ვოინოვს ცოლის ცემა ძვირი დაუჯდა
"ლოს ანჯელეს კინგზის" რუსი მცველისთვის ვიაჩესლავ ვოინოვისთვის, როგორც ჩანს დასრულდა სათამაშო კარიერა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ჰოკეისტი თავისი საქმის მოსმენას ელოდება იმიგრაციულ სასამართლოში.

პროცესის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ვოინოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მას უარს ეუბნებიან თავდებით გამოშვებაზე. ვოინოვს ამერიკის შეერთებული შტატებიან დეპორტაცია ემუქრება.

"ნამდვილად არავის შეშურდება იმ ადამიანის, რომელიც ასეთი დანაშაულით უნდა წარსდგეს იმიგრაციული სასამართლოს წინაშე. ის ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება", - განაცხადა ადვოკატმა ტედი ჩედვიკმა.

ვოინოვი 2014 წლის 20 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საავადმყოფოს მიმართა ჰოკეისტის მეუღლემ მართა ვარლამოვამ. მას სხეულზე მრავალრიცხოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვოინოვმა მთლიანად გამოტოვა ჰოკეის ეროვნული ლიგის შარშანდელი სეზონი დისკვალიფიკაციის გამო, რომელიც მას ლიგამ დაუწესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია