს კახა ცხადაძეზე ინტერნეტ-გაზეთი "ჩემპიონატ.რუ". არც არის გასაკვირი - ფინალის ჩათვლით, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილ "ინტერს" ექვს შეხვედრაში გოლი არ გაუშვია და 16 გაიტანა. მსგავსი შედეგი ტურნირის 18-წლიან ისტორიაში არც ერთ კლუბს არ ჰქონია. მართალია, "თანამეგობრობის თასი" დიდი ხანია, გაუფერულდა, მაგრამ ეს ბაქოური კლუბის ქართველი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წარმატებას ვერ დააკნინებს - ტურნირის მოგება მაინც პრესტიჟულია.

გამარჯვებული ვერც ძირითად დროში გამოვლინდა და ვერც დამატებითში - 0:0. პენალტების სერიაში კანდელაკმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა, მჟავანაძემ გაიტანა, ლომაიამ კი ორი დარტყმა მოიგერია და "ინტერმა" 6:5 გაიმარჯვა.

დაბოლოს: მეოთხედფინალში ერევნის "მიკასთან" გამარჯვება აზერბაიჯანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, "ინტერს" წარმატება ქვეყნის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა მიულოცა.

მატჩის შემდეგ კახა ცხადაძეს დაველაპარაკეთ:"უზომოდ გახარებული ვარ, ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. უსამართლობაც კი იქნებოდა, წაგვეგო, რადგან უპირატესობას ვფლობდით. ილია კანდელაკმა პენალტი კი გააფუჭა, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არაფერს ვიტყვი გიორგი ლომაიაზე, რომელმაც უმნიშვნელოვანეს მომენტში მოიგერია თერთმეტმეტრიანები."

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა